პილოტის ბრალი ყოფილა

AutoSharing Option
რუსეთის პროკურატურამ დაასრულა იაროსლავლში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიება. შეგახსენებთ, რომ ინციდენტის შედეგად დაიღუპა ჰოკეის გუნდის - "ლოკომოტივის" ყველა წევრი.

წინასწარი ინფორმაციით, ვარდნის მიზეზი გახდა ის, რომ ეკიპაჟის მეთაურმა სიჩქარის აკრეფისას არასწორად დაამუხრუჭა - ქუსლი შესაბამის სატერფულებს დააჭირა და სცადა თვითმფრინავი ჰაერში აეყვანა.

იაკ-24, რომელიც მაქსიმალურად იყო დატვირთული, დროულად ვერ მოწყდა ასაფრენ ბილიკს და ასეთ შემთხვევაში ჰოკეისტების გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი ექსტრემალური დამუხრუჭება იქნებოდა.

მაგრამ კალენდარული მატჩის ჩაგდებისა და შესაძლო სანქციების შიშით ეკიპაჟის მეთაურმა მაინც გადაწყვიტა აფრენა. თვითმფრინავმა ვერ შეძლო ნორმალური აფრენისთვის
საჭირო სიჩქარის აკრეფა, ამიტომაც საჭის შესანარჩუნებლად პილოტს ბოლომდე უწევდა მურხუჭის სატერფულებზე დაჭერა საყრდენის მოსაძებნად. შესაბამისად, ამის გამო თვითმფრინავმა სიჩქარე დაკარგა და მარცხენა ფრთით მიწაზე დაეცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული