"დიახ, ეს შესაძლებელია. თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია", - აღნიშნა კროსბიმ, რომელიც უკვე ცხრა თვეა გადის ტვინის შერყევის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს.
ახლა კი, როგორც ყოველ ოთხშაბათს, გასული კვირის ლაურეატებს გაგაცნობთ.
კვირის გუნდი. ნიუ იორკ რეინჯერსი
ნიუიორკელები განახლებულ "მედისონ სკვერ გარდენში" დაბრუნდნენ, სტაბილურობა მოიპოვეს და ოთხმატჩიანი მოგებათა სერია
"რეინჯერსის" ყველაზე პრობლემური მეტოქე ამჟამად კრიზისში მყოფი "ანაჰაიმი" იყო, რომელიც ნიუიორკულმა კლუბმა მხოლოდ ბულიტების სერიაში დაამარცხა - 2:1. სამაგიეროდ, სწორედ "რეინჯერებმა" შეწყვიტეს "მონრეალის" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია (5:3), რის შემდეგაც "ვინიპეგსაც" გაუსწორდნენ - 3:0.
საბოლოოდ, გუნდი პლეი ოფის ზონაში შევიდა და თან ორი და ერთი მატჩით ნაკლები აქვს, ვიდრე "პიტსბურგსა" და "ფილადელფიას".
ტურის სამი ვარსკვლავი
1. ჯოშ ჰარდინგი (მინესოტა). გვერდს ვერ ავუვლით "მინესოტას" წარმატებას, რომელიც ასევე აცხადებდა პრეტენზიას კვირის გუნდის სტატუსზე. "ველურებმა" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგეს - დაამარცხეს "სენტ ლუისი", "ვანკუვერი" და ორჯერ "დეტროიტი", რითაც კონფერენციაში მეხუთე ადგილზე დამკვიდრდნენ.
ამ სერიის ერთ-ერთი გმირი გახდა 27 წლის მეკარე ჯოშ ჰარდინგი, რომელიც ოთხივე მატჩში იღებდა მონაწილეობას. არც ერთ შეხვედრაში კანადელ მეკარეს ერთზე მეტი შაიბა არ გაუშვია, "დეტროიტთან" კი "შათაუტის" შესრულებაც შეძლო.
ამ მეკარისთვის ასეთი წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია, რადგან 2010-11 წლების სეზონის წინ მან მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი ჩემპიონატი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, "მინესოტამ" მაინც გააფორმა მასთან ერთწლიანი და 750-ათასიანი კონტრაქტი. თუ ჰარდინგი ასევე გააგრძელებს თამაშს, ხელფასის მომატებაზე სერიოზული პრეტენზია ექნება. ცნობისთვის, გუნდის პირველი მეკარე ნიკლას ბექსტრიომი 6 მილიონს იღებს.
2. ლუი ერიქსონი (დალასი). არც ისე პოპულარული, მაგრამ ძალიან ეფექტური ფორვარდი ლუი ერიქსონი აგრძელებს ქულების დაგროვებას და "დალასს" დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობის შენარჩუნებაში ეხმარება. 26 წლის ჰოკეისტმა გასულ კვირას შვიდი ქულა დააგროვა - სამი შაიბა გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.
საერთოდ, ერიქსონს 13 მატჩში 15 ქულა აქვს და თავისუფლად შეუძლია შედეგიანობის პირადი რეკორდი (73 ქულა) გააუმჯობესოს, რომელიც გასულ სეზონში დაამყარა.
3. ნიკლას ბექსტრიომი (ვაშინგტონი). შვედი ზედიზედ ოთხი მატჩია მინიმუმ ორ ქულას აგროვებს მატჩში. ბექსტრიომმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ანაჰაიმთან" მატჩში, როცა საფინალო სირენამდე 42 წამით ადრე გაიტანა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, შემდეგ კი დამატებით დროში გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.
გარდა ამისა, ბექსტრიომმა გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა "კაროლინასთან" 5:1 მოგებულ მატჩში და ორი გოლი შეაგდო "აილენდერსთან" შეხვედრაში, რომელიც დედაქალაქელებმა 3:5 წააგეს.
ამჟამად შვედს 13 პასი აქვს და ამ მხრივ ლიგაში ლიდერობას იყოფს, ხოლო 18 ქულით მესამეა ბომბარდირთა დავაში.
ბოსტონი-აილენდერსი 6:2
3:2, 0:0, 3:0
გოლები: 1:0 პუიო-1 (კერონი-1), 1:1 მოულსონი-3 (სტაიოსი-3, გრაბნერი-1), 2:1 ჰორტონი-3 (ხარა-8, კრეისი-3), 3:1 სეგუინი-8 (პ. ბერეჟრონი-8, მარჩანდი-5), 3:2 გრაბნერი-4 (ტავარესი-5, მოულსონი-4), 4:2 ლუჩიჩი-7 (ჰორტონი-4, კრეისი-4), 5:2 ჰორტონი-4 (კორვო-4, საიდენბერგი-3), 6:2 კრეისი-3 (ხარა-9, ლუჩიჩი-6).
სან ხოსე-ლოს ანჯელესი 4:2
0:0, 3:1, 1:1
გოლები: 0:1 ჯ. ჯონსონი-4 (დაუტი-3, კოპიტარი-10), 1:1 ჯ. ტორნტონი-4 (მარლო-7, პაველსკი-7), 2:1 მარლო-4 (დ. ბოილი-8, ქლოუ-7), 3:1 დ. ბოილი-1 (პაველსკი-8, მარლო-8), 4:1 კუტური-6 (ვლასიჩი-3, ჯ. ტორნტონი-9), 4:2 კოპიტარი-8 (დაუტი-4, კუიკი-1).
აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. პიტსბურგი* 15 9 3 3 21
2. ტორონტო* 14 9 4 1 19
3. ვაშინგტონი* 12 9 3 0 18
4. ფილადელფია 14 8 4 2 18
5. რეინჯერსი 13 7 3 3 17
6. ბაფალო 13 8 5 0 16
7. ტამპა ბეი 14 7 5 2 16
8. ფლორიდა 13 6 4 3 15
9. ოტავა 15 7 7 1 15
10. ნიუ ჯერსი 12 6 5 1 13
11. კაროლინა 14 5 6 3 13
12. მონრეალი 13 5 6 2 12
13. ბოსტონი 13 6 7 0 12
14. ვინიპეგი 14 5 7 2 12
15. აილენდერსი 12 4 6 2 10
დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. დალასი* 13 10 3 0 20
2. ჩიკაგო* 14 8 3 3 19
3. ედმონტონი* 13 8 3 2 18
4. სან ხოსე 13 8 4 1 17
5. მინესოტა 13 7 3 3 17
6. ფინიქსი 13 7 4 2 16
7. ნეშვილი 13 7 4 2 16
8. ლოს ანჯელესი 14 6 5 3 15
9. კოლორადო 14 7 6 1 15
10. ვანკუვერი 15 7 7 1 15
11. დეტროიტი 12 6 5 1 13
12. კალგარი 13 6 6 1 13
13. ანაჰაიმი 14 5 6 3 13
14. სტ. ლუისი 13 6 7 0 12
15. კოლამბუსი 14 2 11 1 5
* - დივიზიონის ლიდერი
ბომბარდირები
გოლი+პასი
ფილ კესელი (ტორ) 21 (10+11)
კლოდ ჟირუ (ფილ) 19 (9+10)
ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 18 (8+10)
დანიელ სედინი (ვან) 18 (6+12)
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 18 (5+13)
ჰენრიკ სედინი (ვან) 18 (5+13)
ჯო პაველსკი (ს-ხოს) 17 (9+8)
ჯოფრი ლუპული (ტორ) 16 (8+8)
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 16 (8+8)
გოლები
ფილ კესელი (ტორ) 10
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 10
ჯეიმს ნილი (პიტ) 9
ჯო პაველსკი (ს-ხოს) 9
კლოდ ჟირუ (ფილ) 9
მილან მიხალეკი (ოტა) 9
პასები
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 13
ჰენრიკ სედინი (ვან) 13
მ-ა. ბერჟერონი (ტ-ბეი) 13
ალექსანდრ ედლერი (ვან) 12
ერიკ კარლსონი (ოტა) 12
დანიელ სედინი (ვან) 12
კრის ლეტანგი (პიტ) 12
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"