ჯოხმომარჯვებული მწვრთნელი

AutoSharing Option
გრანდიოზული სკანდალით დასრულდა მატჩი ჰოკეის კონტინენტალურ ლიგაში. მინსკში ადგილობრივი "დინამო" რუსეთის "ვიზიატს" ხვდებოდა და ბოლო წუთზე რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებით შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა - 3:2.

უხეშობით განთქმულმა "ვიტიაზის" ჰოკეისტებმა ყინულზე ნამდვილი ნადირობა დაიწყეს მეტოქის მოთამაშეების წინააღმდეგ და მოედანზე რამდენიმე ჩხუბი გაიმართა. მინსკელი გულშემატკივრების საპასუხო რეაქცია იყო ყინულზე ბოთლების სროლა.

ამასობაში, "ვიტიაზის" მთავარ მწვრთნელს ანდრეი ნაზაროვს კონფლიქტი მოუვიდა იმ გულშემატკივრებთან, რომლებიც რუსული კლუბის სათადარიგოთა სკამის უკან ისხდნენ. რუსების დამრიგებელმა ჰოკეის ჯოხს ხელი სტაცა და გულშემატკივრებს ჩხუბი აუტეხა. მას მხარი "ვიტიაზის" ორმა ჰოკეისტმა
- პანარინმა და ანისინმა აუბეს. გარდა ამისა, ნაზაროვმა უხამსი ჟესტი უჩვენა ტრიბუნებს.

მეორე დღეს ეს ინციდენტი განიხილა ჰოკეის კონტინენტალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა. "ვიტიაზის" მთავარ მწვრთნელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ასევე საქციები გამოუტანეს რუსული კლუბის რამდენიმე ჰოკეისტს და შეხვედრის არბიტრებს, რომლებმაც არაკვალიფიციურად იმსაჯეს აღნიშნული შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული