სათამაშო უპირატესობა თავიდანვე სტუმრებმა მოიპოვეს და პირველი პერიოდის შუაში მაიკლ რაიდერმა დეილის შორეულ დარტყმას შეუცვალა მიმართულება - 0:1. პირველ ორ პერიოდში "დალასი" ორჯერ გავიდა წინ და დედაქალაქელებმა ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
პირველ შემთხვევაში სიომინმა გამოიყენა ბექსტრიომის ბრწყინვალე პასი და აღადგინა თანაფარდობა. საწყისი 20-წუთეულის ბოლოსკენ რაიდერის მეორე გოლს მეორე პერიოდში ჯონ კარლსონმა უპასუხა, რომელმაც თავისი საფირმო შორეული
"დალასმა" მესამე პერიოდის სტარტზე გადაწყვიტა მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ. 24-ე წამზე ბარიშმა ისარგებლა "ვაშინგტონის" დაცვის უმოქმედობით და ახლო მანძილიდან შეაცურა შაიბა ნოივირტის კარში. შემდეგ კი მასპინძლებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა 36-წამიანი მონაკვეთი, როცა ბენმა და ნისტრიომმა ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს და თამაშის ბედი "ვარსკვლავების" სასარგებლოდ გადაწყვიტეს - 5:2. "დალასმა" მე-14 მატჩში მე-11 გამარჯვებას მიაღწია.
მესამე პერიოდში "ვაშინგტონი" საკუთარ თავს არ ჰგავდა და 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ შვიდი დარტყმა შეასრულა კარი ლეჰტონენის კარში. ამ უკანასკნელმა ჯამში 30 დარტყმის მოგერიება შეძლო.
რაც შეეხება კრიზისში მყოფ "ვაშინგტონის" ლიდერს ალექსანდრ ოვეჩკინს, მან 18 წუთი და 22 წამი დაჰყო ყინულზე, სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა და "მინუს 2" სარგებლიანობის კოეფიციენტი მიიღო.
სხვა მატჩები
ანალოგიური ანგარიშით დასრულდა შეხვედრა დეტროიტში, სადაც ადგილობრივმა "რედ უინგზმა" ზედიზედ მეორედ მოუგო "კოლორადოს". ამ მატჩში ორივე გუნდის ჰოკეისტებმა რვა შესაძლებლიდან ოთხჯერ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა. ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი ფრანცენისა და ფილპულას დუეტმა - პირველმა მეორეს ორი პასით ორჯერ გაიტანა მაშინ, როცა "დეტროიტს" ერთი კაცით მეტი ჰყავდა ყინულზე. ფრანცენმა შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და სეზონში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ბაფალოში ჩატარდა, სადაც "სეიბრზი" "ვინიპეგ ჯეტსს" მასპინძლობდა. ოვერტაიმის ჩათვლით ჯამში ცხრა გოლი გავიდა. "ვინიპეგმა" ოთხჯერ შეძლო ამ მატჩში წინ გასვლა და მაინც მოახერხა დამატებით დროში მატჩის წაგება.
"ტორონტომ" ვერ შეძლო რეაბილიტაცია წინა მატჩში "ბოსტონთან" 0:7 წაგების გამო. ამჯერად კანადელებმა შინ წააგეს "ფლორიდასთან". მასპინძლებს საგოლე მომენტების რეალიზაციამ უმტყუნა - 39 დარტყმიდან "პანტერების" მეკარემ ჟოზე ტეოდორმა მხოლოდ ერთი გაუშვა, თუმცა ამ მომენტისთვის სტუმრები უკვე 4:0 იყვნენ დაწინაურებული.
"სენტ ლუისმა" ახალი მწვრთნელით არ დაინდო საკუთარ მოედანზე "ჩიკაგო" - 3:0. სობოტკამ, სტიუარტმა და ოშიმ თითო პერიოდში თითო შაიბა გაიტანეს. დიდი წვლილი შეიტანა ამ მოგებაში იაროსლავ ჰალაკმა, რომელმაც 29 სეივით პირველი "შათაუტი" გაიფორმა სეზონში.
ასევე 3:0 დასრულდა "მინესოტას" ვიზიტი კალგარიში. ბრწყინვალე თამაში აჩვენა მინესოტელთა ფინელმა მეკარემ ნიკლას ბექსტრიომმა. ის გრძნობს გასული კვირის საუკეთესო მოთამაშისგან - ჯოშ ჰარდინგისგან კონკურენციას, ამიტომაც ძალიან მოინდომა და ჯამში "კალგარის" 41 დარტყმა მოიგერია.
მხოლოდ 14 დარტყმა შეასრულა "ედმონტონმა" "მონრეალის" კარში და მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება. ეს კვლავ ვეტერანი რუსი მეკარის ნიკოლაი ხაბიბულინის დამსახურებაა, რომელმაც 28 დარტყმა მოიგერია და მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა.
ზედიზედ მესამე მატჩი წააგო "კაროლინამ". ამჯერად, "ჰარიკეინზი" "ნიუ ჯერსისთან" დამარცხდა, რომელმაც კვლავ თავისი ერთ-ერთი ლიდერის ილია კოვალჩუკის გარეშე ითამაშა. მეტოქისგან განსხვავებით, "დევილზმა" ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია. კოვალჩუკის არყოფნაში ბრწყინვალედ გამოიყურება "ნიუ ჯერსის" ჩეხი ფორვარდი პატრიკ ელიაში - მან ამჯერად ორი საგოლე პასი შეასრულა და ზედიზედ ხუთი მატჩია ქულის გარეშე არ ტოვებს მოედანს.
წინა დღეს "სან ხოსესთან" წაგების შემდეგ საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაცია შეძლო "ლოს ანჯელესმა", რომელმაც რთულ ბრძოლაში დაამარცხა "ნეშვილი" - 4:3. თამაში თანაბარი გამოვიდა. პირველ პერიოდში გუნდებმა ორ-ორი შაიბა გაცვალეს, გადამწყვეტი კი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, როცა "ნეშვილმა" ორი შაიბა გაუშვა მაიკ რიჩარდსისგან და საიმონ განიესგან. ამის შემდეგ "კინგზი" დაცვაში ჩაჯდა და გამარჯვებამდე მიიყვანა შეხვედრა.
ბაფალო-ვინიპეგი 6:5 (ო)
3:3, 1:1, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 ფლუდი-2 (გლასი-5, სლეიტერი-1), 0:2 ლიტლი-1 (ველერი-6, ლედი-2), 1:2 დ. როი-3 (მიერსი-4), 2:2 ტროპი-1 (გერბე-6, გოსტადი-3), 2:3 გლასი-3 (უელვუდი-5, ოდუია-3), 3:3 პომინვილი-6 (გოსტადი-4), 3:4 ლიტლი-2 (ბაფლინი-6, სტეპლტონი-3), 4:4 ვანეკი-9 (ბოიესი-5, დ. როი-5), 4:5 ბაფლინი-2 (ველერი-7), 5:5 დ. როი-4 (პომინვილი-11, ერჰოფი-7), 6:5 ვანეკი-10 (პომინვილი-12, გრანიანი-5).
ტორონტო-ფლორიდა 1:5
0:1, 0:2, 1:2
გოლები: 0:1 სკილი-1 (ვივერი-6), 0:2 შტურმი-1 (სკილი-3, ელერბი-1), 0:3 კოპეცკი-3 (კულიკოვი-10, აპშოლი-2), 0:4 ბერგენჰაიმი-2 (მატიასი-3, ბრედლი-1), 1:4 კესელი-11 (გუნარსონი-5, ლუპული-9), 1:5 მატიასი-2 (გარისონი-2).
ნიუ ჯერსი-კაროლინა 3:2
0:1, 1:0, 2:1
გოლები: 0:1 ბ. სატერი-4, 1:1 ზუბრუსი-4 (ვოლჩენკოვი-2, ელიაში-6), 2:1 სიკორა-2 (ელიაში-7), 2:2 პიტკანენი-3 (მაკბეინი-4, ბოიჩუკი-1), 3:2 ენრიკე-4 (ზუბრუსი-2, ფეინი-3).
ვაშინგტონი-დალასი 2:5
1:2, 1:0, 0:3
გოლები: 0:1 რაიდერი-5 (დელეი-3, ბენი-12), 1:1 სიომინი-3 (ბექსტრიომი-14, ლეიჩი-7), 1:2 რაიდერი-6 (ბენი-13, ლ. ერიქსონი-8), 2:2 ჯონ კარლსონი-2 (იკინი-2, მ. იოჰანსონი-3), 2:3 ბარიში-3 (მოროუ-5), 2:4 ბენი-5 (ბარიში-4, სურეი-9), 2:5 ნისტრიომი-4 (დვორაკი-5).
დეტროიტი-კოლორადო 5:2
1:0, 2:1, 2:1
გოლები: 1:0 ლიდსტრიომი-6, 2:0 ფრანცენი-6 (ფილპულა-7, ჰუდლერი-3), 3:0 ფრანცენი-7 (კრონვალი-3, ფილპულა-8), 3:1 ლანდესკოგი-5 (დუშენი-7, ქუინსი-8), 4:1 ქლირი-2 (დაციუკი-8, კინდლი-3), 4:2 ჰეიდუკი-5 (რ. უილსონი-8, ე. ჯონსონი-8), 5:2 ფრანცენი-8.
მონრეალი-ედმონტონი 1:3
0:0, 0:1, 1:2
გოლები: 0:1 რ. ჯონსი-3, 0:2 გილბერტი-2 (ჰემსკი-2, რ. სმიტი-7), 1:2 პასიორეტი-6 (პლეკანეცი-9, სუბანი4), 1:3 რ. სმიტი-7 (ჰორკოფი-6).
სენტ ლუისი-ჩიკაგო 3:0
1:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 სობოტკა-1 (შატენკირკი-7, ჯეკმენი-3), 2:0 კ. სტიუარტი-3 (ოში-6, კოლაიაკოვო-3), 3:0 ოში-4 (შატენკირკი-8, ჯეკმენი-4).
კალგარი-მინესოტა 0:3
0:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 პოუ-1 (ნ. ჯონსონი-2, ბროძიაკი-3), 0:2 ჰიტლი-5 (მ. კოივუ-8, ჟიდლიცკი-4), 0:3 ლატენდრესი-4 (ჰიტლი-5, პროსერი-2).
ლოს ანჯელესი-ნეშვილი 4:3
2:2, 2:0, 0:1
გოლები: 1:0 მარტინესი-1 (ჯასტინ უილიამსი-8, სტოლი-3), 2:0 დაუტი-1 (სტოლი-4, კლიფორდი-2), 2:1 ჰალიშჩუკი-4 (შ. უებერი-7), 2:2 კ. სმიტი-5, 3:2 მ. რიჩარდსი-3 (დ. ბრაუნი-7, პენერი-2), 4:2 საიმონ განიე-5 (პენერი-3, ჯასტინ უილიამსი-9), 4:3 ჰორნკვისტი-7 (რ. სატერი-5, ერატი-3).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"