ფავორიტებმა საბოლოოდ გაიღვიძეს

AutoSharing Option
ტრადიციულად, ოთხშაბათის ნომერში გთავაზობთ ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის გასული კვირის მიმოხილვას.

ალბათ, არავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ "კვირის გუნდის" ნომინაციაში "ბოსტონ ბრუინზი" გაიმარჯვებდა. როგორც იცით, სტენლის თასის მოქმედ მფლობელს ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ეს დროებითი ჩავარდნა გახლდათ და გუნდი მალე დაიწყებდა პლეი ოფის ზონაში მოსახვედრად საჭირო ქულების დაგროვებას. აღსანიშნავია კლუბის ხელმძღვანელობის მოთმინება, რადგან პირველი ორი კვირის განმავლობაში ბევრი ჭორი იყო იმაზე, თითქოს "ბოსტონის" მენეჯმენტი პანიკაშია და მზად
არის გუნდის გამოსაცოცხლებლად ტრეიდების განსახორციელებლად.

არანაირი გაცვლები საჭირო არ გახდა და "დათვებმა" შარშანდელი ძლიერი შემადგენლობით ზედიზედ ხუთმატჩიანი მოგებათა სერია მოაწყვეს. კონკრეტულად ბოლო კვირის განმავლობაში "ბოსტონმა" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო. თუ არ ჩავთვლით "აილენდერსთან" პროგნოზირებად გამარჯვებას, "ბრუინზი" გაუმკლავდა ძლიერ "ტორონტოსა" და "ბაფალოს" და ასევე დღეს საინტერესო "ედმონტონს".

ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს გოლების სტატისტიკა - ხუთი მატჩში ჟულიენის გუნდმა მეტოქეთა კარში 30 შაიბა გაიტანა! მიუხედავად იმისა, რომ "დათვები" კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფებიან, მათი შეტევა კონფერენციაში მხოლოდ "ოტავას", "ვაშინგტონისა" და "ფილადელფიას" მაჩვენებლებს ჩამორჩება.

კვირის სამი ვარსკვლავი
ტაილერ სეგუინი (ბოსტონი). გასულ სეზონში სეგუინმა 74 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 22 ქულა დააგროვა. ამ სეზონის 15 შეხვედრაში კი "ბოსტონის" 19 წლის ფორვარდის ანგარიშზე უკვე 11 შაიბა და 20 ქულა მოდის. პროგრესი აშკარაა და ტაილერი თანდათან "დათვების" ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ყალიბდება. ის საშუალოდ მოედანზე 17 წუთს ატარებს.

გასული კვირა მართლაც გამორჩეული იყო სეგუინისთვის. ოთხ მატჩში მის ანგარიშზე ცხრა ქულა მოდის, თანაც 7 (!) შაიბა გაიტანა. უფრო მეტიც, ტაილერმა სამჯერ გაიტანა გამარჯვების გოლი და ერთხელ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მოკლედ, "ბოსტონს" ძალიან გამოადგა "ტოროტოს" დრაფტ-პიკი.

ჯიმი ჰოვარდი (დეტროიტი). "ბოსტონის" მსგავსად, სეზონის სტარტი არც "დეტროიტს" გამოუვიდა და კარგა ხანი პლეი ოფის ზონის მიღმა იყო. მაგრამ დასავლეთის ერთ-ერთი ფავორიტი დროულად მოეგო გონს, ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო და ისევ ჩაეწერა ლიდერთა შორის.

"რედ უინგზის" გამარჯვებათა ერთ-ერთი გარანტი გახდა მეკარე ჯიმი ჰოვარდი, რომელიც ამ ოთხივე მოგებაში მონაწილეობდა. 27 წლის გოლკიპერი ორზე მეტ გოლს არ უშვებდა მატჩში, ხოლო "ანაჰაიმისა" და "ედმონტონის" წინააღმდეგ შათაუტი შეასრულა. საბოლოოდ, მისი სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: საშუალოდ 1.33 გაშვებული შაიბა და მეტოქეთა დარტყმების მოგერიების 94.8 პროცენტი.

ჯონათან ტეუვზი (ჩიკაგო). კვირის მესამე ვარსკვლავი "ჩიკაგო ბლეკჰოქსის" ცენტრალური ფორვარდი ჯონათან ტეუვზი გახდა. ის თავის გუნდს გასულ კვირას რეგულარული ჩემპიონატის ლიდერობის მოპოვებაში დაეხმარა. ტეუვზის ანგარიშზე 4 მატჩში ოთხი გოლი და ორი საგოლე პასი მოდის.

კაროლინა-ფილადელფია 3:5
1:2, 1:2, 1:1
გოლები: 0:1 კ. ჟირუ-10 (იაგრი-10, პრონგერი-7), 0:2 ტელბოტი-6 (რიდი-5, ვორაჩეკი-8), 1:2 დუაიერი-1 (ე. სტაალი-4), 1:3 კ. ჟირუ-11 (იაგრი-11), 1:4 სიმონდსი-4 (კ. ჟირუ-11, პრონგერი-8), 2:4 ტ. რუუტუ-7 (ი. იოკინენი-9, სკინერი-11), 3:4 დუაიერი-2 (ბულიტი), 3:5 რიდი-5 (ვორაჩეკი-9, პრონგერი-9).

მონრეალი-ბაფალო 2:3 (ბ)
0:0, 2:0, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 კოული-4 (სუბანი-6, პასიორეტი-6), 2:0 პასიორეტი-8 (დეშარნე-8, კოული-4), 2:1 პომინვილი-7 (დ. როი-8, ვანეკი-10), 2:2 დ. როი-6 (ვანეკი-11).
ბულიტები გაიტანეს: ვანეკი (ბაფალო), პასიორეტი (მონრეალი), ბოიესი (ბაფალო).

ვინიპეგი-ტამპა ბეი 5:2
2:0, 2:1, 1:1
გოლები: 1:0 ე. კეინი-6 (ბაფლინი-8, ბურმისტროვი-7), 2:0 ბაფლინი-3 (ე. კეინი-5), 3:0 ფლუდი-3 (სტეპლტონი-4, ლიტლი-4), 3:1 სან ლუი-4 (სტემკოსი-7, ლეკავალიე-7), 4:1 ლედი-5 (ოდუია-4, უელვუდი-6), 5:1 სტეპლტონი-2 (გლასი-6), 5:2 სტემკოსი-11 (გილროი-5).

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ფილადელფია* 17 10 4 3 23
2. ბაფალო* 17 11 6 0 22
3. ვაშინგტონი* 15 10 4 1 21
4. პიტსბურგი 17 10 4 3 23
5. რეინჯერსი 15 9 3 3 21
6. ტორონტო 17 10 6 1 21
7. ფლორიდა 16 8 5 3 19
8. ტამპა ბეი 17 8 7 2 18
9. ნიუ ჯერსი 15 8 6 1 17
10. მონრეალი 17 7 7 3 17
11. ოტავა 18 8 9 1 17
12. ბოსტონი 15 8 7 0 16
13. კაროლინა 18 6 9 3 15
14. ვინიპეგი 18 6 9 3 15
15. აილენდერსი 14 4 7 3 11

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ჩიკაგო* 18 11 4 3 25
2. დალასი* 16 11 5 0 22
3. მინესოტა* 17 9 5 3 21
4. ედმონტონი 17 9 6 2 20
5. დეტროიტი 15 9 5 1 19
6. ფინიქსი 15 8 4 3 19
7. სან ხოსე 15 9 5 1 19
8. ნეშვილი 16 8 5 3 19
9. ლოს ანჯელესი 17 8 6 3 19
10. ვანკუვერი 18 9 8 1 19
11. სტ. ლუისი 16 8 7 1 17
12. კოლორადო 17 8 8 1 17
13. კალგარი 16 7 8 1 15
14. ანაჰაიმი 17 6 8 3 15
15. კოლამბუსი 16 3 12 1 7

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები
გოლი+პასი
ფილ კესელი (ტორ) 24 (12+12)
კლოდ ჟირუ (ფილ) 22 (11+11)
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 22 (11+11)
დანიელ სედინი (ვან) 22 (6+16)
ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 21 (8+13)
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 21 (7+14)
ტაილერ სეგუინი (ბოს) 20 (11+9)
ჰენრიკ სედინი (ვან) 20 (6+14)
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 20 (5+15)

გოლები
ფილ კესელი (ტორ) 12
მილან მიხალეკი (ოტა) 11
კლოდ ჟირუ (ფილ) 11
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 11
ტაილერ სეგუინი (ბოს) 11
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 11
ჯეიმს ნილი (პიტ) 11
რაიან სმიტი (ედმ) 10

პასები
დანიელ სედინი (ვან) 16
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 15
ერიკ კარლსონი (ოტა) 15
ბრაიან კემპბელი (ფლო) 15
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 14
ჰენრიკ სედინი (ვან) 14
ჯეიმი ბენი (დალ) 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული