რეინჯერების ზედიზედ მეშვიდე

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გასული ტური იმით იყო გამორჩეული, რომ სტენლის თასის მფლობელმა "ბოსტონ ბრუინზმა" და "ნიუ იორკ რეინჯერსმა" გააგრძელეს თავიანთი შთამბეჭდავი მოგებათა სერიები.

"ბოსტონი" "ნიუ ჯერსის" ხვდებოდა, რომელიც მართალია ილია კოვალჩუკის გარეშე თამაშობს, მაგრამ ბოლო პერიოდში დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გუშინდელ მატჩში იგეგმებოდა ამ ფორვარდის დაბრუნება, მაგრამ რუსმა ვარსკვლავმა ნორმალურად ვერ ჩაატარა მოთელვა და გასახდელში გავიდა.

მთავარი მოვლენები მესამე პერიოდში განვითარდა. 1:1-ის შემდეგ "ბოსტონის" ყოველ გოლს "ნიუ ჯერსი" საპასუხო შაიბას აგებებდა. მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც "დათვებმა" თქვეს და ბენუა პუიომ საფინალო სირენამდე
სამი წუთით ადრე დააფიქსირა საბოლოო ანგარიში - 4:3. "ბოსტონმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ძალიან ახლოსაა პლეი ოფის ზონასთან.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია "რეინჯერსის" სერია, რომელიც ნიუიორკულ დერბიში "აილენდერსს" ხვდებოდა. რეინჯერებმა 4:2 გაიმარჯვეს და ზედიზედ შვიდი მოგება დაუგროვდათ. გამარჯვების გოლი მაიკ რიჩარდსმა საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე გაიტანა. ასევე აღსანიშნავია ბოლო ორი მატჩში შონ ეივერის ორი შაიბა.

აშკარად მოუკლო თამაშს "ტორონტომ" და ის თანდათან ქვემოთ ეშვება. "მეიპლ ლივზს" გუშინ "ფინიქსი" სტუმრობდა და ორი ქულა მოიპოვა. "კოიოტებმა" ბულიტების სერიაში გაიმარჯვეს - 3:2. არადა, სტუმრებს ძირითად დროში გამარჯვებაც შეეძლოთ - ბოლო პერიოდის წინ 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ კომისარეკისა და ფილ კესელის სეზონში მე-13 გოლით "ტორონტომ" შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

ბულიტების სერიაში კი "ფინიქსი" უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ბოლო შვიდ მატჩში მეექვსე გამარჯვებას მიაღწია.

პირველ პერიოდში საკუთარ თავს არ ჰგავდა "პიტსბურგი", რომელმაც საწყის 20-წუთეულში სამი შაიბა გაატანინა "კოლორადოს", რასაც მხოლოდ ერთი გოლით უპასუხა. თუმცა მეორე და მესამე პერიოდებში "პინგვინებმა" ვარლამოვის კარში ხუთი შაიბა გაიტანეს და დაიბრუნეს კონფერენციაში ლიდერობა. საინტერესოა, რომ ერთი გოლი "პიტსბურგის" მხრიდან მცველმა ბრუქს ორპიკმა შეაგდო, რომელსაც ორი წელია არ გაუტანია.

ორი ძლიერი მეკარის - ნეშვილელი პეკა რინესა და ვაშინგტონელი ტომაშ ვოკოუნის დუელში გამარჯვებული ფინელი გოლკიპერი აღმოჩნდა. "ნეშვილმა" შეხვედრა 3:1 მოიგო. არადა, საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე მატჩში ანგარიში გახსნილი არ იყო.

მასპინძლები მხოლოდ ტროი ბრიუერის გოლის შემდეგ გამოფხიზლდნენ და სამი შაიბა გაიტანეს. ბარი ტროტცის გუნდი დამაჯერებლად ინარჩუნებს ადგილს პლეი ოფის ზონაში.

"ვაშინგტონის" დაწევის შანსი ჰქონდა "ფლორიდას" და მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა. "პანტერებმა" სტუმრად გაანადგურეს დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერი "დალასი" - 6:0!

როგორც ჩანს, არაფერი ეშველება "კოლამბუსს", რომელმაც ამჯერად 2:4 წააგო "მინესოტასთან". არადა, "ბლუ ჯეკეტსი" 20 წუთის შემდეგ წინ იყო - 2:0, მაგრამ ვერ გაძლო და ოთხი შაიბა გაუშვა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ სერიოზული ზეწოლა "მინესოტას" მეკარე ნიკლას ბექსტრიომზე, რომელსაც 43 დარტყმის მოგერიება მოუხდა!

"სენტ ლუისში" გაამართლა მწვრთნელის შეცვლამ. კენ ჰიჩკოკის მისვლის შემდეგ "ბლუზმენებმა" კონფერენციაში მეცხრე ადგილამდე მიაღწიეს. ამჯერად, "სენტ ლუისმა" საკუთარ მოედანზე შეწყვიტა "დეტროიტის" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია - 2:1. მორიგი დამაჯერებელი თამაში ჩაატარა "ბლუზის" მეორე მეკარემ ბრაიან ელიოტმა - მან 21 დარტყმა მოიგერია.

კვლავ ვერ დაიკვეხნის სტაბილურობით "კალგარი", რომელმაც "ოტავას" უმასპინძლა. "კოლორადოს" დამარცხების შემდეგ, "ფლეიმზმა" შინ წააგო "სენატორებთან" - 1:3. გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, როცა "კალგარიმ" ორი შაიბა გაუშვა ბობი ბატლერისგან. "ოტავა" აღმოსავლეთის პლეი ოფის ზონაში შევიდა, "კალგარი" კი დასავლეთის ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

დღის სამი ვარსკვლავი
გუშინდელი სათამაშო დღის პირველი ვარსკვლავი გახდა "ფლორიდას" ცენტფორვარდი სტეფან უაისი. თავდამსხმელმა "დალასთან" მატჩში (6:0) სამი ქულა დააგროვა - ერთი გოლი და ორი შედეგიანი პასი;

მეორე ვარსკვლავია "ოტავას" ფორვარდი ბობი ბატლერი, რომლის დუბლიმ შესახებ უკვე მოგახსენეთ, მესამე ვარსკვლავად კი "ნეშვილის" მეკარე პეკა რინე აღიარეს, რომელმაც "ვაშინგტონის" 39 დარტყმა მოიგერია.

კოლამბუსი-მინესოტა 2:4
2:0, 0:2, 0:2
გოლები: 1:0 ვერმეტი-1, 2:0 ლეტესტუ-2 (ნიკიტინი-2, კლიტსომი-6), 2:1 კულენი-8 (ბროძიაკი-4, სპარჯონი-3), 2:2 ნ. ჯონსონი-2 (პოუ-2, პიტერსი-1), 2:3 კლატერბეკი-4 (ბუშარი-9, ფალკი-2), 2:4 სეტოგუჩი-5.

პიტსბურგი-კოლორადო 6:3
1:3, 1:0, 4:0
გოლები: 0:1 მაკლემანი-2 (ჰეიდუკი-6, ე. ჯონსონი-9), 0:2 დუშენი-7 (პ. შჩასტნი-7, ქუინსი-10), 1:2 ჯ. სტაალი-9 (ტაიდერ კენედი-3, ენგელანდი-3), 1:3 დ. ჯონსი-7 (მაკლემანი-1, გალიარდი-1), 2:3 დუპუი-4 (კ. ადამსი-2, ეშემი-4), 3:3 ორპიკი-1 (მალკინი-9, ჯ. ნილი-7), 4:3 მალკინი-5 (ჯ. ნილი-8), 5:3 ჯ. ნილი-12 (სალივანი-7, ლეტანგი-14), 6:3 ლეტანგი-2 (ჯ. სტაალი-5, ვიტალე-3).

აილენდერსი-რეინჯერსი 2:4
1:1, 0:1, 1:2
გოლები: 0:1 ეივერი-2 (ბ. ბოილი-3, ზაუერი-2), 1:1 ნილსენი-4 (პარენტო-11, ჰამონიკი-2), 1:2 ემინგერი-1 (კელეჰანი-3, ვიოვიტკა-3), 2:2 მოულსონი-5 (ტავარესი-7, ნილსენი-5), 2:3 ბ. რიჩარდსი-6 (დუბინსკი-8), 2:4 კელეჰანი-8 (მაკდონაჰი-5).

ტორონტო-ფინიქსი 2:3 (ბ)
0:2, 0:0, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 დოუნი-5 (ბოდკერი-3), 0:2 ეკმან-ლარსონი-4 (ჩიპჩურა-2, ტორესი-3), 1:2 კომისარეკი-1 (ლომბარდი-4, კრები-1), 2:2 კესელი-13 (კულემინი-5, გუნარსონი-6).
ბულიტები გაიტანეს: ო'სალივანი (ფინიქსი), ვრბატა (ფინიქსი).

ბოსტონი-ნიუ ჯერსი 4:3
0:0, 1:1, 3:2
გოლები: 0:1 კლარკსონი-5 (სიკორა-5, პარიზე-4), 1:1 კ. კელი-5 (გ. კემპბელი-2), 2:1 მარშანი-6 (ხარა-12, პ. ბერჟერონი-10), 2:2 პალმიერი-2 (ე. გრინი-5), 3:2 შ. ტორნტონი-1 (კერონი-2, გ. კემპბელი-3), 3:3 პალმიერი-3 (ენრიკე-4, პარიზე-5), 4:3 პუიო-2 (კორვო-8, პევერლი-6).

სენტ ლუისი-დეტროიტი 2:1
1:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 დ. მილერი-2 (აბდელკადრი-3), 1:1 დ'აგოსტინი-5 (ბერგლუნდი-3, შატენკირკი-10), 2:1 სტინი-7 (კოლაიაკოვო-5).

ნეშვილი-ვაშინგტონი 3:1
0:0, 0:0, 3:1
გოლები: 0:1 ბროუერი-5 (მ. იოჰანსონი-5, იკინი-3), 1:1 ერატი-3 (შ. უებერი-8, ფიშერი-3), 2:1 კ. უილსონი-4 (ერატი-4), 3:1 შ. უებერი-3 (ფიშერი-4).

დალასი-ფლორიდა 0:6
0:2, 0:2, 0:2
გოლები: 0:1 კულიკოვი-1 (კოპეცკი-7), 0:2 გარისონი-7 (სანტორელი-1, ბ. კემპბელი-16), 0:3 ფლიშმანი-7 (უეისი-8, ვერსტიგი-10), 0:4 უეისი-6 (ვერსტიგი-11, ფლიშმანი-10), 0:5 ვერსტიგი-9 (უეისი-9), 0:6 დადონოვი-2 (შტურმი-1, ვივერი-7).

კალგარი-ოტავა 1:3
0:0, 1:1, 0:2
გოლები: 0:1 ალფრედსონი-5 (ფოლინო-4), 1:1 კოსტოპულოსი-2 (სტაიანი-3), 1:2 ბატლერი-1 (გონჩარი-10, ფილიპსი-4), 1:3 ბატლერი-2 (ვინჩესტერი-3, ე. კარლსონი-16).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული