გოლის გატანა რთული იყო

AutoSharing Option
გუშინ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში თითქმის სრულფასოვანი ტური გაიმართა. სულ 11 მატჩი ჩატარდა.

თანდათან ასწორებს სატურნირო მდგომარეობას "ტამპა ბეი". დღეს ამ გუნდს რთული მეტოქე ჰყავდა "პიტსბურგის" სახით. სტუმრად მოთამაშე "პინგვინები" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, რაც დარტყმების რაოდენობაში გამოიხატა - 34 17-ის წინააღმდეგ. მაგრამ შეუდარებელი იყო "ტამპას" მეკარე დუეინ როლოსონი. მან 33 დარტყმა მოიგერია და ერთადერთი შაიბა მაშინ გაუშვა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

"პიტსბურგმა" საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე შეცვალა მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით, მაგრამ ამით მეტოქე გუნდის
ფორვარდმა ლეკავალიემ ისარგებლა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

"პიტსბურგის" წაგებით ისარგებლა "ფილადელფიამ" და აღმოსავლეთის ლიდერი გახდა. "მფრინავები" შინ ხვდებოდნენ "ფინიქსს". მიუხედავად იმისა, რომ ჯამში მხოლოდ სამი გოლი გავიდა, მაყურებელმა მხიარული და შემტევი მატჩი იხილა. ამაზე მეტყველებს დარტყმების რაოდენობა - "ფილადელფიას" 42-ჯერ დაარტყა ზუსტად, "ფინიქსმა" - 31-ჯერ, მაგრამ მეკარეები - ილია ბრიზგალოვი და მაიკ სმიტი. ამ უკანასკნელმა 40 დარტყმა მოიგერია, მაგრამ ვერ უშველა "ფინიქსს".

სტუმრებმა 20 წამი ვერ გაძლეს იმისთვის, რომ მატჩი ოვერტაიმში გადაეყვანათ. ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა გოლი ფილადელფიელმა მეტ რიდმა, რომელმაც, საბოლოოდ, მე-11 გამარჯვება მოუტანა სეზონში "მფრინავებს".

"ფილადელფიას" მსგავსად, ასევე 11 გამარჯვება აქვს "მინესოტას", რომელმაც საკუთარ მოედანზე მიიღო "კოლორადო" და საფეხბურთო ანგარიშით დაამარცხა ეს გუნდი - 1:0.

ამ მატჩშიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ მეკარეები. "კოლორადომ" დარტყმების რაოდენობით აჯობა მასპინძლებს - 27 18-ის წინააღმდეგ, მაგრამ "მინესოტას" კარის დარაჯმა ნიკლას ბექსტრიომმა ყველა საფრთხე მოიგერია და მორიგი შათაუტი ჩაიწერა აქტივში. როცა ყველას ეგონა, რომ ოვერტაიმი გარდაუვალი იყო, "მინესოტამ" საფინალო სირენამდე დაახლოებით ორი წუთით ადრე გაიტანა გამარჯვების შაიბა. "უაილდი" 11 გამარჯვებით დასავლეთი კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერია.

კიდევ ერთ შეხვედრაში ვიხილეთ მეკარის ბრწყინვალე თამაში. ის, რომ "ნეშვილი" დამაჯერებლად ინარჩუნებს ადგილს პლეი ოფის ზონაში, ეს მინიმუმ 50 პროცენტი გუნდის ფინელი მეკარის პეკა რინეს დამსახურებაა.

ამჯერად, რინემ "ტორონტოსთან" საშინაო მატჩში გაიბრწყინა. სტუმრებმა 39-ჯერ დაარტყეს ზუსტად "ნეშვილის" კარის მიმართულებით და ფინელი კარის დარაჯი 38 დარტყმას გადაეღობა.

მისი კარგი თამაში პარტნიორებსაც გადაედოთ, განსაკუთრებით ჩეხ მარტინ ერატსა და ბელარუს სერგეი კოსტიცინს. პირველმა დუბლი შეასრულა, მეორემ კი სამი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

კინაღამ უიმედო აუთსაიდერ "კოლამბუსთან" შეწყდა "ბოსტონის" გამარჯვებათა სერია. "ბლუ ჯეკეტსმა" სტუმრად 1:1 დაასრულა ძირითადი დრო სტენლის თასის მფლობელთან და ბულიტების სერიამდე მიიყვანა საქმე, თუმცა იქ კრეისის ზუსტი თამაშით "დათვებმა" ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგეს.

ბოლო ორ დღეში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს "ანაჰაიმი" და "ლოს ანჯელესი". ეს შეხვედრა იმით იყო აღსანიშნავი, რომ მესამე პერიოდის სტარტზე "იხვების" არენაზე შუქი ჩაქვრა. პრობლემა მალე მოაგვარეს და კარლაილის გუნდი თამაშის გადარჩენას შეუდგა. "ანაჰაიმი" 1:3-ს აგებდა, მაგრამ გაათანაბრა ანგარიში და ოვერტაიმის იმედი ჰქონდა, თუმცა შეხვედრის ბოლოს "მეფეებმა" ორი გოლი გაიტანეს.

დღის ბოლო მატჩში "სან ხოსემ" მეკარე ანტი ნიემის დახმარებით დაამარცხა "დეტროიტი" - 5:2. სტუმრებმა "ზვიგენთა" კარში 42 დარტყმა შეასრულეს, მაგრამ ფინელი მეკარე მყარად იდგა, მისმა თანაგუნდელებმა კი ჯიმი ჰოვარდი არ დაინდეს და ოთხი გაშვებული გოლის შემდეგ "დეტროიტის" ძირითადი მეკარე ტაი კონლინით შეცვალეს. "სან ხოსეს" რიგებში აღსანიშნავია მცველი ვლასიჩის შედეგიანი თამაში - მან ოთხი ქულა (1+3) ჩაიწერა აქტივში.

ფილადელფია-ფინიქსი 2:1
0:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 ვან რიმსდიკი-7 (კ. ჟირუ-12, ჰარტნელი-8), 1:1 ბოდკერი-3 (ბ. გორდონი-6, კორპიკოსკი-4), 2:1 რიდი-6 (ტელბოტი-5, ვორაჩეკი-10).

აილენდერსი-მონრეალი 4:3
0:0, 4:2, 0:1
გოლები: 1:0 პარენტო-3, 2:0 პანდოლფო-1 (ბეილი-2, მ. მარტინი-1), 3:0 შტრაიტი-2 (მ. მარტინი-2), 3:1 პასიორეტი-9 (ელერი-4), 3:2 ე. კოული-5 (დიასი-3, პლეკანეცი-13), 4:2 მოულსონი-6 (ტავარესი-8, დიპიეტრო-2), 4:3 ჯონტა-5 (კამალერი-5, პლეკანეცი-14).

ბოსტონი-კოლამბუსი 2:1 (ბ)
0:0, 1:1, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 მაკენზი-3 (ნიკიტინი-3, კლიტსომი-7), 1:1 მაკქუეიდი-1.
ბულიტები გაიტანეს: პევერლი (ბოსტონი), ლეტესტუ (კოლამბუსი), კრეისი (ბოსტონი).

ტამპა ბეი-პიტსბურგი 4:1
1:0, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 ლეკავალიე-7, 2:0 ბრეტ კონოლი-4 (დ. მური-5, მ-ა. ბერჟერონი-14), 3:0 დაუნი-2 (ბრიუერი-5, სტემკოსი-8), 4:0 ლეკავალიე-8, 4:1 ტაილერ კენედი-2 (პ. მარტინი-4, ჯ. სტაალი-6).

სტ. ლუისი-ფლორიდა 4:1
1:1, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 ბექზი-5, 1:1 სანტორელი-3, 2:1 პორტერი-1, 3:1 რასელი-4 (სობოტკა-6, ლანგენბუნერი-6), 4:1 ბექზი-6.

ნეშვილი-ტორონტო 4:1
1:0, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 ერატი-4 (ს. კოსტიცინი-6, ფიშერი-5), 1:1 ლაილსი-3 (ლუპული-11, ბოჟაკი-8), 2:1 რ. სატერი-4 (ს. კოსტიცინი-7, შ. უებერი-9), 3:1 ერატი-5 (ფიშერი-6, ს. კოსტიცინი-8), 4:1 ჰალიშჩუკი-5 (რ. სატერი-7).

მინესოტა-კოლორადო 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 სეტოგუჩი-6 (ჰიტლი-7, მ. კოივუ-10).

ვინიპეგი-ვაშინგტონი 4:1
1:1, 3:0, 0:0
გოლები: 0:1 სიომინი-4 (ლეიჩი-8, ჩიმერა-4), 1:1 ე. კეინი-7 (ბურმისტროვი-8), 2:1 ე. კეინი-8 (უელვუდი-7), 3:1 ველერი-1 (ლიტლი-5), 4:1 უელვუდი-6 (ლედი-3, სტეპლტონი-5).

ედმონტონი-ოტავა 2:5
0:3, 1:1, 1:1
გოლები: 0:1 გრინინგი-5 (მ. მიხალეკი-6, სპეცა-12), 0:2 დაუგავინსი-2 (ზ. სმიტი-7, ე. კარლსონი-17), 0:3 მ. მიხალეკი-12 (სპეცა-13), 1:3 ლანდერი-1 (პეტრელი-2), 1:4 ვინჩესტერი-1 (ბ. ბატლერი-3), 1:5 კონოპკა-2 (გონჩარი-11), 2:5 რ. ჯონსი-4 (ბელანჟე-4, რ. სმიტი-8).

ანაჰაიმი-ლოს ანჯელესი 3:5
0:0, 1:2, 2:3
გოლები: 0:1 მ. რიჩარდსი-6 (ლოკტიონოვი-1, ვოინოვი-2), 1:1 კოლიანო-3 (ს. კოივუ-5, სელიანე-11), 1:2 საიმონ განიე-7, 1:3 ვოინოვი-3 (საიმონ განიე-6, დ. ბრაუნი-9), 2:3 პერი-7 (გეტცლაფი-7, ფოსტერი-1), 3:3 კოლიანო-4 (სბისა-4, სელიანე-12), 3:4 კოპიტარი-9 (ჯასტინ უილიამსი-12, სკუდერი-2), 3:5 მ. რიჩარდსი-7 (კოპიტარი-14).

სან ხოსე-დეტროიტი 5:2
1:1, 3:0, 1:1
გოლები: 0:1 კრონვალი-5 (დაციუკი-9, ლიდსტრიომი-7), 1:1 პაველსკი-10 (ჯ. ტორნტონი-10, ვლასიჩი-4), 2:1 ჯ. ტორნტონი-5 (კუტური-6, ვლასიჩი-5), 3:1 ვლასიჩი-2 (დეჟარდენი-1, ვინჩესტერი-2), 4:1 ტ. მიტჩელი-2 (ვლასიჩი-6, მაკგინი-2), 5:1 ვინჩესტერი-1 (ე. მიურეი-1), 5:2 ქლირი-3 (ფილპულა-11, ზეტერბერგი-4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული