როგორც იქნა, კროსბი ბრუნდება!

AutoSharing Option
კანადური ჰოკეის მთავარ ვარსკვლავს, "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანს სიდნი კროსბის ეღირსა ყინულზე დაბრუნება. "პინგვინების" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კროსბი მორიგ კალენდარულ შეხვედრაში "ნიუ იორკ აილენდერსის" წინააღმდეგ ითამაშებს (ეს მატჩი გუშინ გვიან უნდა გამართულიყო). შეგახსენებთ, რომ სიდნი ბოლოს ყინულზე 2011 წლის 5 იანვარს გავიდა, რის შემდეგაც ტვინის შერყევას მკურნალობდა.

წლის დასაწყისში კანადელმა ვარსკვლავმა ზედიზედ ორ მატჩში მძიმე შეჯახება გადაიტანა - პირველ იანვარს "ვაშინგტონისა" და 5 იანვარს "ტამპა ბეის" წინააღმდეგ. ექიმებმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინეს და მას შემდეგ კროსბი აღდგენით კურსს გადიოდა.

ზაფხულში კროსბიმ განაახლა ვარჯიშები, მაგრამ 2011-12 წლების სეზონის სტარტის გამოტოვება მოუწია. გასულ უქმეებზე "პიტსბურგის" ექიმმა ჩარლზ ბურკმა და კროსბის მკურნალმა ექიმმა მაიკლ კოლინზმა ჰოკეისტს მოედანზე გასვლის ნება დართეს.

"პინგვინზის" მთავარმა მწვრთნელმა დენ ბილსმამ განაცხადა, რომ კროსბი მოუთმენლად ელის ყინულზე დაბრუნებას და ძალიან ნერვიულობს. ბილსმას თქმით, სიდნის დაბრუნება სერიოზული გამოცდა იქნება არა მხოლოდ ჰოკეისტისთვის, არამედ მისი თანაგუნდელებისთვისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული