მთვრალი სამი ბორბლით

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად ტელეარხ ESPN-ის ექსპერტი მეტიუ ბარნები ორშაბათს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიმრეს.

"ჰოკეისტის Porsche Cayenne ტრასაზე წინა მარჯვენა საბურავის გარეშე (!) მოძრაობდა, - ამბობს პოლიციის წარმომადგენელი. - ცოტა ხანში კი ავტომობილს წინა ბამპერი მოძვრა". შერიფის თქმით, ბარნებიმ სიფხიზლეზე რამდენიმე ტესტი ვერ გაიარა, თან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია.

საბოლოოდ, "ბაფალოს" (ამ გუნდში 1992-99 წლებში გამოდიოდა) ყოფილ მოთამაშეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს და ის მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება. "ბაფალოს" გარდა ბარნების "პიტსბურგში", "ტამპა ბეიში", "რეინჯერსში", "კოლორადოში", "ჩიკაგოსა" და
"დალასში" უთამაშია. 2007 წელს მან პროფესიული კარიერა დაასრულა. NHL-ში მის ანგარიშზეა 834 მატჩი და 300 ქულა (113+187).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული