შვიდმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, ამ გუნდმა დღეს დილით ზედიზედ მეორე მატჩი წააგო - ამჯერად სტუმრად დამარცხდა "სენტ ლუისის" წინააღმდეგ.
პირველ პერიოდში ორივე გუნდის მეკარეები დამაჯერებლად თამაშობდნენ და ანგარიში არ გახსნილა, მეორე პერიოდში კი "დეტროიტი" პირველად და უკანასკნელად გავიდა ამ მატჩში წინ - გოლი ფრანცენმა გაიტანა. "სენტ ლუისმა" დიდი ხანი სიხარული არ აცალა მეტოქეს და ორ წუთში ალექს სტინმა თანაფარდობა აღადგინა.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ მატჩში მესამე პერიოდის საწყისი ორი
"დეტროიტის" ამ წაგებამ ინტრიგა დაუმატა ცენტრალურ დივიზიონში პირველი ადგილისთვის ბრძოლას. "ჩიკაგოს" 36 ქულა აქვს, ხოლო "რედ უინგზსა" და "სენტ ლუისს" - 33-33 ქულა.
* * *
სეზონში მერვე გამარჯვებას მიაღწია ჩემპიონატის უიმედო აუთსადერმა "კოლამბუსმა", რომელმაც სტუმრად მოულოდნელად დაამარცხა "მონრეალი" და ამ გუნდს პლეი ოფის ზონაში შესვლის შანსი მოუსპო.
"კოლამბუსი" ორჯერ იგებდა და ორივეჯერ მონრეალელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. სტუმრებს შეეძლოთ ძირითად დროში მოემთავრებინათ საქმე, მაგრამ საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე "მონრეალის" ამერიკელმა ფორვარდმა ბრაიან ჯონტამ მეორედ აღადგინა ამ მატჩში თანაფარდობა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა, ბულიტების სერიაში კი "კოლამბუსის" მეკარე სტენფორდმა ორი დარტყმა მოიგერია, მისმა თანაგუნდელმა რიკ ნეშმა კი კერი პრაისს გაუტანა და სტუმრებმა 3:2 გაიმარჯვეს, თუმცა კვლავაც ბოლო ადგილზე არიან რეგულარულ ჩემპიონატში.
* * *
აშკარა კრიზისში იმყოფება სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად მონათლული "ტამპა ბეი", რომელმაც დღეს დილით ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო. "ლაითნინგმა" სტუმრად უშანსოდ წააგო შეხვედრა აღმოსავლეთის ერთ-ერთ აუთსაიდერთან - "ნიუ იორკ აილენდერსთან". ამ უკანასკნელმა აშკარად მოუმატა თამაშს და ბოლო შვიდ მატჩში მეოთხედ მოიგო.
მართალია, ანგარიში "ტამპა ბეიმ" გახსნა, მაგრამ "აილენდერსმა" პირველივე პერიოდში მიაღწია სოლიდურ უპირატესობას - ხუთწუთიანი ინტერვალით ნიუიორკულმა კლუბმა ზედიზედ სამი გოლი გაიტანა და პირველ შესვენებაზე ორშაიბიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე პერიოდში გუნდებმა პაუზა აიღეს და გოლი არ გასულა, ხოლო მესამე 20-წუთეულის სტარტზე დავიდ ულსტრიომის მიერ გატანილმა შაიბამ ბრძოლის ყოველგვარი სურვილი მოუსპო "ტამპას ბეის". 21 წლის შვედისთვის ეს იყო სადებიუტო შაიბა NHL-ში.
ანგარიში 4:1 გახდა და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში შეწყვიტა 13-მატჩიანი უგოლო სერია 2009 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ჯონ ტავარესმა.
* * *
კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ვინიპეგში. ადგილობრივმა "ჯეტსმა" შინ დაამარცხა სტენლის თასის მოქმედი მფლობელი "ბოსტონი", რომელსაც ბოლო 15 მატჩში 14 მოგება ჰქონდა აქტივში.
ამჯერად ბოსტონელმა მწვრთნელმა კარის დაცვა ფინელ ტუკა რასკის მიანდო და სკანდინავიელს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ის მეტოქის 33 დარტყმას გადაეღობა, მაგრამ ორ შემთხვევაში ვერ შეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა.
გაცილებით მეტი სამუშაო ჰქონდა "ვინიპეგის" მეკარე პაველეცს, რომელმაც 39 დარტყმა მოიგერია. ერთადერთი შაიბა მან მესამე პერიოდში შონ ტორნტონისგან გაუშვა, რის შემდეგაც ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ "ვინიპეგს" წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გასულიყო ამ მატჩში წინ - შუა ზონაში შაიბა მოიპოვა ლიტლმა, სლალომით გაიარა ნახევარი მოედანი და ულამაზესი გოლი გაიტანა.
ანგარიში აღარ შეცვლილა და ამ მოგებით "ვინიპეგი" ერთ ქულამდე მიუახლოვდა პლეი ოფის ზონას, თანაც ამ გუნდს სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს. "ბოსტონმა" კი დაკარგა აღმოსავლეთის ლიდერის "პიტსბურგის" გასწრების შანსი.
* * *
13 გოლი გავიდა "კალგარისა" და "კაროლინას" შეხვედრაში, აქედან შვიდი შაიბა მესამე პერიოდზე მოდის. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ჰარიკეინზის" ბრძოლისუნარიანობა. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე "კაროლინა" ორ შაიბას აგებდა, მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა და კიდევ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა მაინც გამონახა ძალები და ბოლო 30 წამში ორი შაიბა გაქვითა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო არ ეყო. შესანიშნავი იყო "კალგარის" პირველი ტრიო - მორისონი-იოკინენი-იგინლა, რომელმაც ჯამში 10 ქულა დააგროვა.
პირველი გამარჯვება მოიპოვა "ანაჰაიმის" მწვრთნელის რანგში ბრიუს ბუდრომ. "დაქსმა" კალიფორნიულ დერბიში კინაღამ ხელიდან გაუშვა "ლოს ანჯელესთან" გამარჯვება - მეტოქეს ორშაიბიანი ჩამორჩენის გაბათილების საშუალება მისცა. ამასთან, "ლოს ანჯელესი" ძალიან ბევრს უტევდა და მესამე პერიოდში ჰილერის კარში 23 ზუსტი დარტყმა შეასრულა! მაგრამ "იხვებმა" ბოლო წუთზე ბობი რაიანის გოლით მაინც მოიპოვეს საჭირო გამარჯვება.
"მინესოტა" დამაჯერებლად აგრძელებს ქულების დაგროვებას. ამჯერად "ველურებმა" სტუმრად მოუგეს გამოცდილ "სან ხოსეს" - 2:1. პირველ წუთზე ანგარიში გახსნა ჯო პაველსკიმ, რის შემდეგაც "მინესოტას" კარში დებიუტანტი მეტ ჰეკეტი ჩადგა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "მინესოტას" მესამე ვარსკვლავური მეკარე ეზრდება. ჰეკეტმა 34 დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს ზედიზედ მეხუთე მატჩში მოაგებინა. ასევე აღვნიშნავთ "მინესოტას" კაპიტნის მიკო კოივუს კარგ თამაშს, რომელმაც ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი ბუშარს გაატანინა გამარჯვების გოლი.
ტორონტო-ნიუ ჯერსი 2:3 (ო)
0:2, 1:0, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 კოვალჩუკი-7 (სიკორა-7, ენრიკე-12), 0:2 კლარკსონი-8 (პარიზე-10, ელიაში-13), 1:2 კესელი-17 (ლუპული-19, შენი-9), 2:2 ფრატენი-3 (გრაბოვსკი-6, ფრენსონი-4), 2:3 კლარკსონი-9 (ზუბრუსი-6).
აილენდერსი-ტამპა ბეი 5:1
3:1, 0:0, 2:0
გოლები: 0:1 სან ლუი-9 (ბ. კლარკი-4, სტემკოსი-14), 1:1 ტავარესი-9 (მოულსონი-7, ოკსოპო-5), 2:1 მ. მარტინი-3 (უოლასი-1, რისონერი-4), 3:1 იურჩინა-1 (ნილსენი-7, შტრაიტი-12), 4:1 ულსტრიომი-1 (ბეილი-5, სტაიოსი-4), 5:1 მოულსონი-14 (ტავარესი-14, შტრაიტი-13).
მონრეალი-კოლამბუსი 2:3
1:1, 0:1, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 პროსპალი-7 (ა. ჯონსონი-5, უმბერგერი-5), 1:1 ა. კოსტიცინი-8 (კამალერი-8), 1:2 უმბერგერი-4 (ნიკიტინი-8, პალსონი-5), 2:2 ჯონტა-8 (პლეკანეცი-17, ემელინი-1).
ბულიტები გაიტანეს: ნეში (კოლამბუსი).
სტ. ლუისი-დეტროიტი 3:2
0:0, 1:1, 2:1
გოლები: 0:1 ფრანცენი-13 (ჰუდლერი-11, ჰოვარდი-1), 1:1 სტინი-9 (არნოტი-8), 2:1 ბეკსი-10 (ოში-10, არნოტი-9), 3:1 ბერგლუნდი-6 (კ. სტიუარტი-6, პერონი-1), 3:2 ქლირი-6 (ჰუდლერი-12, კრონვალი-5).
ნეშვილი-ფინიქსი 2:3
1:1, 0:0, 1:2
გოლები: 0:1 პიატი-4 (კორპიკოსკი-6, ბ. გორდონი-8), 1:1 ჰილენი-2 (კ. სმიტი-14, ერატი-9), 1:2 რეი უიტნი-10 (ვრბატა-11, ჰანდჟალი-11), 2:2 შ. უებერი-6 (რ. სატერი-13, ჰორნკვისტი-5), 2:3 იენდლი-4 (დოუნი-10, შლემკო-8).
ვინიპეგი-ბოსტონი 2:1
0:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 ლედი-9 (ოდუია-6, პაველეცი-1), 1:1 შ. ტორნტონი-2 (პეი-2, გ. კემპბელი-6), 2:1 ლიტლი-8.
კალგარი-კაროლინა 7:6
2:0, 2:2, 3:4
გოლები: 1:0 იგინლა-8 (ო. იოკინენი-10, ბ. მორისონი-1), 2:0 სტემპნიაკი-7 (კომო-3, ბოუმისტერი-8), 3:0 ბ. მორისონი-2 (ო. იოკინენი-11), 3:1 ტლუსტი-6 (ბულიტი), 3:2 ბრენტი-3 (ე. სტაალი-10, ტ. კაბერლე-6), 4:2 რ. ბურკი-9, 5:2 ბ. მორისონი-3 (იგინლა-9, ბროდი-4), 5:3 ტ. რუუტუ-8 (მაკბეინი-7), 6:3 ბეკლუნდი-2 (სტემპნიაკი-5, ტანგეი-14), 6:4 ე. სტალი-6, 7:4 იგინლა-9 (ბ. მორისონი-2, ო. იოკინენი-12), 7:5 ლაროუზი-7 (ბრენტი-4, პონიკაროვსკი-4), 7:6 ე. სტალი-7 (მაკბეინი-8, ტ. კაბერლე-7).
ვანკუვერი-კოლორადო 6:0
1:0, 1:0, 4:0
გოლები: 1:0 დ. სედინი-10 (ბაროუზი-5, ჰ. სედინი-20), 2:0 ჰანსენი-8 (ბიეკსა-11, ჰოჯსონი-8), 3:0 დ. სედინი-11 (ჰ. სედინი-21, ჰამჰუისი-14), 4:0 ჰანსენი-9 (ედლერი-16, ბალარდი-3), 5:0 დ. სედინი-12 (ბაროუზი-6, ჰ. სედინი-22), 6:0 ედლერი-4 (ჰოჯსონი- 9, შნაიდერი-1).
ანაჰაიმი-ლოს ანჯელესი 3:2
2:0, 0:1, 1:1
გოლები: 1:0 რაიანი-8 (სელიანე-17), 2:0 პერი-12 (გეტცლაფი-15, ბელესკი-3), 2:1 ვოინოვი-4 (პენერი-3, კოპიტარი-16), 2:2 ჯასტინ უილიამსი-4 (სოტლი- 6), 3:2 რაიანი-8 (სელიანე-18).
სან ხოსე-მინესოტა 1:2
1:2, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 პაველსკი-12 (დ. ბოილი-10), 1:1 მ. კოივუ-5 (ჰიტლი-10, უელმანი-2), 1:2 ბუშარი-5 (მ. კოივუ-18, სპარჯონი-8).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"