პრონგერმა სეზონი დაასრულა

AutoSharing Option
სერიოზული დანაკლისი განიცადა "ფილადელფია ფლაიერზმა" - მას სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი კრის პრონგერი. ჰოკეისტი ვერც რეგულარულ ჩემპიონატში ითამაშებს და ვერც პლეი ოფში.

პრონგერი ყინულზე გასვლას ტვინის შერყევით გამოწვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებს. მცველმა დაზიანება 24 ოქტომბერს "ტორონტოსთან" მატჩში მიიღო.

იმ შეხვედრაში "ტორონტოს" ფორვარდმა მიხაილ გრაბოვსკიმ შემთხვევით მოარტყა ყვანჯი სახეში პრონგერს და თვალი დაუზიანა მცველს. მაშინ "ფილადელფიას" ლიდერს ტვინის შერყევა არ დაუდგინეს და ექვსი მატჩის გამოტოვების შემდეგ პრონგერი ყინულზე დაბრუნდა.

მაგრამ მალე ვეტერანმა თავის ტკივილი იგრძნო. ჰოკეისტმა
სპეციალური გამოკვლევა ჩაიტარა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ეს სიმპტომი სწორედ ტვინის შერყევით იყო გამოწვეული. საბოლოოდ გადაწყდა, რომ პრონგერი 2011-12 წლების სეზონში აღარ ითამაშებდა.

წლევანდელ სეზონში მცველმა 13 მატჩის ჩატარება მოასწრო და 12 ქულა (1+11) დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული