ამის შესახებ წერს შვედური გამოცემა Expressen. ფორსბერგის სიტყვებით, ჯგუფურ ეტაპზე სლოვაკებთან მარცხი (0:3) დაგეგმილი იყო, რათა შვედებს თავიდან აეცილებინათ მეოთხედფინალში კანადის ნაკრებთან შეხვედრა.
38 წლის ფორსბერგმა სლოვაკებთან მატჩის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებებისას მოყვა, რომელის სახელწოდებაა - "№21 პეტერ ფორსბერგი". ჰოკეისტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველაფერს აკეთებდა ოლიმპიური ტურნირის მოსაგებად. მოთამაშის სიტყვებით, ის, რომ შვედებს სლოვაკეთთან წაგება აწყობდათ, გათამაშების ცუდი სქემის ბრალი
იმ ნაკრების კიდევ ერთმა მოთამაშემ, ფორვარდმა ჰენრიკ სედინმა უარყო მატჩის შეგნებულად დათმობის ფაქტი. "ვანკუვერ კენაქსის" ფორვარდმა განაცხადა, რომ მისთვის გასაკვირია ფორსბერგის ამგვარი უცნაური აღიარება. სედინი ამბობს, რომ სლოვაკეთთან მატჩის წაგების ვარიანტი არ განხილულა არც მოთამაშეებსა და არც მწვრთნელებს შორის.
ამავდროულად, ჰოკეისტმა დაამატა, რომ სლოვაკეთის ნაკრებთან მარცხის გამო დიდად არ განაწყენებულა, რადგან შვედეთს ამ მატჩამდე ჰქონდა გარანტირებული მეოთხედფინალში გასვლა.
ტურინის ოლიმპიურ თამაშებზე შვედეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა ჯგუფურ ეტაპზე სლოვაკეთისა და რუსეთის ნაკრებების შემდეგ. 1/4 ფინალში "ტრე კრუნურმა" მოუგო შვეიცარიას (6:2), ნახევარფინალში - ჩეხეთს (7:3) და ფინალში - ფინეთს (3:2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"