"რეინჯერსმა" ყველას გაუსწრო

AutoSharing Option
ორდღიანი პაუზის შემდეგ განახლდა რეგულარული სეზონი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. მცირე პაუზამ ვერ უშველა ჩემპიონატის ყოფილ ლიდერს "მინესოტას", რომელმაც გუშინ ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო.

"ველურები" შინ იღებდნენ "კოლორადოს", რომელსაც აქამდე ზედიზედ ცხრმა მატჩი ჰქონდა სტუმრად წაგებული. სტუმრები ამჯერადაც დადგნენ მარცხის წინაშე, როცა "მინესოტამ" პირველ ორ პერიოდში ორჯერ მოახერხა წინ გასვლა, მაგრამ "კოლორადომ" ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მესამე პერიოდში კი "ეველანშმა" იძალა და ჰეიდამ და გალიარდიმ გამარჯვება მოუტანეს სტუმრებს.

"კოლორადომ" 22 ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგო გასვლითი შეხვედრა და ძალიან მიუახლოვდა პლეი ოფის
ზონას.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა შეხვედრა "ბაფალოსა" და "ვაშინგტონს" შორის. დედაქალაქურმა კლუბმა ისევ მოუხშირა წაგებებს. გუშინდელი შეხვედრა "კეპიტალზისთვის" კოშმარულად დაიწყო - 51-ე წამზე პომინვილმა გახსნა ანგარიში, მესამე წუთზე კი "ბაფალო" 2:0-ს იგებდა.

მესამე გაშვებული გოლის შემდეგ "ვაშინგტონის" ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მეკარე ნოივირტი ჩეხი ვოკოუნით შეეცვალა, მაგრამ სტუმრებს ვერც ამან უშველა და პირველ პერიოდში "ბაფალომ" ოთხშაიბიან უპირატესობას მიაღწია, რამაც დარჩენილი ორი პერიოდი ფორმალობად აქცია.

"ვაშინგტონმა" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო და კლავაც პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფებდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ გაიმართა ნიუიორკული დერბი და კვლავ გამარჯვებას "რეინჯერსმა" მიაღწია.

ამ მატჩს ორი გმირი ჰყავდა - 23 წლის ფორვარდი კარლ ჰაგელინი, რომელიც მხოლოდ მე-16 შეხვედრას ატარებდა ლიგაში და "რეინჯერსს" დუბლით დაეხმარა და მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტი, ვინც 28 დარტყმა მოიგერია და სეზონში მესამე "შათაუტი" შეასრულა.

ჰაგელინმა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში გაიტანა შაიბები - უგოლო პირველი პერიოდის შემდეგ, ფორვარდმა მეორე 20-წუთეულის მეექვსე წუთზე გახსნა ანგარიში, მესამე პერიოდის მეშვიდე წუთზე კი უპირატესობა განამტკიცა.

შეხვედრას წერტილი მარიან გაბორიკმა დაუსვა, რომელმაც სეზონში 22-ე შაიბა გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლიდერობს ლიგას.

"რეინჯერსმა" ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და სათავეში ჩაუდგა ატლანტიკის დივიზიონსა და აღმოსავლეთის კონფერენციას, "აილენდერსი" კი აღმოსავლეთის 15 გუნდს შორის ყველაზე უარესია.

ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება "სენტ ლუისი", რომელმაც ბოლო ცხრა მატჩში მეშვიდედ მოიგო, ხოლო შინ "დალასის" ძლევით ექვს მატჩამდე აიყვანა საკუთარ მოედანზე მოგებათა სერია. "ბლუზმენებს" სახლში 18-დან 14 გამარჯვება აქვთ.

მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უგებდნენ "დალასს". სტუმრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, როცა სტიუარტის გოლს რიბეირომ უპასუხა და მეორე პერიოდში აღადგინა თანაფარდობა.

მაგრამ იმავე მეორე 20-წუთეულში "სენტ ლუისმა" ორშაიბიანი უპირატესობა მოიპოვა, როცა კრაკნელმა და არნოტმა გაიტანეს და დასასვენებელად გაუშვეს "დალასის" მეკარე ბეკმანი. ეს გოლკიპერი რეიკროფტმა შეცვალა, მაგრამ მესამე პერიოდის სტარტზე მას რუსმა გრაჩოვმა გაუტანა და ანგარიში 4:1 გახდა "ბლუზმენების" სასარგებლოდ.

"დალასმა" გაიბრძოლა და საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე "დალასს" ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული "სენტ ლუისისთვის".

კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ბოსტონ ბრუინზის" მარცხენა ფრთა ბრედ მარშანი დაასახელა. ამ ფორვარდმა ორ მატჩში ექვსი ქულა (4 გოლი+2 პასი) დააგროვა.

მარშანმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა "ფლორიდასთან" მატჩში. ამავე შეხვედრაში მან ორი საგოლე პასიც მიითვალა. გარდა ამისა, ბოსტონელმა გამარჯვების შაიბა შეაგდო "მონრეალის" წინააღმდეგ.

მეორე ვარსკვლავი გახდა "ნიუ იორკ რეინჯერსის" მარჯვენა ფრთა მარიან გაბორიკი, რომელმაც სამი მატჩში ხუთი ქულა (4+1) მიითვალა, მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი "კოლორადოს" მეკარე ჟან-სებასტიან ჟიგერს ერგო, ვინც საშუალოდ 1.6 შაიბა გაუშვა, მეტოქეთა დარტყმების 95.1 პროცენტი მოიგერია და თავის გუნდს სამიდან სამი მატჩში მოაგებინა.

მინესოტა-კოლორადო 2:4
1:0, 1:2, 0:2
გოლები: 1:0 ბუშარი-7 (ჰიტლი-14, ბროძიაკი-8), 1:1 რ. ო'რაილი-9 (დუშენი-12), 2:1 კლატერბეკი-10 (მ. კოივუ-21, ჰიტლი-15), 2:2 ლანდესკოგი-7 (ვან დერ გულიკი-2, გალიარდი-3), 2:3 ჰეიდა-4 (რ. ო'რაილი-17, ვან დერ გულიკი-3). 2:4 გალიარდი-6 (ჰეიდა-8).

კაროლინა-ნიუ ჯერსი 4:2
1:0, 2:0, 1:2
გოლები: 1:0 ბ. სატერი-7 (გლისონი-9), 2:0 ტ. რუუტუ-13 (პონიკაროვსკი-6, ბრენტი-6), 3:0 ე. სტიუარტი-5 (ნოდლი-2, ბრენტი-7), 3:1 კლარკსონი-12 (ვოლჩენკოვი-3, ფოსტერი-5), 3:2 ენრიკე-10 (კლარკსონი-4, ვოლჩენკოვი-4), 4:2 უორდი-1.

რეინჯერსი-აილენდერსი 3:0
0:0, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 ჰაგელინი-5 (კელეჰანი-12, დელ ზოტო-16), 2:0 ჰაგელინი-6 (დელ ზოტო-17, კელეჰანი-13), 3:0 გაბორიკი-22 (სტრალმანი-5).

ბაფალო-ვაშინგტონი 4:2
4:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 პომინვილი-12 (სტეფორდი-12, ლეოპოლდი-6), 2:0 ელისი-2, 3:0 ერჰოფი-3 (ჰეხტი-1, ვანეკი-20), 4:0 მაკნაბი-1 (ბოიესი-7, როი-15), 4:1 ჰენდრიქსი-1 (მ. პერო-4), 4:2 ოვეჩკინი-12 (ბესტრიომი-23, ვიდემანი-18).

სტ. ლუისი-დალასი 5:3
1:0, 2:1, 2:2
გოლები: 1:0 კ. სტიუარტი-6 (ბეკსი-12, კოლაიაკოვო-10), 1:1 რიბეირო-6 (გოლიგოსკი-5, ოტი-12), 2:1 კრაკნელი-1 (ნიკოლი-2), 3:1 არნოტი-8 (ბერგლუნდი-7, შატენკირკი-13), 4:1 გრაჩოვი-1 (პერონი-7, ბერგლუნდი-8), 4:2 ნისტრიომი-12 (დვორაკი-13, ფიდლერი-10), 4:3 რაიდერი-14 (ბენი-23), 5:3 კ. სტიუარტი-7 (პერონი-8, ბეკსი-13).

ნეშვილი-დეტროიტი 1:4
0:1, 0:2, 1:1
გოლები: 0:1 ფილპულა-11 (ზეტერბერგი-16), 0:2 დაციუკი-11 (ბერტუცი-11, ფრანცენი-17), 0:3 ქლირი-9 (დ. მილერი-5), 0:4 ფილპულა-12 (აბდელკადერი-6, ემერტონი-3), 4:1 ბლუმი-3 (ტუტუ-10).

ჩიკაგო-კოლამბუსი 4:1
0:0, 3:0, 1:1
გოლები: 1:0 შარპი-19 (მარიან ჰოსა-24, ო'დონელი-5), 2:0 სტალბერგი-8 (სიბრუკი-11), 3:0 სტალბერგი-9 (ბოლანდი-6, კეიტი-20), 3:1 ვიშნიევსკი-2 (მაკენზი-5, ლეტესტუ-3), 4:1 მარიან ჰოსა-16 (ბოლანდი-7, ბრუნეტი-7).

ლოს ანჯელესი-ფინიქსი 4:3
2:1, 0:1, 2:1
გოლები: 1:0 სკუდერი-1 (დაუტი-12, კოპიტარი-23), 1:1 ტორესი-5, 2:1 რიჩარდსონი-2 (ვოინოვი-4, კოპიტარი-24), 2:2 ტორესი-6 (ო'სალივანი-2, შლემკო-9), 3:2 უ. მიტჩელი-2 (პენერი-6, ჯასტინ უილიამსი-16), 4:2 დ. ბრაუნი-9 (ჯ. ჯონსონი-8), 4:3 ლენგკოუ-5 (ბოდკერი-7, ეკმან-ლარსონი-8).

ვანკუვერი-ედმონტონი 5:3
3:0, 1:2, 1:1
გოლები: 1:0 ებეტი-2 (ჰიგინსი-13, ბიეკსა-15), 2:0 დ. სედინი-14 (ჰ. სედინი-32, ბალარდი-4), 3:0 ებეტი-3 (ჰანსენი-10, ჰოჯსონი-12), 3:1 ებერლე-16 (პოტერი-8, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-22), 4:1 ბაროუზი-14 (კესლერი-17), 4:2 რ. სმიტი-14 (რ. ჯონსი-7, სემ განიე-11), 5:2 კესლერი-9 (ბაროუზი-9, ედლერი-19), 5:3 პოტერი-3 (ებერლე-22).

სან ხოსე-ანაჰაიმი 2:3
1:1, 1:2, 0:0
გოლები: 0:1 სბისა-1 (პაროსი-2, ბონინო-1), 1:1 პაველსკი-15 (ჯ. ტორნტონი-23, დემერსი-6), 1:2 რაიანი-11, 2:2 მაკგინი-8 (ჯ. ბრაუნი-3, კ. უაიტი-2), 2:3 კოლიანო-7 (ბელესკი-5, ე. გორდონი-2).

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. რეინჯერსი* 34 22 8 4 48
2. ბოსტონი* 33 23 9 1 47
3. ფლორიდა* 36 18 11 7 43
4. ფილადელფია 34 21 9 4 46
5. პიტსბურგი 35 20 11 4 44
6. ტორონტო 35 18 13 4 40
7. ნიუ ჯერსი 35 19 15 1 39
8. ოტავა 36 17 14 5 39
9. ბაფალო 35 17 15 3 37
10. ვინიპეგი 35 16 14 5 37
11. ვაშინგტონი 34 17 15 2 36
12. მონრეალი 36 13 16 7 33
13. ტამპა ბეი 34 14 17 3 31
15. კაროლინა 37 12 19 6 30
14. აილენდერსი 34 11 17 6 28

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ჩიკაგო* 36 23 9 4 50
2. ვანკუვერი* 36 22 12 2 46
3. სან ხოსე* 33 19 11 3 41
4. სტ. ლუისი 35 21 10 4 46
5. დეტროიტი 35 22 12 1 45
6. მინესოტა 37 20 12 5 45
7. დალასი 35 20 14 1 41
8. ნეშვილი 36 18 14 4 40
9. ფინიქსი 36 18 15 3 39
10. ლოს ანჯელესი 36 17 14 5 39
11. კოლორადო 37 19 17 1 39
12. კალგარი 36 17 15 4 38
13. ედმონტონი 35 15 17 3 33
14. ანაჰაიმი 35 10 19 6 26
15. კოლამბუსი 35 9 22 4 22

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები
გოლი+პასი
კლოდ ჟირუ (ფილ) 43 (17+26)
ფილ კესელი (ტორ) 41 (20+21)
ჰენრიკ სედინი (ვან) 41 (9+32)
მარიან ჰოსა (ჩიკ) 40 (16+24)
ევგენი მალკინი (პიტ) 40 (15+25)
დანიელ სედინი (ვან) 40 (14+26)
ჯოფრი ლუპული (ტორ) 38 (16+22)
ჯორდან ებერლე (ედმ) 38 (16+22)
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 38 (12+26)

გოლები
მარიან გაბორიკი (რეინ) 22
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 20
ფილ კესელი (ტორ) 20
ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 20
ჯეიმს ნილი (პიტ) 20
მილან მიხალეკი (ოტა) 19
პატრიკ შარპი (ჩიკ) 19
კლოდ ჟირუ (ფილ) 17
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 17

პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 32
ერიკ კარლსონი (ოტა) 29
დანიელ სედინი (ვან) 26
კლოდ ჟირუ (ფილ) 26
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 26
პაველ დაციუკი (დეტ) 25
პატრიკ კეინი (ჩიკ) 25
ჯეისონ სპეცა (ოტა) 25
ევგენი მალკინი (პიტ) 25

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული