"პიტსბურგის" რეკორდი

AutoSharing Option
შვიდი მატჩით გაგრძელდა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. აღმოსავლეთის ერთ-ერთი ლიდერი "პიტსბურგი" საკუთარ მოედანზე ხვდებოდა "კაროლინას".

"პინგვინებმა" ამ მატჩში სეზონის რეკორდი დაამყარეს - 52-ჯერ ზუსტად დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით. შესაბამისად, სტუმართა კარის დარაჯს ჯასტინ პიტერსს დიდი სამუშაო ჰქონდა და საბოლოოდ, 48 დარტყმა მოიგერია.

ასეთი კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად, "პიტსბურგი" საკმაო ხანი მდევრის როლში იყო. პირველ პერიოდში "კაროლინა" ბრენტმა დააწინაურა და მხოლოდ მეორე პერიოდის მერვე წუთზე შეძლეს მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება - თავი გამოიჩინა "პინგვინზის" საუკეთესო სნაიპერმა ჯეიმს ნილმა, რომელმაც სეზონში 21-ე შაიბა
გაიტანა.

მასპინძლებმა საბოლოოდ მესამე პერიოდის დასაწყისში გატეხეს მეტოქის წინააღმდეგობა - საწყის რვა წუთში პიტერსის კარში სამი შაიბა შევარდა და ანგარიში 4:1 გახდა. "პიტსბურგმა" ოთხ მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია და ორი ქულამდე მიუახლოვდა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "რეინჯერსს".

პლეი ოფის ზონაში მყოფი გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს ფლორიდაში. ადგილობრივი "პანტერზი" "ტორონტოს" მასპინძლობდა. "ფლორიდა" საკუთარი დივიზიონის ლიდერია და ამ პოზიციის გამყარებას ლამობს. ამ მხრივ, მან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

"პანტერები" მუდმივად წინ იყვნენ. პირველი პერიოდი გუდბრანსონის გოლით მოიგეს. მართალია, მეორე პერიოდში "ტორნოტომ" გრაბოვსკის გოლით აღადგინა თანაფარდობა, მაგრამ იქვე მასპინძლებმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს მეტოქეს, როცა ოთხი წუთის ინტერვალით სამი შაიბა გაიტანეს კანადელთა კარში და ანგარიში 4:1 გახდა.

ამის შემდეგ "ტორონტომ" მეკარე შეცვალა და მისი საქმეები გამოსწორდა. ფანოფმა და გრაბოვსკიმ მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ გრაბოვსკის შაიბას ორ წუთში ფლიშმანის გოლი მოჰყვა და 5:3-ზე პრაქტიკულად მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

მოულოდნელად ძალიან იოლად დამარცხდა სტუმრად "ტამპა ბეის" წინააღმდეგ აღმოსავლეთის ერთ-ერთი ლიდერი "ფილადელფია". "მფრინავებმა" მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს ღირსეული წინააღმდეგობა მეტოქეს, როცა ჟერვეს გოლს ჰარტნელის შაიბით უპასუხეს და საწყისი 20 წუთი ფრედ დასრულდა. არადა, ამ პერიოდში "ფილადელფიამ" 17 ზუსტი დარტყმა შეასრულა, "ტამპამ" მხოლოდ - ოთხი.

სამაგიეროდ, სტუმრებმა მეორე პერიოდი ჩააგდეს - 10 წუთის განმავლობაში ერთი დარტყმაც ვერ შეასრულეს და ამით კარგად ისარგებლა "ტამპა ბეიმ". მასპინძლებმა ამ 20 წუთში სამი შაიბა გაიტანეს, მათ შორის ორი სტივენ სტემკოსის ანგარიშზეა, რომელსაც 22 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა სეზონის საუკეთესო სნაიპერს მარიან გაბორიკს.

მესამე პერიოდში მხოლოდ ერთი შაიბა გავიდა და ისიც "ტამპას" ანგარიშზეა. მასპინძლებმა მხოლოდ 16-ჯერ დაურტყეს მეტოქეს და მაინც მოახერხეს 5:1 გამარჯვება. თუმცა ეს გუნდი მე-13 ადგილზეა აღმოსავლეთში და ჯერ ბევრი აშორებს პლეი ოფის ზონას. "ფილადელფიამ" კი კონფერენციაში ლიდერობის დაბრუნების შანსი გაუშვა ხელიდან.

სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა "დეტროიტისა" და "სენტ ლუისის" შეხვედრას. "ბლუზმენები" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდნენ გუშინდელ მეტოქეს და დასავლეთში მეოთხე ადგილის შენარჩუნებას ლამობდნენ.

სტუმრებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. დ'აგოსტინიმ პირველ პერიოდში გახსნა ანგარიში, ხოლო მეორეში სტინმა განამტკიცა "სენტ ლუისის" უპირატესობა. თითქოს მეორე 20-წუთეული 2:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო წუთზე ლეგენდარულმა ლიდსტრიომმა ერთი საპასუხო შაიბა გაიტანა და მესამე პერიოდი "ბლუზმენთა" მინიმალური უპირატესობით დაიწყო.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე პერიოდის შუა ნაწილი, როცა დაციუკმა და კრონვალმა 56 წამით ინტერვალით ორი გოლი შეაგდეს "სენტ ლუისის" კარში. ანგარიში 3:2 გახდა "რედ უინგზის" სასარგებლოდ. დარჩენილ დროში ბრწყინვალედ თამაშობდა "დეტროიტის" მეკარე ჯიმი ჰოვარდი, რომელმაც ჯამში 29 დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს ზედიზედ მე-11 საშინაო შეხვედრა მოაგებინა.

პიტსბურგი-კაროლინა 4:2
0:1, 1:0, 3:1
გოლები: 0:1 ბრენტი-4 (გლისონი-10), 1:1 ჯ. ნილი-21 (კუნიტცი-13, მალკინი-26), 2:1 სალივანი-7 (მალკინი-27, ჯ. ნილი-15), 3:1 დუპუი-11 (ტაილერ კენედი-12, ზ. მიხალეკი-4), 4:1 ჯ. სტაალი-14 (ტაილერ კენედი-13), 4:2 ტ. რუუტუ-14 (ი. იოკინენი-18, პონიკაროვსკი-7).

კოლამბუსი-კალგარი 1:2 (ბ)
0:0, 1:0, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 ბრასარი-4 (ლეტესტუ-4, რ. იოჰანსენი-6), 1:1 იგინლა-14 (ო. იოკინენი-19, დ. სმიტი-8).
ბულიტები გაიტანეს: იგინლა (კალგარი).

დეტროიტი-სტ. ლუისი 3:2
0:1, 1:1, 2:0
გოლები: 0:1 დ'აგოსტინი-8 (შატენკირკი-14, არნოტი-11), 0:2 ა. სტინი-13 (არნოტი-12, შატენკირკი-15), 1:2 ლიდსტრიომი-8 (დაციუკი-26, ი. უაიტი-13), 2:2 დაციუკი-12 (ი. უაიტი-14, ბერტუცი-12), 3:2 კრონვალი-8 (ფილპულა-17, ზეტერბერგი-17).

ფლორიდა-ტორონტო 5:3
1:0, 3:2, :1
გოლები: 1:0 გუდბრანსონი-2 (ტიმ კენედი-1), 1:1 გრაბოვსკი-9 (ფრენსონი-6, კულემინი-11), 2:1 ბ. ტომასი-1 (დადონოვი-1, მარკ კულენი-1), 3:1 გარისონი-11 (ბ. კემპბელი-25, რეპიკი-1), 4:1 ვერსტიგი-17 (ბ. კემპბელი-26, კოპეცკი-10), 4:2 ფანოფი-5 (კესელი-22, ლუპული-23), 4:3 გრაბოვსკი-10 (მაკარტური-7, ფრენსონი-7), 5:3 ფლიშმანი-13 (ბრედლი-3, ბ. კემპბელი-27).

ტამპა ბეი-ფილადელფია 5:1
1:1, 3:0, 1:0
გოლები: 1:0 ჟერვე-3 (ა. ჰოლი-2), 1:1 ჰარტნელი-17 (კ. ჟირუ-27, იაგრი-19), 2:1 სტემკოსი-21 (ბ. კლარკი-5, რ. მელოუნი-10), 3:1 დაუნი-5 (პურსელი-13, კუბინა-5), 4:1 სტემკოსი-22 (დაუნი-6, სან ლუი-15), 5:1 ლეკავალიე-12 (სან ლუი-16).

ოტავა-მონრეალი 2:6
1:3, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 ზ. სმიტი-10 (გონჩარი-18, გრინინგი-10), 1:1 ელერი-4 (დარში-2, დიასი-7), 1:2 პლეკანეცი-8 (დარში-3, დიასი-8), 1:3 კამალერი-7 (ლებლანი-3, დიასი-9), 1:4 ლებლანი-2 (კამალერი-13, გილი-5), 1:5 სუბანი-3 (ე. კოული-11), 2:5 სპეცა-13 (მ. მიხალეკი-7, ალფრედსონი-16), 2:6 ე. კოული-14 (პლეკანეცი-21, სუბანი-13).

კოლორადო-ვინიპეგი 1:4
0:1, 0:2, 1:1
გოლები: 0:1 ე. კეინი-16 (ველერი-21, ბურმისტროვი-9), 0:2 სტეპლტონი-5 (ლედი-6, ენსტრიომი-8), 0:3 ე. კეინი-17 (ტორნბურნი-3, სტეპლტონი-6), 0:4 სლეიტერი-7 (გლასი-8), 1:4 პორტერი-2 (ვან დერ გულიკი-4, მაკლეოდი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული