ჰოკეისტები "ვაშინგტონისა" და "კოლამბუსის" მატჩის მეორე პერიოდში ორმხრივი უხეშობის გამო ორი წუთით გააძევეს მოედნიდან. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ოვეჩკინმა მეტოქეს ჩაარტყა, დორტსემა კი ყვანჯით უპასუხა რუს ვარსკვლავს. სასჯელის მოსახდელად მიმავალმა ჰოკეისტებმა მოედნის მიღმა გააგრძელეს ურთიერთობის გარკვევა.
"აქამდე ბევრისთვის არ მითქვამს, მაგრამ მან მე სახეში შემაფურთხა, - განუცხადა ერთ-ერთ
განსაკუთრებით, თუ ლაპარაკია ჰოკეისტზე, რომელიც საუკეთესოდ მიიჩნევა ლიგაში. ეს დაუშვებელია. ის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის... არ ვიცი, უნდოდა თუ არა მას ამის გაკეთება, მაგრამ მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მან ეს გააკეთა. საშინელება იყო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"