"პიტსბურგი" დიდი ლაზარეთია

AutoSharing Option
ტრავმების გამო "პიტსბურგ პინგვინზი" თანდათან უძლურდება. როგორც ცნობილია, გუნდს ისევ აკლია თავისი ლიდერი და კაპიტანი სიდნი კროსბი, ახლა კი "პინგვინები" ორი წამყვანი ფორვარდის გარეშე დარჩნენ.

დაახლოებით 4-6 კვირით გამოვიდა მწყობრიდან ჯორდან სტაალი, რომელმაც მუხლი დაიზიანა. გარდა ამისა, ტერფის მოტეხილობის გამო "პიტსბურგმა" გაურკვეველი ვადით დაკარგა თავისი საუკეთესო სნაიპერი ჯეიმს ნილი. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 36 ქულაა (21+15), სტაალის მონაგარი კი 21 ქულას (15+6) შეადგენს.

* * *
ჯერჯერობით ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას "ფილადელფიას" ჩეხი ვეტერანი იარომირ იაგრი, რომელიც სამი იანვრის შემდეგ
ვერ ახერხებს თამაშს. ლეგენდარულმა თავდამსხმელმა "რეინჯერსთან" "ზამთრის კლასიკის" დროს მიიღო ფეხის ტრავმა.

ექიმების თავდაპირველი ვარაუდით, იაგრი უკვე უნდა შეერთებოდა თავის გუნდს, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ფორვარდის დაბრუნება ერთი-ორი კვირით გადაიდო. წელს იარომირმა 33 მატჩში 31 ქულა (12+19) დააგროვა.

* * *
წამყვანი მცველის გარეშე დარჩა "ვანკუვერი". "ბოსტონთან" მიღებული ტვინის შერყევის გამო შეწყვიტა რეგულარულ ჩემპიონატში გამოსვლა სამი სალომ. შვედი ლეგიონერი ბრედ მარშანთან შეჯახებისას დაზიანდა, თუმცა ეს უკანასკნელი დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

სალომ ჩემპიონატში 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 16 ქულით (6+10) დაეხმარა თავის გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული