ახლი ვარიანტის მიხედვით, "ნიუ ჯერსი" რუს სუპერვარსკვლავს 15 წელიწადში 100 მილიონ დოლარს გადაუხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფორვარდი კლუბში 42 წლამდე ითამაშებს, ხოლო მისი საშუალო ყოველწლიური ხელფასი 6,66 მილიონ დოლარს შეადგენს. თანხის ძირითად ნაწილს – 90 მილიონს – კოვალჩუკი "დევილზში" გამოსვლის საწყის 10 სეზონში მიიღებს.
კონტრაქტის თავდაპირველი ვარიანტი 17-წლიანი იყო და 102 მილიონი დოლარის ღირებულების გახლდათ. ჰოდა, NHL-მა ეს ხელშეკრულება დაბლოკა, აქაოდა, კონტრაქტი ხელფასების
ლიგის ხელმძღვანელობის აზრით, "ნიუ ჯერსი" ამ ხერხით ჰოკეისტის საშუალო ხელფასის შემცირებას ისე, საგადასახადო უწყისისთვის ცდილობდა, ანუ ილიას ფულს კი გადაუხდიდა, მაგრამ დაბერებულ და უკვე დაბალანაზღაურებად ჰოკეისტს კონტრაქტის ბოლო წლებში სათადარიგოთა სკამზე დასვამდა და საერთოდ არ ათამაშებდა.
ახალი კონტრაქტის პირობით კი, ბოლო ხუთ წელიწადში კოვალჩუკის ყოველწლიური ხელფასი 2 მილიონი დოლარის ტოლი იქნებოდა, თანაც დასკვნით ორ სეზონში რუსი ვარსკვლავი 7 მილიონს მიიღებს.
კოვალჩუკის კონტრაქტის განხილვის შედეგად, NHL და ჰოკეისტთა პროფესიული კავშირი შეთანხმდნენ, ცვლილებები შეეტანათ კოლექტიურ ხელშეკრულებაში, რომელიც გრძელვადიანი (ხუთი წელი და მეტი) კონტრაქტების გაფორმების წესებს ეხება. ამ ცვლილებებით კლუბებს ხელი შეეშლებათ, ასაკოვანი ჰოკეისტებისთვის შემოსავლების შემცირების გზით სახელფასო ზღვარის შესახებ არსებულ წესს გვერდი აუარონ.