"პინგვინები" არ აგებენ

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გრძელდება "პიტსბურგ პინგვინზის" ბრწყინვალე სვლა. "პინგვინებმა" დღეს დილით შინ დაამარაცხეს "ტორონტო" და ზედიზედ მეშვიდე მოგება იზეიმეს.

"კაროლინასთან" საშინაო შეხვედრაში უგოლო პირველი პერიოდის შემდეგ, "პიტსბურგისთვის" მეორე პერიოდის დასაწყისი ცუდად განვითარდა - კესელმა და გუნარსონმა ორშაიბიანი უპირატესობა მოუტანეს სტუმრებს.

ამჯერად ჩრდილში მოექცა რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარიდირი ევგენი მალკინი, რომელმაც უქულოდ დატოვა მოედანი. მაგრამ, მასპინძელთა რიგებში აღმოჩდნენ ჰოკეისტები, რომლებმაც შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა. პირველი რიგში, ეს იყო დუპუი, რომელმაც ორი გოლი და საგოლე პასი მიითვალა. კიდევ ერთი გოლი ჯორდან სტაალმა
გაიტანა, რომელიც ზედიზედ მეექვსე მატჩია ქულის გარეშე არ ტოვებს მოედანს.

"პიტსბურგი" მყარად იკავებს აღმოსავლეთის მეოთხე პოზიციას და თანდათან უახლოვდება დივიზიონის ლიდერ "ნიუ იორკ რეინჯერსს". ახლა, "პინგვინები" ექვსი ქულით ჩამორჩებიან რეინჯერებს.

ბაფალო-კაროლინა 3:2
0:1, 2:1, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 შპაჩეკი-4 (მაკბეინი-17, ი. იოკინენი-25), 1:1 მიერსი-7 (კალეტა-5, ლეოპოლდი-11), 2:1 ვანეკი-23 (ერჰოფი-23, პომინვილი-37), 2:2 ლაროუზი-13 (სკინერი-20), 3:2 პომინვილი-24 (ერჰოფი-24, ვანეკი-26).

პიტსბურგი-ტორონტო 3:2
0:0, 1:2, 2:0
გოლები: 0:1 კესელი-34 (გარდინერი-17, ბოჟაკი-24), 0:2 გუნარსონი-4 (გრაბოვსკი-26, მაკარტური-18), 1:2 დუპუი-16 (ნისკანენი-16, ჯ. სტაალი-14), 2:2 ჯ. სტაალი-22 (ორპიკი-13, დუპუი-23), 3:2 დუპუი-17 (სალივანი-25, ლავჯოი-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული