"ბლუზმენები" გალიდერდნენ

AutoSharing Option
დიდი სათამაშო დღე გაიმართა გუშინ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. მეკარეებს შორის ამ დღეს ყველაზე მეტად ფინელ კარი ლეჰტონენს გაუჭირდა. "სან ხოსესთან" მატჩში "დალასის" მეკარეს 48-ჯერ დაურტყეს და სამი გაშვებული შაიბის მიუხედავად, ის დღის მესამე ვარსკვლავად აღიარეს.

ლეჰტონენს მხარი აუბა ახალგაზრდა ჩეხმა ვინკურმა, რომელმაც ანგარიში საფინალო სირენამდე წუთითა და 15 წამით ადრე გაათანაბრა, შემდეგ კი ბულიტების სერიაში ერთადერთმა შეძლო გოლის გატანა. თავად ლეჰტონენმა ყველა ბულიტის მოგერიება მოახერხა.

"დალასისთვის" და "სან ხოსესთვის" ეს დღე წარმატებული იყო იმ მხრივ, რომ დივიზიონში მათმა ყველა კონკურენტმა
წააგო. "ლოს ანჯელესი" დამარცხდა "კოლამბუსთან" 1:3 და დროებით დაკარგა საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრის შანსი. "ბლუ ჯეკეტსმა" არა მხოლოდ მოიგო ზედიზედ მეოთხე შეხვედრა, არამედ "მეფეები" მათივე ყოფილი მცველის ჯეკ ჯონსონის გოლით დაამარცხეს. როგორც ჩანს, სეზონის ბოლოს "კოლამბუსი" მზად არის გუნდებს პლეი ოფის ზონაში შესვლაში შეუშალოს ხელი.

ყველაზე დასანანი მარცხი "ფინიქსმა" იწვნია, რომელიც მოშლილ "მინესოტას" იღებდა შინ და ორი პერიოდის შემდეგ 0:2-ს აგებდა. "კოიოტებმა" შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და საქმის ბულიტების სერიამდე მიყვანა, მაგრამ დენი ჰიტლიმ მეხუთე რაუნდში ზუსტი დარტყმით მნიშვნელოვანი ქულა წაართვა არიზონელებს. ამ დივიზიონში უდიდესი ბრძოლაა. ლიდერი "დალასი" სამი ქულით უსწრებს "ფინიქსს", "სან ხოსეს" ოთხი ქულით და "ლოს ანჯელესს" - ხუთი ქულით.

ამასობაში, "სენტ ლუისი" აგრძელებს თავის მოგებათა სერიას და მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი გახდა. "ბლუზმენები"
საკუთარ ყინულზე გაუსწორდნენ "ანაჰაიმს" - 3:1. ახლა მათ ანგარიშზე 93 ქულაა. "იხვები" თანდათან შორდებიან მერვე ადგილს და პერის გოლებიც არ შველით სასწაულის მოსახდენად. გუშინდელი ყველა შედეგის გათვალისწინებით, მერვე ადგილზე გადასვლა შეეძლო "კოლორადოს", მაგრამ დენვერელებმა პროგნოზისამებრ წააგეს "ნეშვილთან" - 2:4.

აღმოსავლეთშიც მიმდინარეობს დაძაბული ბრძოლა იმ გუნდებს შორის, რომლებსაც პლეი ოფის ზონაში უნდათ მოხვედრა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო "ვაშინგტონსა" და "ტამპა ბეის" შორის, რომლის ბედიც ოვერტაიმში გადაწყდა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, უნდა აღვნიშნოთ "ტამპას" 22 წლის მეკარის დასტინ ტოკარსკის პირველი მატჩი სეზონში. 60 წუთის განმავლობაში მან 26 დარტყმა მოიგერია, მაგრამ ოვერტაიმში ტოკარსკი ვერ გაუმკლავდა ოვეჩკინის დარტყმას, რამაც დედაქალაქელებს უმნიშვნელოვანესი ორი ქულა მოუტანა. ერთი ქულა ჩაიწერა აქტივში "ლაითნინგის" ფორვარდმა სტივენ სტემკოსმა, რომელიც ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადავიდა.

ყველა კონკურენტისთვის საბედნიეროდ, "ბაფალომ" თავის ძირითად მეკარეს რაიან მილერს დასვენების საშუალება მისცა და მაშინვე წააგო "ბოსტონთან" - 1:3, რითაც გაირთულა პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა. "დათვები" კი ოდნავ მიუახლოვდნენ კონფერენციის ლიდერს, რადგან "რეინჯერსმა" სტუმრად წააგო "ოტავასთან" - 1:4. "სენატორების" რიგებში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა მეკარე ბენ ბიშოპმა, რომელიც მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა. აღსანიშნავია, რომ "ოტავა", რომელიც მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება, მეცხრე ადგილს მთელი რვა ქულით დაშორდა. მას კიდევ უფრო ზემოთ შეეძლო ასვლა, მაგრამ კონკურენტებმა ნიუ ჯერსიდან და ფილადელფიადან დამაჯერებლად მოიგეს თავიანთი მატჩები.

"ეშმაკები" მშვიდად გაუსწორდნენ "აილენდერსს", მათმა ფორვარდმა ილია კოვალჩუკმა კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა და თავისი გოლების ანგარიში 29-მდე აიყვანა. რაც შეეხება "ფილადელფიას", მან 5:0 გაანადგურა "ფლორიდა". "ფლაიერზის" რიგებში ორი ქულა დააგროვა კლოდ ჟირუმ, რომელიც ისევ იბრძვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის. გარდა ამისა, ბოლო სამ მატჩში მეორე "შათაუტი" შეასრულა რუსმა მეკარემ ილია ბრიზგალოვმა. "პიტსბურგი" და "ფილადელფია" სერიოზულ ზეწოლას ახორციელებენ "რეინჯერებზე".

დღის ბოლო მატჩისთვის "ვაშინგტონმა" მადლობა უნდა გადაუხადოს "ვანკუვერს", რომელმაც დაამარცხა "ვინიპეგი" (3:2) და შეუნარჩუნა მერვე ადგილი "კეპიტალზს". "კენაქსში" კრიზისი ვერ გადალახეს ძმებმა სედინებმა - ჰენრიკი ზედიზედ შვიდი მატჩია ვერ აგროვებს ქულებს, დანიელს კი ასევე შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

კოლამბუსი-ლოს ანჯელესი 3:1
2:1, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 ლეტესტუ-6 (ვიშნიევსკი-19, პროსპალი-32), 1:1 კოპიტარი-20 (დ. ბრაუნი-22), 2:1 ჯ. ჯონსონი-10 (ბრასარი-20, უმბერგერი-17), 3:1 ლეტესტუ-7 (მაიოროვი-1, პროსპალი-33).

ვაშინგტონი-ტამპა ბეი 3:2 (ო)
1:0, 0:2, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 კ. ოკუანი-2 (ელზნერი-13, ჰალპერნი-11), 1:1 მელოუნი-12 (სტემკოსი-34, პურსელი-35), 1:2 პურსელი-20 (სან ლუი-40, ბ. კლარკი-11), 2:2 მ. იოჰანსონი-13 (უაიდემანი-31), 3:2 ოვეჩკინი-27 (ორლოვი-12, ჩიმერა-16).

ფილადელფია-ფლორიდა 5:0
1:0, 2:0, 2:0
გოლები: 1:0 ბ. შენი-9 (კ. ჟირუ-54, მ. კარლი-29), 2:0 რიდი-19 (სიმონდსი-19, ბრიერი-22), 3:0 ჰარტნელი-32, 4:0 იაგრი-18 (ბრიერი-23, კ. ჟირუ-55), 5:0 უელვუდი-3 (გუსტაფსონი-3).

ნიუ ჯერსი-აილენდერსი 5:1
1:0, 1:1, 3:0
გოლები: 1:0 კოვალჩუკი-27 (პარიზე-31, ენრიკე-29), 2:0 კოვალჩუკი-28 (ჟიდლიცკი-15, ელიაში-42), 2:1 ენდრიუ მაკდონალდი-4 (ბეილი-9, ულსტრიომი-4), 3:1 ელიაში-23 (რ. კარტერი-3, ლარსონი-15), 4:1 კოვალჩუკი-29 (პარიზე-32, ენრიკე-30), 5:1 კლარკსონი-27 (ჟიდლიცკი-16, ჯოზეფსონი-5).

ბოსტონი-ბაფალო 3:1
0:1, 1:0, 2:0
გოლები: 0:1 პომინვილი-25 (ვანეკი-27), 1:1 გ. კემპბელი-7 (შ. ტორნტონი-8), 2:1 ბოიჩუკი-4 (კარონი-5), 3:1 კრეისი-18 (ლუჩიჩი-28, სეგუინი-31).

ოტავა-რეინჯერსი 4:1
2:1, 0:0, 2:0
გოლები: 0:1 კელეჰანი-26 (ბ. რიჩარდსი-28, სტრალმანი-13), 1:1 ზ. სმიტი-14 (კონდრა-15), 2:1 ფოლინო-14 (ო'ბრაიენი-2), 3:1 ტარისი-8 (ალფრედსონი-27, კინკჰამერი-1), 4:1 სპეცა-29 (მ. მიხალეკი-19, კუბა-21).

სტ ლუისი-ანაჰაიმი 3:1
0:0, 1:1, 2:0
გოლები: 0:1 პერი-34 (ბელესკი-10, გეტცლაფი-37), 1:1 ბეკსი-20 (პერონი-19, პიეტრანჯელო-31), 2:1 ბერგლუნდი-14 (ენდი მაკდონალდი-6, ი. კოული-5), 3:1 ბეკსი-21 (შატენკირკი-27, პერონი-20).

ნეშვილი-კოლორადო 4:2
2:1, 1:0, 1:1
გოლები: 0:1 მაკგინი-16 (დ. ჯონსი-15, პ. შჩასტნი-27), 1:1 ფიშერი-20 (შ. უებერი-27, რ. სუტერი-34), 2:1 იიპი-2 (იოსი-11, 7 ბურკი-7), 3:1 ს. კოსტიცინი-17 (ჰალიშჩუკი-11), 3:2 პ. შჩასტნი-17 (მიულერი-6, მაკგინი-14), 4:2 ერატი-16 (გოსტადი-12).

დალასი-სან ხოსე 4:3 (ბ)
0:0, 1:1, 2:2, 0:0
გოლები: 1:0 რაიდერი-29 (დოუელი-5, დელეი-20), 1:1 ტ. მიტჩელი-7 (ჯ. ტორნტონი-46, ვლასიჩი-16), 1:2 მარლო-27 (ჯ. ტორნტონი-47), 2:2 ბენი-20 (ბარიში-11, რობიდასი-16), 2:3 პაველსკი-24 (დ. ბოილი-32, ჯ. ტორნტონი-48), 3:3 ვინკური-4 (რობიდასი-17, ბენი-34).
ბულიტები გაიტანეს: ვინკური (დალასი).

ფინიქსი-მინესოტა 2:3 (ბ)
0:2, 0:0, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 ბროძიაკი-17 (პოუ-7), 0:2 კამპფერი-1 (კულენი-20, სეტოგუჩი-13), 1:2 ტორესი-11 (სტოუნი-1), 2:2 კორპიკოსკი-15 (ვერმეტი-20, ა. ოკუანი-7).
ბულიტები გაიტანეს: რეი უიტნი (ფინიქსი), კრისტენსენი (მინესოტა), დოუნი (ფინიქსი), სეტოგუჩი (მინესოტა), ჰიტლი (მინესოტა).

ედმონტონი-მონრეალი 3:5
1:!, 1:1, 1:3
გოლები: 1:0 ჰორკოფი-13 (პოტერი-16, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-25), 1:1 სუბანი-6 (დეშარნე-38, პასიორეტი-24), 1:2 პასიორეტი-29 (გომესი-9, სუბანი-23), 2:2 უმარკი-1, 2:3 კაბერლე-3 (რ. ბურკი-6, პლეკანეცი-31), 2:4 ელერი-15 (რ. უაიტი-2), 3:4 ტ. ჰოლი-24 (შულცი-5, რაიან უიტნი-12), 3:5 პასიორეტი-30 (სუბანი-24).

ვანკუვერი-ვინიპეგი 3:2
0:0, 1:1, 2:1
გოლები: 1:0 კესლერი-20, 1:1 უელვუდი-15 (ე. კეინი-21), 1:2 უელერი-16 (ლედი-18), 2:2 ედლერი-10 (სალო-14, ჰიგინსი-22), 3:2 პალსონი-3 (ბიეკსა-31, ჰანსენი-18).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული