ვის ერგება კანადა?

AutoSharing Option
"ედმონტო ოილერზის" მთავარი მწვრთნელი ტომ რენი მთავარი კანდიდატია მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე კანადის ნაკრების დამრიგებლის პოსტზე. რენის გარდა, ამ პოსტზე კანდიდატებად ასახელებენ - დეივ ტიპეტსა ("ფინიქსი") და რენდი კარლაილს ("ტორონტო"). რა თქმა უნდა, ეს სპეციალისტები ეროვნულ ნაკრებს იმ შემთხვევაში ჩაუდგებიან სათავეში, თუ მათი კლუბები ვერ გავლენ ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი ოფში.

"ჯერჯერობით ამის შესახებ ჩემთან არავის ულაპარაკია", - განაცხადა რენიმ, რომელიც ნაკრებში ახალგაზრდა მოთამაშეების მიწვევას ანიჭებს უპირატესობას. იმ შემთხვევაში, თუ კანადას "ედმონტონის" თავკაცს ჩააბარებენ, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ეროვნულ
ნაკრებში მოხვდებიან "ედმონტონის" ახალგაზრდა ფორვარდები - ტეილორ ჰოლი, ჯორდან ებერლე და რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი.

"როცა შენი გუნდი ვერ ხვდება პლეი ოფში, საჭიროა მოთამაშეები გაზაფხულზე თამაშს მიეჩვიონ. აუცილებელია სეზონის გაგრძელება და მსოფლიოს ჩემპიონატი ასეთ შესაძლებლობას იძლევა. ახალი ფორმატით კი პლანეტის პირველობაზე თამაშებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ახლა აღარ შეიძლება ადრეულ სტადიებზე წაგება", - დაამატა რენიმ.

შეგახსენებთ, რომ ეს სპეციალისტი კანადელთა სამწვრთნელო შტაბში მსოფლიოს ცხრა ჩემპიონატზე მუშაობდა. ამ პერიოდში ჰოკეის დამაარსებლებმა სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიგეს.

9 მარტი

პიტსბურგი-ფლორიდა 2:1 (ბ)
0:0, 0:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ფლიშმანი-21 (ვოლსკი-5), 1:1 სალივანი-14 (ჯ. სტაალი-15, დუპუი-24).
ბულიტები გაიტანეს: ჯ. ნილი (პიტსბურგი), მალკინი (პიტსბურგი).

დეტროიტი-ლოს ანჯელესი 4:3
1:2, 1:0, 2:1
გოლები: 0:1 ჯ. კარტერი-18 (კოპიტარი-38), 1:1 ზეტერბერგი-17 (ფილპულა-34, ჰუდლერი-21), 1:2 ჯასტინ უილიამსი-16 (დ. ბრაუნი-23), 2:2 ზეტერბერგი-18 (ფილპულა-35, კრონალი-18), 2:3 კინგი-3 (ჯ. კარტერი-11, უ. მიტჩელი-13), 3:3 ფილპულა-22 (ბ. სმიტი-4, ზეტერბერგი-40), 4:3 ჰელმი-9 (ფრანცენი-27, ნიკუისტი-2).

ჩიკაგო-რეინჯერსი 4:3
0:1, 1:0, 3:2
გოლები: 0:1 ანისიმოვი-14 (ჯ. მიტჩელი-9), 1:1 შოუ-7 (ოდუია-12, ბიკელი-10), 1:2 პრუსტი-5 (მაკდონაჰი-19, ბ. ბოილი-13), 2:2 შარპი-26 (მარიან ჰოსა-38, პ. კეინი-38), 3:2 ოდუია-3 (კრუგერი-12), 4:2 პ. კეინი-17 (შარპი-31, მარიან ჰოსა-39), 4:3 ბ. რიჩარდსი-19 (ჰაგელინი-18, გაბორიკი-27).

კალგარი-ვინიპეგი 5:3
3:2, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 ჯორდანო-7 (ო. იოკინენი-35, ტანგეი-32), 2:0 იგინლა-28 (ო. იოკინენი-36, ჯორდანო-13), 3:0 სტაიანი-4 (იგინლა-28, ტანგეი-33), 3:1 ე. კეინი-27 (ლიტლი-19, ენსტრიომი-21), 3:2 ველერი-17 (კლიტსომი-11, მ. სტიუარტი-8), 4:2 ტანგეი-11 (იგინლა-29, სტაიანი-8), 5:2 გლენკროსი-24 (ტანგეი-34, ო. იოკინენი-37), 5:3 ენსტრიომი-5 (სლეიტერი-6, ბაფლინი-33).

10 მარტი
ბოსტონი-ვაშინგტონი 3:4
1:2, 1:2, 1:0
გოლები: 0:1 სიომინი-18 (ელზნერი-14), 0:2 ჰენდრიქსი-4 (ბროუერი-13, ორლოვი-13), 1:2 ლუჩიჩი-23 (პ. ბერჟერონი-36), 2:2 მარშანი-23, 2:3 ბიგლი-2 (სიომინი-25, ორლოვი-14), 2:4 ლეიჩი-13 (უაიდემანი-32, ოვეჩკინი-24), 3:4 ბოიჩუკი-5 (მარშანი-22, კარონი-6).

კოლორადო-ედმონტონი 3:2 (ბ)
0:1, 2:0, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 რ. სმიტი-19 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-26, ებერლე-34), 1:1 მაკლეოდი-6 (რ. უილსონი-17, პორტერი-3), 2:1 პიულერი-6 (ჰეიდუკი-22, ოლვერი-3), 2:2 ტ. ჰოლი-25 (ებერლე-35).
ბულიტები გაიტანეს: ჰეიდუკი (კოლორადო), მიულერი (კოლორადო).

ტამპა ბეი-კაროლინა 2:4
2:2, 0:0, 0:2
გოლები: 1:0 მელოუნი-13 (პიატი-6, კონოლი-8), 1:1 შპაჩეკი-5 (მაკბეინი-18, ი. იოკინენი-26), 1:2 სკინერი-18 (ი. იოკინენი-27, ლაროუზი-12), 2:2 ტომპსონი-8 (უაიმანი-7, ა. ჰოლი-3), 2:3 სკინერი-19 (ალენი-10), 2:4 ლაროუზი-14 (ჰარისონი-14, ფოლკი-11).

აილენდერსი-ნიუ ჯერსი 1:2
0:0, 0:0, 1:2
გოლები: 1:0 ტავარესი-27 (პარენტო-45, მოულსონი-29), 1:1 კლარკსონი-28 (ჯოზეფსონი-6, პონიკაროვსკი-15), 1:2 ჟიდლიცკი-1 (კოვალოჩუკი-39, პარიზე-33).

ოტავა-ბაფალო 3:4 (ბ)
1:0, 1:2, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 კონდრა-8, 1:1 გერბე-6 (ერჰოფი-25, როი-23), 2:1 ე. კარლსონი-17 (კ. ნილი-14, ფოლინო-27), 2:2 ენისი-8 (ლეოპოლდი-12, ლეინო-15), 3:2 ე. კარლსონი-18, 3:3 ფოლინო-1.
ბულიტები გაიტანეს: პომინვილი (ბაფალო), ალფრედსონი (ოტავა), ენისი (ბაფალო).

ტორონტო-ფილადელფია 0:1 (ბ)
0:0, 0:0, 0:0, 0:0
ბულიტები გაიტანეს: კ. ჟირუ (ფილადელფია).

ფინიქსი-სან ხოსე 3:0
0:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ბოდკერი-9 (სტოუნი-2, პულიო-3), 2:0 სტოუნი-1 (პულიო-4, ბრული-5), 3:0 ტორესი-12 (დოუნი-22, იენდლი-30).

დალასი-ანაჰაიმი 2:0
0:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 მოროუ-9 (ბენი-35, ოტი-24), 2:0 რაიდერი-30 (ლ. ერიქსონი-39, რიბეირო-37).

ნეშვილი-დეტროიტი 3:2
2:1, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 ჰორნკვისტი-21 (ლეგუანდი-27), 1:1 დ. მილერი-13 (ქლირი-19, ბ. სტიუარტი-12), 2:1 ა. კოსტიცინი-14 (ს. კოსტიცინი-22, ლეგუანდი-28), 3:1 ა. კოსტიცინი-15 (ს. კოსტიცინი-23, ლეგუანდი-29), 3:2 აბდელკადერი-8 (ნიკუისტი-3, ჰელმი-17).

სტ ლუისი-კოლამბუსი 4:1
1:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 პერონი-13 (ენდი მაკდონალდი-7, ბერგლუნდი-18), 1:1 ატკინსონი-2 (ლეტესტუ-10, ბედა-1), 2:1 კ. სტიუარტი-15 (ჯეკმენი-10), 3:1 ოში-18 (ბეკსი-27, კოლაიაკოვო-16), 4:1 პიეტრანჯელო-11 (ენდი მაკდონალდი-8, შატენკირკი-28).

ვანკუვერი-მონრეალი 1:4
0:0, 1:1, 0:3
გოლები: 1:0 კესლერი-21 (ბუტი-14, ჰიგინსი-23), 1:1 ჯოფრიონი-1 (ლებლანი-5, ი. უებერი-14), 1:2 ე. კოული-24 (პასიორეტი-25, გორჯესი-11), 1:3 სუბანი-7 (მარკოვი-1, პლეკანეცი-32), 1:4 ე. კოული-25 (პასიორეტი-26).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული