14 მარტს, "ვაშინგტონმა" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და სასწაულებრივ გადაარჩინა "აილენდერსთან" წაგებული მატჩი. "კუნძულელები" მეორე პერიოდში 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს დედაქალაქელებს, რომლებმაც, საბოლოოდ, ბულიტების სერიაში მოიგეს. სტუმრებს ორი ქულა მეტ ჰენდრიქსის ბულიტმა მოუტანა.
ამ მოგებით "კეპიტალზი" დროებით გადავიდა დივიზიონის პირველ პოზიციაზე, მაგრამ მოგვიანებით, "ფლორიდამ" 5:2 დაამარცხა "ტორონტო".
"პანტერების" რიგებში ორი შაიბა გაიტანა შონ ბერგენჰაიმმა, რომელსაც ახლა 16 გოლი აქვს, რაც ფინელი ფორვარდის
ფლორიდული კლუბი ლიდერობს სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონს და ერთი ქულით უსწრებს "ვაშინგტონს", თან თამაში აქვს მარაგში.
აღმოსავლეთში უფრო მაღალი ადგილებისთვის მებრძოლი "ფილადელფია" და "ნიუ ჯერსი" შეხვდნენ ერთმანეთს და "მფრინავებმა" რევანში აიღეს ამასწინდელი 1:4 მარცხის გამო. "ფლაირეზმა" 3:0 გაიმარჯვა, ილია ბრიზგალოვმა კი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მესამე "შათაუტი" შეასრულა, თუმცა რუსმა მადლობა უნდა უთხრას თავის მცველებს, რომლებმაც მეტოქეს მხოლოდ 17-ჯერ დაარტყმევინეს,
ძალების დაძაბვა უწევს "რეინჯერსს", რომელმაც გაფლანგა კომფორტული უპირატესობა დივიზიონსა და კონფერენციაში. მალე ნიუიორკელებს უახლოეს კონკურენტს "პიტსბურგთან" უწევს შეხვედრა, მანამდე კი "რეინჯერები" "კაროლინას" გაუსწორდნენ - 4:2. შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს გაბორიკმა, რიჩარდსმა და ჰაგელინმა, რომლებმაც სამ-სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. "რეინჯერსი" ექვსი ქულით უსწრებს "პიტსბურგს", მაგრამ ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.
ყველაზე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ტამპაში, სადაც "ლაითნინგმა" გაანადგურა "ბოსტონი" - 6:1. სტივენ სტემკოსმა ორი შაიბა გაიტანა და პირველი მოთამაშე გახდა სეზონში, ვინც 50-შაიბიან ზღვარს მიაღწია, "ბოსტონმა" კი ასეთი ტემპებით, შესაძლოა, დაკარგოს ლიდერობა დივიზიონში. "ოტავა" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება "დათვებს".
22 წლის სტემკოსი იმ მოთამაშეთა ელიტურ ჯგუფში შევიდა, რომლებმაც 23 წლამდე ზედიზედ ორ სეზონში გაიტანეს მინიმუმ 50 შაიბა. ადრე ასეთი რამ მოახერხეს: მაიკ ბოსიმ ("აილენდერსი", სეზონი-1977/79 (53 გოლი), 1978/79 (69), უეინ გრეტცკიმ ("ედმონტონი", 1979/80 (51), 1980/81 (55), 1981/82 (92), 1982/83 (71), მარიო ლემიემ ("პიტსბურგი" (1986/87 (54), 1987/88 (70), ალექსანდრ ოვეჩკინმა ("ვაშინგტონი", 2005/06 (52), 2007/08 (65).
"50 შაიბა სეზონში განსაკუთრებულია, - ამბობს სტემკოსი ჰოკეის ეროვნული ლიგის ვებგვერდზე. - ეს მაგიური რიცხვია ჰოკეიში. სასიამოვნოა, რომ ამ შედეგს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მივაღწიე".
დასავლეთში "სენტ ლუისის" ბრწყინვალე სვლა შეაჩერა "ჩიკაგომ", რომელმაც ბულიტების სერიაში გაიმარჯა - 4:3. ჩიკაგოელებმა ჩააგდეს პირველი პერიოდი, მაგრამ 1:3-ის შემდეგ სტალბერგმა და სიბრუკმა თითო პერიოდში თითო შაიბა შეაგდეს და "ჩიკაგოს" შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანის საშუალება მისცეს. მართალია, "ბლეკჰოქსი" "სენტ ლუისს" ცხრილში ვეღარ დაეწევა, სამაგიეროდ, ოდნავ გაზარდა უპირატესობა "ფინიქსთან".
დივიზიონში ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა "დალასმა", რომელიც თანდათან შორდება კონკურენტებს. გუშინ, "ვარსკვლავებმა" საფეხბურთო ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს "მინესოტა". ერთადერთი შაიბა მესამე პერიოდში ჯეიმი ბენმა გაიტანა. "დალასმა" ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო.
"კალგარისა" და "სან ხოსეს" შეხვედრაში ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა. "ფლეიმზის" რიგებში მეორე გოლი გაიტანა სეზონში დებიუტანტმა სვენ ბრეტჩიმ, "შარქსის" მხრიდან კი დუბლი შეასრულა ლოგან კუტურმა. დამატებით დროში "კალგარის" მოულოდნელად გამარჯვება მეტ სტაიანმა მოუტანა, რომელმაც მხოლოდ მეხუთე შაიბა გაიტანა სეზონში. წაგების მიუხედავად, "ზვიგენები" დაბრუნდნენ მერვე ადგილზე, თან კონკურენტებზე ნაკლები მატჩები აქვთ ჩატარებული.
აილენდერსი-ვაშინგტონი 4:5 (ბ)
2:0, 2:2, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 მოულსონი-30 (ენდრიუ მაკდონალდი-13, ოკსოპო-19), 2:0 ჰამონიკი-2 (ტავარესი-39, ნილსენი-21), 3:0 ტავარესი-29 (შტრაიტი-32, ჰამონიკი-17), 3:1 ნუბლი-4 (უაიდემანი-34, კ. ოკუანი-3), 4:1 ტავარესი-30 (ოკსოპო-20, ჰამონიკი-18), 4:2 ოვეჩკინი-28 (ლეიჩი-21, მ. იოჰანსონი-24), 4:3 ორლოვი-3 (მ. იოჰანსონი-25, კ. ოკუანი-4), 4:4 ოვეჩკინი-29 (კ. ოკუანი-5, ჯ. უორდი-12).
ბულიტები გაიტანეს: ტავარესი (აილენდერსი), ოვეჩკინი (ვაშინგტონი), ჰენდრიქსი (ვაშინგტონი).
რეინჯერსი-კაროლინა 4:2
1:0, 2:2, 1:0
გოლები: 1:0 გაბორიკი-34 (ჟირარდი-20, ჯ. მიტჩელი-10), 2:0 ბ. რიჩარდსი-22 (ჰაგელინი-19), 3:0 ბ. რიჩარდსი-23 (ჰაგელინი-20, გაბორიკი-29), 3:1 ბრენტი-10 (ე. სტაალი-41, სკინერი-21), 3:2 ბოუმენი-3 (სატერი-13, დუაიერი-6), 4:2 ჰაგელინი-13 (გაბორიკი-30, ბ. რიჩარდსი-30).
ფილადელფია-ნიუ ჯერსი 3:0
0:0, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 კუტურიე-12 (ქობურნი-15), 2:0 ვორაჩეკი-13 (ბრიერი-24), 3:0 ბრიერი-14 (ვორაჩეკი-24, ქობურნი-16).
ტამპა ბეი-ბოსტონი 6:1
4:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 პიატი-8 (მელოუნი-25, კონოლი-9), 2:0 ტომპსონი-9 (ა. ჰოლი-4, უაიმანი-8), 3:0 შენონი-4 (ჰედმანი-11, ტოკარსკი-1), 4:0 ჰედმანი-4, 5:0 სტემკოსი-49 (პურსელი-36, ლი-10), 5:1 კერონი-7 (ბოიჩუკი-9, ხარა-32), 6:1 სტემკოსი-50 (სან ლუი-41, ლი-11).
ფლორიდა-ტორონტო 5:2
1:0, 1:1, 3:1
გოლები: 1:0 ბერგენჰაიმი-15 (სამუელსონი-13, ელერბი-5), 2:0 გარისონი-15 (გოკი-12, ვოლსკი-7), 2:1 ბოჟაკი-15 (მაკარტური-19, კესელი-38), 3:1 კოპეცკი-7 (გარისონი-13, ჯოვანოვსკი-7), 4:1 გოკი-9 (ვოლსკი-8), 4:2 გრაბოვსკი-22 (შენი-18, მაკარტური-20), 5:2 ბერგენჰაიმი-16 (კოპეცკი-19).
მინესოტა-დალასი 0:1
0:0, 0:0, 0:1
გოლი: 0:1 ბენი-21 (მოროუ-15).
ჩიკაგო-სენტ ლუისი 4:3 (ბ)
1:3, 1:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 ბრუნეტი-11 (მარიან ჰოსა-41, პ. კეინი-39), 1:1 ლანგენბრუნერი-5 (არნოტი-16), 1:2 ენდი მაკდონალდი-9 (პერონი-21, ბერგლუნდი-19), 1:3 ბერგლუნდი-16 (ჯეკმენი-12, ენდი მაკდონალდი-10), 2:3 სტალბერგი-17 (კრუგერი-13, ოდუია-13), 3:3 სიბრუკი-6 (მარიან ჰოსა-42, შარპი-33).
ბულიტები გაიტანეს: კ. კეინი (ჩიკაგო).
კალგარი-სან ხოსე 3:2 (ო)
0:1, 2:0, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 კუტური-29 (ბერნსი-22, ჯ. ტორნტონი-50), 1:1 ბრეტჩი-2 (იგინლა-31, ჰორაკი-8)., 2:1 იგინლა-30 (ჯორდანო-14), 2:2 კუტური-30 (მარლო-28, ჯ. ტორნტონი-51), 3:2 სტაიანი-5 (კომო-8).
ლოს ანჯელესი-დეტროიტი 5:2
2:0, 1:1, 2:1
გოლები: 1:0 ჯასტინ უილიამსი-17 (დაუტი-21, დ. ბრაუნი-25), 2:0 კოპიტარი-21 (დ. ბრაუნი-26), 2:1 ჰუდლერი-21 (ზეტერბერგი-41, ფილპულა-36), 3:1 დაუტი-9 (კინგი-6, ჯ. კარტერი-12), 4:1 ვოინოვი-6 (სტოლი-14, ჯასტინ უილიამსი-32), 4:2 ფრანცენი-26 (ბ. სტიუარტი-13, ქლირი-20), 5:2 ჯ. კარტერი-20 (კოპიტარი-39).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"