შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სამივე პერიოდი ფრედ დასრულდა. "ბაფალო" ორჯერ გავიდა წინ პირველ პერიოდში და "კოლორადომ" ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. მეორეში "ეველანში" პირველად დაწინაურდა, მაგრამ ახლა მასპინძლებმა შეძლეს თანაფარდობის აღდგენა.
მაინც უფრო ახლოს გამარჯვებასთან "ბაფალო" იყო, რომელიც მესამე პერიოდში კიდევ ერთხელ გავიდა წინ და ორი წამი არ ეყო
"კოლორადო" ამ მოგებით პლეი ოფის ზონაში შევიდა, "ბაფალო" კი აღმოსავლეთში ოთხი ქულით ჩამორჩება მერვეადგილოსან "ვაშინგტონს".
ცდილობს "ვაშინგტონს" არ ჩამორჩეს "ვინიპეგი", რომელიც საკუთარ მოედანზე იღებდა "დალასს". "ვარსკვლავები" კანადაში ექვსმატჩიანი მოგებათა სერიით ჩავიდნენ, გარდა ამისა, ისინი ზედიზედ 11 შეხვედრაში აგროვებდნენ მინიმუმ ქულას. მაგრამ "ჯეტსმა" მოახერხა იოლი გამარჯვების მოპოვება - 5:2.
მთავარი მოვლენები მეორე პერიოდში განვითარდა, რომლის დროსაც "ვინიპეგმა" ახალგაზრდა მეკარე რიჩარდ ბეკმენს ოთხი შაიბა გაუტანა, რამაც განსაზღვრა ამ მატჩის ბედი. მასპინძლებიდან ორი შაიბა ლედმა გაიტანა, იგივე შედეგი ჰქონდა სტუმარ ლუი ერიქსონს. "ვინიპეგი" ოთხი ქულით ჩამორჩება "ვაშინგტონს" და უახლოეს მატჩში სწორედ ამ გუნდს ეთამაშება.
ხასიათი გაუფუჭა "ოტავას" მონრეალმა", რომელმაც "სენატორები" საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა. "კანადიენსი" ორჯერ გავიდა წინ,
სტუმრებმა ორივეჯერ გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ ბულიტების სერიაში დავიდ დეშარნეს ერთადერთმა გოლმა დამატებითი ქულა "მონრეალს" მოუტანა. საინტერესოა, რომ 25 წლის დეშარნე, რომელიც პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს NHL-ში, 55 ქულით კლუბის მეორე ბომბარდირია და მხოლოდ მაქს პასიორეტის ჩამორჩება.
დასავლეთში მოულოდნელად ზედიზედ მესამე მატჩი წააგო "დეტროიტმა" - ის 0:4 დამარცხდა "ანაჰაიმთან". მატჩის წინ გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელიც "იხვების" 37 წლის ფორვარდ საკუ კოივუს მიეძღვნა.
მან ორი დღით ადრე საიუბილეო - მე-1000 შეხვედრა ჩაატარა NHL-ში. კიოვუ მეხუთე ფინელი ჰოკეისტია, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. მანამდე იგივე გააკეთეს ტეპო ნუმინენმა, იარი კურიმ, ოლი იოკინენმა და ტეემუ სელიანემ. სხვათა შორის გუშინ ეს უკანასკნელიც მოექცა ყურადღების ცენტრში - ლეგენდამ კარიერაში 1400-ე ქულა მიითვალა. "ანაჰაიმი" ჯერ ისევ ფიქრობს პლეი ოფში მოხვედრაზე, მაგრამ ცხრაქულიანი ჩამორჩენა მერვე ადგილთან მეტად დიდია.
სათამაშო დღე "ვანკუვერსა" და "ფინიქსს" შორის უმნიშვნელოვანესი შეხვედრით დასრულდა. "კოიოტებმა" გასვლით შეხვედრაში ხასიათი გამოავლინეს და 5:4 გაიმარჯვეს. არიზონელები მატჩის მსვლელობისას 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მეორე 20-წუთეულში კი წინ გასვლაც მოახერხეს - 4:3. ბოლო პერიოდის სტარტზე ტიპეტის გუნდმა ორშაიბიანი უპირატესობა მოიპოვა და ეს საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. ამით "ფინიქსმა" ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა "დალასთან".
"ვანკუვერისთვის" კარგი ამბავი ის არის, რომ, როგორც იქნა, გაიღვიძეს ძმებმა სედინებმა, რომლებმაც ერთად სამი ქულა დააგროვეს.
ბაფალო-კოლორადო 4:5 (ბ)
2:2, 1:1, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 ფოლინო-2 (ენისი-9, სტეფორდი-23), 1:1 მაკგინი-18 (პ. შჩასტნი-28), 2:1 სტეფორდი-14, 2:2 დ. ჯონსი-17 (ო'ბრაიენი-14, რ. უილსონი-18), 2:3 ლანდესკოგი-20 (მიულერი-7, პ. შჩასტნი-29), 3:3 ფოლინო-3 (სტეფორდი-24, ენისი-10), 4:3 ზულცერი-1 (ბოიესი-13, ენისი-11), 4:4 მაკგინი-19 (რ. ო'რაილი-35, ლანდესკოგი-26).
ბულიტები გაიტანეს: მიულერი (კოლორადო).
ვინიპეგი-დალასი 5:2
1:0, 4:1, 0:1
გოლები: 1:0 ანტროპოვი-11 (მიეტინენი-5, კლიტსომი-12), 2:0 ე. კეინი-28 (ბურმისტროვი-14, უელვუდი-26), 3:0 ფერი-2, 4:0 ლედი-22 (ლიტლი-20, ველერი-40), 5:0 ლედი-23 (ბაფლინი-34, ველერი-41), 5:1 ლ. ერიქსონი-24 (რიბეირო-38), 5:2 ლ. ერიქსონი-25 (რაიდერი-24, გოლიგოსკი-19).
მონრეალი-ოტავა 3:2 (ბ)
1:1, 0:0, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 ე. კოული-27 (ნოკელაინენი-3, პალუშაი-2), 1:1 გრინინგი-14 (მ. მიხალეკი-20, სპეცა-45), 2:1 დეშარნე-16 (სუბანი-25, პასიორეტი-28), 2:2 ე. კარლსონი-19 (კუბა-22, სპეცა-46).
ბულიტები გაიტანეს: დეშარნე (მონრეალი).
ედმონტონი-კოლამბუსი 3:0
0:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-16 (ებერლე-36), 2:0 ტ. ჰოლი-27 (ჰორკოფი-21, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-27), 3:0 უმარკი-2 (რ. სმიტი-25).
ვანკუვერი-ფინიქსი 4:5
2:2, 1:2, 1:1
გოლები: 1:0 ბაროუზი-24 (ჰანსენი-19, ტანევი-2), 2:0 კესლერი-22 (ჰ. სედინი-54, ბაროუზი-22), 2:1 კლესლა-3 (ვერმეტი-22, რეი უიტნი-42), 2:2 დოუნი-21 (ვერმეტი-23, რეი უიტნი-43), 2:3 ეკმან-ლარსონი-10 (კორპიკოსკი-18, რეი უიტნი-44), 3:3 ბუტი-14 (ჰიგინსი-24, ბიეკსა-32), 3:4 ბრული-4 (პიატი-9, იენდლი-31), 3:5 ვერმეტი-10 (ეკმან-ლარსონი-18, დოუნი-24), 4:5 ჰამჰუისი-4 (დ. სედინი-37, ჰ. სედინი-55).
ანაჰაიმი-დეტროიტი 4:0
0:0,. 3:0, 1:0
გოლები: 1:0 სელიანე-23 (ფაულერი-22, ს. კოივუ-22), 2:0 პალმიერი-2, 3:0 რაიანი-26 (გეტცლაფი-38, ვიშნოვსკი-18), 4:0 პალმიერი-3 (გეტცლაფი-39, სიბრუკი-9).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"