ის დაბრუნდა

AutoSharing Option
დარწმუნებული ვართ, მიხვდებოდით ვის დაბრუნებაზეა ლაპარაკი. ცნობილი მიზეზების გამო, თითქმის სამი თვე ვერ ახერხებდა მოედანზე გასვლას კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავი სიდნი კროსბი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მთელი ჰოკეის სამყარო ნერვიულობდა.

ამბობდნენ, რომ "პიტსბურგის" ლიდერი გადატანილი ტვინის შერყევის გამო ყოველდღიურ ცხოვრებაშიც განიცდიდა პრობლემებს და ყოველთვის არ შეუძლია ჩაიდნიდან წყლის დასხმა.

მიუხედავად ამისა, სიდნი უკვე დიდი ხანია მონაწილეობს ვარჯიშებში, მარტის დასაწყისიდან კი ექიმებმა მას ძალისმიერი ბრძოლის ნება დართეს. თუმცა მთავარი "პინგვინის" დაბრუნება რამდენჯერმე გადაიდო.

დებიუტი 10 მარტისთვის იგეგმებოდა, როცა "პიტსბურგი" "ბოსტონს" იღებდა,
მაგრამ მასპინძლებმა "დათვებს" კროსბის გარეშეც მოუგეს.

საბოლოოდ, დაბრუნება ლეგენდარულ "მედისონ სკვერ გარდენში" შედგა - აღმოსავლეთის ლიდერ "ნიუ იორკ რეინჯერსის" წინააღმდეგ.

ეს კროსბის მეორე დაბრუნებაა სეზონში და ამჯერად ის ისეთი შთამბეჭდავი არ გამოვიდა, როგორც ნოემბერში "აილენდერსის" წინააღმდეგ.

მაშინ კანადური ჰოკეის "ოქროს ბიჭმა" სასტიკი დღე აყარა "კუნძულელებს" - ოთხი ქულა (2+2) დააგროვა. ამჯერად ყველაფერი მოკრძალებული იყო - სიდნიმ 3:1-ზე უკნიდან შემოუარა მეტოქის კარს და კრის კუნიტცს მიაწოდა შაიბა. ეს საგოლე გადაცემა მისი ერთადერთი ქულა იყო შეხვედრაში. გარდა ამისა, კროსბი რიცხობრივი უპირატესობისას ჩნდებოდა ყინულზე. საერთო ჯამში, მან 16 წუთი ითამაშა - სწორედ ასე გეგმავდა "პიტსბურგის" დამრიგებელი დენ ბილსმა, რომელიც არ ტვირთავს თავის შეგირდს და თანდათან შეჰყავს ის ფორმაში პლეი ოფის ეტაპისთვის.

მთელი ამ თვეების განმავლობაში, კროსბის არყოფნაში "პიტსბურგის" ლიდერობა თავის თავზე აიღო ევგენი მალკინმა, რომელსაც თავისი ლოკალური მიზნები აქვს გადასაჭრელი - ამ მატჩამდე რუსი საუკეთესო ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იყოფდა "ტამპა ბეის" ფორვარდ სტივენ სტემკოსთან.

პირველ პერიოდში მალკინის წინააღმდეგ ძალიან ხისტად თამაშობდნენ, მაგრამ რუსი ახერხებდა თავის დაძვრენას და რამდენიმე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ამჯერად, მხოლოდ ერთი შაიბით დაკმაყოფილდა. ზუსტად ერთ წუთში მეტ კუკმა გაისროლა და მატჩის ეს მონაკვეთი გადამწყვეტი აღმოჩნდა - "რეინჯერებმა" ვეღარ შეძლეს მეტოქის დაწევა.

"პიტსბურგმა" ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო და არ აპირებს ამაზე გაჩერებას, მით უმეტეს, რომ მის შემადგენლობაში კროსბი დაბრუნდა. ამ მოგებით "პინგვინებმა" ოთხი ქულით შეამცირეს სხვაობა "რეინჯერსთან", თან ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

კაროლინა-სტ ლუისი 2:0
0:0, 0:0: 2:0
გოლები: 1:0 ლოროუზი-15 (ნოდლი-5, ბრენტი-11), 2:0 სიკნერი-20 (ბ. არენი-11).

რეინჯერსი-პიტსბურგი 2:5
1:1, 1:2, 0:2
გოლები: 0:1 კუკი-13 (კენედი-17), 1:1 ჰაგელინი-14 (ბ. რიჩარდსი-31, გაბორიკი-31), 1:2 მალკინი-39 (ჯ. ნილი-35), 1:3 კუკი-14 (კენედი-18, ჯ. სტაალი-17), 2:3 გაბორიკი-35 (ბ. რიჩარდსი-32, ჰაგელინი-21), 2:4 კუნიტცი-21 (კროსბი11, ჯ. ნილი-36), 2:5 დუპუი-19 (ლეტანგი-23, მარტინი-22).

აილენდერსი-ფილადელფია 2:3
0:2, 0:1, 2:0
გოლები: 0:1 რინალდო-2 (კუტურიე-12, გროსმანი-10), 0:2 კ. ჟირუ-26 (იაგრი-29, ჰარტნელი-29), 0:3 ჰარტნელი-33 (ტიმონენი-35, კ. ჟირუ-56), 1:3 გრაბნერი-16 (შტრაიტი-33, რისი-3), 2:3 ტავარესი-31 (შტრაიტი-34).

ნიუ ჯერსი-კოლორადო 1:0 (ბ)
0:0, 0:0, 0:0, 0:0
ბულიტები გაიტანეს: კოვალჩუკი (ნიუ ჯერსი), პარიზე (ნიუ ჯერსი).

ტამპა ბეი-ტორონტო 1:3
0:1, 0:2, 1:0
გოლები: 0:1 ლაილსი-6 (გრაბოვსკი-27, კესელი-39), 0:2 კრები-9 (ლომბარდი-8, კონოლი-20), 0:3 გარდინერი-5 (ლომბარდი-9), 1:3 სან ლუი-23 (ბ. კლარკი-12).

ფლორიდა-ბოსტონი 6:2
1:0, 3:1, 2:1
გოლები: 1:0 სამუელსონი-10 (ბ. კემპბელი-41, ვაისი-33), 2:0 გოკი-10 (ბ. კემპბელი-42, სამუელსონი-14), 2:1 კორვო-4 (პულიო-12, როლსტონი-7), 3:1 ვაისი-17 (ფლიშმანი-28, ბ. კემპბელი-43), 4:1 მადენი-1 (სმიტსონი-5, ბერჩი-3), 4:2 როლსტონი-5 (ხარა-33), 5:2 კოპეცკი-8, 6:2 ვოლსკი-3 (ფლიშმანი-29, გარისონი-14).

კალგარი-ფინიქსი 4:1
1:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 ბერტჩი-3, 2:0 იგინლა-31 (ჯორდანო-15, ჰენანი-10), 2:1 ლარსონ-ეკმანი-11 (რეი უიტნი-45, კლესლა-10), 3:1 სტაიანი-6 (სერიჩი-5), 4:1 ტანგეი-12 (გლენკროსი-19).

სან ხოსე-ნეშვილი 2:1 (ბ)
0:1, 0:0, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ჰორნკვისტი-22 (ფიშერი-22, ერატი-36), 1:1 ჯ. ტორნტონი-16 (მარლო-29, დ. ბოილი-34).
ბულიტები გაიტანეს: ქლოუ (სან ხოსე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული