პლეი ოფი დეტროიტისაა

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გავიდა. აღმოსავლეთში უმნიშვნელოვანესი იყო "ვინიპეგისა" და "ოტავას" შეხვედრა. მასპინძლები ისევ ინარჩუნებენ პლეი ოფში მოხვედრის შანსს, სტუმრები კი ცდილობენ ახლოს არ მიუშვან "ვაშინგტონი" და "ოტავა" და გაიმყარონ პოზიციები მეშვიდე ადგილზე. მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა და "ვინიპეგისთვის" ნაღვლიანი დასასრული ჰქონდა.

მასპინძლებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და სამჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. "სენატორები" იგებდნენ - 2:0, 3:2 და 4:3, მაგრამ ყველაფრის თავიდან დაწყება უხდებოდათ.

ბოლოს ანგარიში ევანდერ კეინმა გაათანაბრა - 58-ე წუთზე გაიტანა გოლი და თითქოს ოვერტაიმი გარდაუვალი იყო, მაგრამ "ოტავამ"
ალფრედსონისა და მიხალეკის მონდომებით ძირითად დროში მოიგო, რითაც "ვინიპეგი" რთულ მდგომარეობაში ჩააყენა - ახლა ამ გუნდს ექვსი ქულის გაბათილება სჭირდება რეგულარულის დასრულებამდე ექვსი მატჩით ადრე.

"ვინიპეგთან" ახლოს არის "ტამპა ბეი", რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ამჯერად "ლაითნინგი" სტუმრად გაუსწორდა "ფილადელფიას" - 5:3. "ფლაიერსი" პირველი პერიოდის შემდეგ 0:2-ს აგებდა. შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ბოლო 20-წუთეულში სტუმრებმა სამი გოლი გაიფორმეს და ახლა ერთი ქულით არიან დაშორებული "ვინიპეგს". სეზონში 53-ე შაიბა გაიტანა სტივენ სტემკოსმა, რაც "ტამპას" საკლუბო რეკორდია. წინა რეკორდსმენი ვენსან ლეკავალიე იყო 52 გოლით (2006-07).

დასავლეთში კი ოფიციალურად გაიფორმა პლეი ოფში გასვლა "დეტროიტმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე გაანადგურა "კოლამბუსი" - 7:2. "რედ უინგზი" 7:0-ს იგებდა და ვერ დაეხმარა თავის მეკარეს ტაი კონკლინს "მშრალი" მატჩის ჩატარებაში. გამარჯვებულთა რიგებში ოთხ-ოთხი საგოლე პასი გაიფორმეს ბერტუციმ და ზეტერბერგმა, ჰოლმსტრიომმა კი დუბლი შეასრულა.

"დეტროიტი" ზედიზედ ოცდამეერთედ გავიდა პლეი ოფში, რაც საკლუბო რეკორდი გახლავთ. საინტერესოა, რომ ცნობილი ლოკაუტის შემდეგ სტენლის თასის გათამაშება მხოლოდ "დეტროიტსა" და "სან ხოსეს" არ გამოუტოვებიათ.

პლეი ოფში ზედიზედ გასვლის რეკორდი კი "ბოსტონს" ეკუთვნის, რაც მან 1968-96 წლებში 29-ჯერ გააკეთა. მეორე ადგილზეა "ჩიკაგო" (28), მესამეზე "სენტ ლუისი" (25), მეოთხეზე "მონრეალი" (24) და მეხუთეზე "დეტროიტი".

გარდა ამისა, "რედ უინგზი" ლიდერობს ამ მაჩვენებლით არა მხოლოდ NHL-ში, არამედ ყველა ამერიკულ პროფესიულ ლიგაში. ყველაზე ახლოს მასთან "სან ანტონიო სპურსია", რომელსაც NBA-ში აქვს შანსი, ზედიზედ მეთხუთმეტედ გავიდეს პლეი ოფში.

მნიშვნელოვანი ორი ქულა მოიპოვა "კალგარიმ", რომელიც ზედიზედ მეორე მატჩში ხვდებოდა "დალასს". ორი დღის წინ კანადელებმა სტუმრად წააგეს. ამჯერად შინ 5:4 მოიგეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე პერიოდის ბოლო მონაკვეთი - 3:3-ზე "ვარსკვლავებმა" ზედიზედ ორი გაძევება მიიღეს და ამან მასპინძლებს ორი გოლი მოუტანა - თავი გამოიჩინეს ჯორდანომ და ტანგეიმ. "სტარზის" მხრიდან დუბლი შეასრულა ჯეიმი ბენმა. "კალგარის" რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა კამალერიმ, რომელმაც სამი ქულა დააგროვა. "ფლეიმზი" მე-11 ადგილზე რჩება, "დალასს" კი ეს მარცხი დივიზიონში ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.

წყნარი ოკეანის დივიზიონში ლიდერობის მოპოვება შეეძლო "ლოს ანჯელესს", მაგრამ "მეფეეებმა" სტუმრად წააგეს 0:1 "ვანკუვერთან", როცა ერთადერთი შაიბა გაუშვეს შეხვედრის სტარტზე. "კენაქსმა" ზედიზედ მესამე მოიგო, "ლოს ანჯელესი" კი ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ მეორედ დამარცხდა.

კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდი ევგენი მალკინი დაასახელა. რუსმა ლეგიონერმა ოთხ მატჩში ცხრა ქულის (5 გოლი+4 პასი) დაგროვება მოასწრო, სულ კი 68 მატჩში მის ანგარიშზე 97 ქულაა (46+51) და თითქმის გარანტირებული აქვს რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირობა. გარდა ამისა, მალკინს ორი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ 2007-08 წლების სეზონში დამყარებული პირადი რეკორდი გააუმჯობესოს.

მეორე ვარსკვლავი გახდა "ბაფალოს" მეკარე რაიან მილერი. მან გასულ კვირას ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო, საშუალოდ 1.26 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 95.6 პროცენტი მოიგერია.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ვაშინგტონის" კაპიტანმა ალექს ოვეჩკინმა, რომელიც ლიგის ლიდერი იყო ექვსი გატანილი გოლით. რუსმა ამას ერთი საგოლე პასიც დაუმატა.

ფილადელფია-ტამპა ბეი 3:5
0:2, 2:0, 1:3
გოლები: 0:1 მელოუნი-15 (ტ. სმიტი-3), 0:2 სტემკოსი-53 (სან ლუი-44, პურსელი-40), 1:2 სიმონდსი-23 (შენი-4, კუბინა-11), 2:2 რიდი-22 (ტიმონენი-38, ვორაჩეკი-26), 2:3 სან ლუი-24 (უოლასი-4, ბრიუერი-17), 2:4 უაიმანი-2, 3:4 ჰარტნელი-36 (ბრიერი-27, ვორჩაეკი-27), 3:5 პიატი-12 (ბრიუერი-18).

ვინიპეგი-ოტავა 4:6
0:1, 3:2, 1:3
გოლები: 0:1 კ. ნილი-12 (სპეცა-48, ე. კარლსონი-55), 0:2 დაუგავინსი-5 (კონდრა-16, ზ. სმიტი-12), 1:2 მიეტინენი-3 (ბოგოსიანი-20, უელვუდი-27), 2:2 უელვუდი-16 (ე. კეინი-24, ჰეინსი-10), 2:3 ტარისი-10 (სპეცა-49, ე. კარლსონი-56), 3:3 მიეტინენი-4 (სლეიტერი-7, გლასი-11), 3:4 ალფდერსონი-25 (ე. კარლსონი-57), 4:4 ე. კეინი-29 (უელვუდი-28), 4:5 ალფრედსონი-26 (კუბა-25, ტარისი-14), 4:6 მ. მიხალეკი-34 (სპეცა-50).

დეტროიტი-კოლამბუსი 7:2
4:0, 2:0, 1:2
გოლები: 1:0 ჰოლმსტრიომი-9 (ზეტერბერგი-42, კრონვალი-20), 2:0 ნიკუისტი-1 (დაციუკი-44, ბერტუცი-19), 3:0 ჰოლმსტრიომი-10 (ზეტერბერგი-43, კრონვალი-21), 4:0 ჰუდლერი-23 (ფილპულა-40, ბერტუცი-20), 5:0 ლიდსტრიომი-11 (ზეტერბერგი-44, ი. უატი-25), 6:0 ბ. სტიუარტი-6 (ბერტუცი-21, ფილპულა-41), 7:0 დაციუკი-18 (ზეტერბერგი-45, ბერტუცი-22), 7:1 ლეტესტუ-11 (ნეში-25, ნიკიტინი-21), 7:2 ნეში-27 (პროსპალი-35, ჯ. ჯონსონი-23).

კალგარი-დალასი 5:4
1:1, 4:2: 0:1
გოლები: 0:1 ბენი-25 (ოტი-27), 1:1 ო. იოკინენი-22 (სტემპნიაკი-13, გლენკროსი-21), 1:2 ბენი-26 (ბარიში-13, პერდი-3), 2:2 კომო-5, 3:2 კამალერი-17 (იგინლა-32, ბაბჩუკი-8), 3:3 რიბეირო-17 (რაიდერი-26, გოლიგოსკი-20), 4:3 ჯორდანო-9 (იგინლა-33, კამალერი-19), 5:3 ტანგეი-13 (კამალერი-20, ჯორდანო-17), 5:4 ლარსენი-2 (სურეი-15, ოტი-28).

ვანკუვერი-ლოს ანჯელესი 1:0
1:0, 0:0, 0:0
გოლი: 1:0 მალორტა-7 (ლაპიერი-8, ედლერი-35).

სან ხოსე-კოლორადო 5:1
0:0, 3:1, 2:0
გოლები: 1:0 პაველსკი-28 (ჯ. ბრაუნი-9, დ. ბოილი-36), 2:0 დეჟარდენი-4 (უინგელსი-6, დ. ბოილი-37), 2:1 ო'ბრაიენი-3 (რ. ო'რაილი-37, ლანდესკოგი-27), 3:1 ტ. მიტჩელი-9 (ჰანძუში-17, დ. მური-19), 4:1 პაველსკი-29 (კუტური-29, ჯ. ტორნტონი-56), 5:1 ქლოუ-14 (ჰავლატი-16).

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. x-რეინჯერსი* 75 47 21 7 101
2. ბოსტონი* 75 44 28 3 91
3. ფლორიდა* 75 36 24 15 87
4. x-პიტსბურგი 75 47 22 6 100
5. x-ფილადელფია 76 44 24 8 96
6. ნიუ ჯერსი 76 42 28 6 90
7. ოტავა 77 39 28 10 88
8. ვაშინგტონი 76 38 30 8 84
9. ბაფალო 76 37 29 10 84
10. ვინიპეგი 76 35 33 8 78
11. ტამპა ბეი 75 35 33 7 77
12. კაროლინა 76 30 31 15 75
13. ტორონტო 76 33 34 9 75
14. აილენდერსი 75 31 33 11 73
15. მონრეალი 76 29 34 13 71

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. x-სტ. ლუისი* 76 47 20 9 103
2. y-ვანკუვერი* 76 46 21 9 101
3. სან ხოსე* 76 39 27 10 88
4. x-დეტროიტი 76 46 25 5 97
5. ნეშვილი 76 44 24 8 96
6. ჩიკაგო 76 42 26 8 92
7. დალასი 76 41 30 5 87
8. ფინიქსი 77 37 27 13 87
9. ლოს ანჯელესი 76 37 27 12 86
10. კოლორადო 78 40 32 6 86
11. კალგარი 77 35 27 15 85
12. ანაჰაიმი 76 32 33 11 75
13. მინესოტა 75 31 34 10 72
14. ედმონტონი 76 31 36 9 71
15. კოლამბუსი 76 24 45 7 55
* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები
გოლი+პასი
ევგენი მალკინი (პიტ) 97 (46+51)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 88 (53+35)
კლოდ ჟირუ (ფილ) 86 (27+59)
ჯეისონ სპეცა (ოტა) 81 (31+50)
ფილ კესელი (ტორ) 77 (36+41)
ერიკ კარლსონი (ოტა) 76 (19+57)
ჯეიმს ნილი (პიტ) 76 (35+41)
ილია კოვალჩუკი (ნ-ჯერ) 75 (32+43)
ჯონ ტავარესი (აილ) 75 (31+44)
მარიან ჰოსა (ჩიკ) 74 (29+45)

გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 53
ევგენი მალკინი (პიტ) 46
მარიან გაბორიკი (რეინ) 37
ფილ კესელი (ტორ) 36
სკოტ ჰარტნელი (ფილ) 36
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 36
ჯეიმს ნილი (პიტ) 35
კორი პერი (ანა) 35
მეტ მოულსონი (აილ) 34
მილან მიხალეკი (ოტა) 34

პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 60
კლოდ ჟირუ (ფილ) 59
ერიკ კარლსონი (ოტა) 57
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 56
ევგენი მალკინი (პიტ) 51
ჯეისონ სპეცა (ოტა) 50
პი ეი პარენტო (აილ) 49
რეი უიტნი (ფინ) 48

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული