თამაში "ვაშინგტონის" კარში ტომაშ ვოკოუნმა დაიწყო, მაგრამ ჩეხმა ტრავმა მიიღო და ყინულზე მიხალ ნოივირტი გამოჩნდა, რომელმაც საიმედო თამაში აჩვენა. მასპინძლები განსაკუთრებით კარგად მესამე 20-წუთეულში უტევდნენ, მაგრამ "ვაშინგტონის" ორმა შესანიშნავმა კონტრშეტევამ თითქოს გადაწყვიტა მატჩის ბედი.
"დათვებს" ნახევარი პერიოდი რჩებოდათ თამაშის გადასარჩენად. მასპინძლები აგრძელებდნენ ზეწოლას და ანგარიშში სხვაობა კრეისიმ შეამცირა, როცა ხარას დარტყმულს შეუცვალა მიმართულება. "ვაშინგტონს"
"ვაშინგტონმა" ორი ქულა აიღო და დაეწია "ბაფალოს", თანაც მან ორ გუნდს –"ბოსტონსა" და "ნიუ ჯერსის" შეუშალა ხელი პლეი ოფის საგზურის გაფორმებაში. "ნიუ ჯერსის" უნდა მოეგო "ტამპა ბეისთვის" და "კეპიტალზის" წაგებას დალოდებოდა, მაგრამ გეგმა 50 პროცენტით შესრულდა. თანაც "ეშმაკებს" გაუჭირდა "ლაითნინგის" დამარცხება. მატჩის მსვლელობისას "ტამპა" სამჯერ გადიოდა წინ, მაგრამ "ნიუ ჯერსი" ეწეოდა მეტოქეს. მხოლოდ 3:3-ზე შეძლო "დევილზმა" ინიციატივის ხელში ჩაგდება და სამი შაიბის გატანა.
"პიტსბურგს" კი, როგორც ჩანს, პლეი ოფის პირველ რაუნდში მოუწევს "ფილადელფიასთან" შეხვედრა. გუშინ, "პინგვინებმა" ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარეს "ნიუ იორკ აილენდერსის" წინააღმდეგ და ისევ წააგეს. "კუნძულელების" გამარჯვებაში დიდი წვლილი ჯოშ ბეილიმ დაიდო, რომელმაც ხუთი ქულა (2+3) მიითვალა.
როგორც ჩანს, 22 წლის ჰოკეისტმა დაიწყო 2008 წლის დრაფტის მერვე ნომრის გამართლება. "პიტსბურგს" გაახარებდა ის ფაქტი, რომ რეგულარულში 100-ქულიან ზღვარს მიაღწია მალკინმა, ასევე სასიხარულოა სიდნი კროსბის ჯანმრთელობა. კაპიტანს ერთ-ერთ მომენტში ცხვირი გაუტეხეს, მაგრამ სიდს დახმარება აღმოუჩინეს და ის ყინულზე დაბრუნდა.
"პიტსბურგმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, "ფილადელფიამ" კი პირიქით, ბოლო ორ შეხვედრაში ოთხი ქულა აიღო. გუშინ, "მფრინავებმა" 7:1 გაანადგურეს "ტორონტო" და ცხრილში "პინგვინზს" ორ ქულამდე მიუახლოვდეს. "ფილადელფიას" რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჰქონდათ ბრიერს (0+4), იაგრს (0+3) და სიმონდსს (2+1). კვირის ბოლოს საინტერესო იქნება "პიტსბურგისა" და "ფილადელფიას" მატჩი.
მცირე საჩუქარი გაუკეთა "ვაშინგტონს" "მინესოტამ", რომელმაც "ფლორიდა" დაამარცხა – 3:2. თუმცა "პანტერებმა" ოვერტაიმში წააგეს და ერთქულიანი ნაბიჯი გადადგეს დივიზიონის ტიტულისკენ. ფლორიდელები დედაქალაქელებს ოთხი ქულით უსწრებენ და თამაში აქვთ თადარიგში.
დასავლეთში ცენტრალური დივიზიონის მოგების შანსი გაუშვა ხელიდან "სენტ ლუისმა", რომელმაც ბულიტებით 3:4 წააგო "ჩიკაგოსთან". თუმცა "ბლუზმენები" უნდა შევაქოთ ხასიათის გამოვლენისთვის, რადგან მესამე პერიოდში სტუმრები 1:3-ს აგებდნენ, მაგრამ გაათანაბრეს ანგარიში და ერთი ქულა აიღეს. მოგების მიუხედავად, "ჩიკაგომ" ვერ შეძლო პლეი ოფის საგზურის განაღდება.
ბოსტონი-ვაშინგტონი 2:3 (ბ)
0:0, 0:0. 2:2, 0:0
გოლები: 0:1 უაიდემანი-11 (მ. იოჰანსონი-30, ოვეჩკინი-26), 0:2 მ. იოჰანსონი-14 (ოვეჩკინი-27), 1:2 კრეისი-21 (ხარა-37, ლუჩიჩი-32), 2:2 ფერენსი-6 (კრეისი-36).
ბულიტები გაიტანეს: ჰენდრიქსი (ვაშინგტონი), სეგუინი (ბოსტონი), პ. ბერჟერონი (ბოსტონი), სიომინი (ვაშინგტონი), ლეიჩი (ვაშინგტონი).
ტორონტო-ფილადელფია 1:7
1:2, 0:2, 0:3
გოლები: 0:1 შენი-10 (სიმონდსი-21, ბრიერი-28), 0:2 შენი-11 (ბრიერი-29, იაგრი-32), 1:2 გრაბოვსკი-23 (კონოლი-22, კრები-13), 1:3 სიმონდსი-24 (ბრიერი-30, ქობურნი-18), 1:3 რიდი-23 (ტელბოტი-12, გუსტაფსონი-4), 1:5 უელვუდი-5 (რიდი-23, ვორაჩეკი-28), 1:6 ვორაჩეკი-15 (იაგრი-33, კუბინა-12), 1:7 სიმონდსი-25 (ბრიერი-31, იაგრი-34).
ნიუ ჯერსი-ტამპა ბეი 6:4
0:1, 4:2, 2:1
გოლები: 0:1 მელოუნი-16 (სტემკოსი-36, ჰედმანი-14), 1:1 ზუბრუსი-17 (ელიაში-46), 1:2 მელოუნი-17 (ბრიუერი-19), 2:2 ჯოზეფსონი-2 (რ. კარტერი-4, კლარკსონი-15), 2:3 მელოუნი-18 (ჰედმანი-15), 3:3 კოვალჩუკი-33 (ენრიკე-33, პარიზე-35), 4:3 ჟიდლიცკი-2 (კოვალჩუკი-44, ელიაში-47), 5:3 პონიკაროვსკი-13 (სალვადორი-9), 6:3 კლარკსონი-29 (პონიკაროვსკი-18, ენრიკე-34), 6:4 ტ. სმიტი-2 (უოლასი-5, ოლი-3).
აილენდერსი-პიტსბურგი 5:3
1:0, 2:1, 2:2
გოლები: 1:0 რისონერი-1 (შტრაიტი-38, ბეილი-16), 1:1 დუპუი-24 (კ. ადამსი-12, პ. მარტინი-24), 2:1 ოკსოპო-19 (ბეილი-17, ჰამონიკი-20), 3:1 ბეილი-12 (პანდოლფო-2), 4:1 ოკსოპო-20 (ბეილი-18, ნილსენი-26), 4:2 ჯ. სტაალი-24 (ზ. მიხალეკი-9, პ. მარტინი-25), 4:3 მალკინი-47 (კენედი-21, კუკი-19), 5:3 ბეილი-13.
მინესოტა-ფლორიდა 3:2 (ო)
0:0, 0:1, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 აპშოლი-2 (ფლიშმანი-33, ბ. კემპბელი-46), 1:1 ბროძიაკი-21 (კლატერბეკი-12), 1:2 ფლიშმანი-25 (გარისონი-15, ბ. კემპბელი-47), 2:2 კრისტენსენი-6 (გილბერტი-17, მ. კოივუ-28), 3:2 მ. კოივუ-12 (გილბერტი-18, სტოუნერი-4).
ჩიკაგო-სენტ ლუისი 4:3 (ბ)
1:1, 0:0, 2:2, 0:0
გოლები: 1:0 ბიკელი-9 (ბოლანდი-18, ლედი-31), 1:1 სტინი-14 (რასელი-5, ჰასკინსი-5), 2:1 ბრუნეტი-12 (პ. კეინი-41, მარიან ჰოსა-46), 3:1 შარპი-31 (სტალბერგი-21), 3:2 არნოტი-17, 3:3 პერონი-18 (რასელი-6, კ. სტიუარტი-14). 3 - 3
ბულიტები გაიტანეს: ბოლანდი (ჩიკაგო).
ფინიქსი-სან ხოსე 2:0
0:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ვრბატა-31 (რეი უიტნი-49, ჰანჟალი-24), 2:0 ვრბატა-32 (რეიუი უიტნი-50, ეკმან-ლარსონი-19).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"