მატჩის გმირი აღმოჩნდა "ტამპას" მეკარე დუეინ როლოსონი, რომელმაც 33 დარტყმა მოიგერია, თუმცა პირველი გოლი სწორედ "ვაშინგტონმა" გაიტანა - სიომინმა გახსნა ანგარიში. "ლაითითნგმა" ამას ორი გოლით უპასუხა და ამის შემდეგ "კეპიტალზი" მუდმივად მდევრის როლში იყო, მაგრამ მაინც ვერ დაეწია მეტოქეს. ბოლო პერიოდში დუბლი შეასრულა სტივენ სტემკოსმა, რომელმაც თავისი გოლების რიცხვი
მერვე ადგილისთვის ბრძოლაში "ვაშინგტონი" ისევ ორი ქულით უსწრებს "ბაფალოს", მაგრამ ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.
სათამაშო დღის მეორე მატჩი ნაკლებად შედეგიანი გამოვიდა - "ლოს ანჯელესმა" და "ედმონტონმა" 60 წუთის განმავლობაში მხოლოდ ორი შაიბა გაიტანეს. ორივე გოლი "კინგზის" ანგარიშზეა. კალიფორნიელთა მეკარემ ჯონათან კუიკმა 19 დარტყმა მოიგერია და სეზონში მეათე შათაუტი შეასრულა. კუიკი "მშრალი მატჩების" რაოდენობით პირველ ადგილზე გადავიდა - უკან ჩამოიტოვა ელიოტი და ლუნდკვისტი.
გაცილებით მეტი სამუშაო ჰქონდა "ედმონტონის" მეკარე დევან დუბნიკს, რომლის ანგარიშზე 37 სეივი მოდის. მისთვის გოლის გატანა კინგმა და ვოინოვმა შეძლეს.
კვირის სამი ვარსკვლავი
გასული კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა "ფილადელფიის" ფორვარდი უეინ სიმონდსი, რომელმაც ოთხ მატჩში ხუთი გოლი და ერთი შედეგიანი პასი მიითვალა. 23 წლის სიმონდსი პირველ სეზონს ატარებს "ფილადელფიის" შემადგენლობაში და 27 გოლით კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა "ბოსტონის" მცველმა ზდენო ხარამ, რომლის ანგარიშზე შვიდი შედეგიანი პასი მოდის. "ბრუინზმა" ზედიზედ მესამედ მოიგო ჩრდილო-აღმოსავლეთ დივიზიონი.
კვირის მესამე ვარსკვლავია "ფინიქსის" მეკარე მაიკ სმიტი, რომელმაც ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივეში "შათაუტი" შეასრულა. 30 წლის გოლკიპერმა 82 დარტყმა მოიგერია და 140 წუთია, გოლს არ უშვებს.
ტამპა ბეი-ვაშინგტონი 4:2
0:0, 2:1, 2:1
გოლები: 0:1 სიომინი-20 (მ. პერო-14), 1:1 პურსელი-21 (სტემკოსი-37, სან ლუი-47) , 2:1 ჰედმანი-5 (ტომპსონი-5, პიატი-7), 2:2 ჩიმერა-20 (სიომინი-32), 3:2 სტემკოსი-57 (ბ. კლარკი-13, ლი-13), 4:2 სტემკოსი-58 (ტომპსონი-6, ბრიუერი-20).
ლოს ანჯელესი-ედმონტონი 2:0
0:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 ვოინოვი-8 (კოპიტარი-48, რიჩარდსონი-3), 2:0 კინგი-5 (მ. რიჩარდსი-25).
აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. x-რეინჯერსი* 79 50 22 7 107
2. y-ბოსტონი* 79 47 28 4 98
3. ფლორიდა* 79 37 25 17 91
4. x-პიტსბურგი 79 48 25 6 102
5. x-ფილადელფია 79 46 24 9 101
6. x-ნიუ ჯერსი 79 45 28 6 96
7. x-ოტავა 79 41 28 10 92
8. ვაშინგტონი 80 40 32 8 88
9. ბაფალო 79 38 31 10 86
10. ტამპა ბეი 79 37 35 7 81
11. ვინიპეგი 79 36 34 9 81
12. კაროლინა 79 31 32 16 78
13. ტორონტო 79 34 36 9 77
14. აილენდერსი 79 33 35 11 77
15. მონრეალი 79 29 35 15 73
დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. y-ვანკუვერი* 79 49 21 9 107
2. y-სტ. ლუისი* 79 48 21 10 106
3. ლოს ანჯელესი* 80 40 27 13 93
4. x-დეტროიტი 79 47 27 5 99
5. x-ნეშვილი 79 45 26 8 98
6. x-ჩიკაგო 80 44 26 10 98
7. ფინიქსი* 79 39 27 13 91
8. სან ხოსე 79 40 29 10 90
9. დალასი 79 42 32 5 89
10. კოლორადო 80 41 33 6 88
11. კალგარი 80 35 29 16 86
12. მინესოტა 79 34 35 10 78
13. ანაჰაიმი 79 33 35 11 77
14. ედმონტონი 80 32 39 9 73
15. კოლამბუსი 79 27 45 7 61
* - დივიზიონის ლიდერი
ბომბარდირები
გოლი+პასი
ევგენი მალკინი (პიტ) 104 (48+56)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 95 (58+37)
კლოდ ჟირუ (ფილ) 89 (28+61)
ჯეისონ სპეცა (ოტა) 82 (32+50)
ჯეიმს ნილი (პიტ) 80 (39+41)
ილია კოვალჩუკი (ნ-ჯერ) 80 (34+46)
ფილ კესელი (ტორ) 78 (37+41)
ჯონ ტავარესი (აილ) 78 (31+47)
ჰენრიკ სედინი (ვან) 78 (13+65)
გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 58
ევგენი მალკინი (პიტ) 48
მარიან გაბორიკი (რეინ) 40
ჯეიმს ნილი (პიტ) 39
ფილ კესელი (ტორ) 37
სკოტ ჰარტნელი (ფილ) 36
კორი პერი (ანა) 36
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 36
მაიკლ რაიდერი (დალ) 35
მილან მიხალეკი (ოტა) 35
პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 65
კლოდ ჟირუ (ფილ) 61
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 58
ერიკ კარლსონი (ოტა) 58
ევგენი მალკინი (პიტ) 56
რეი უიტნი (ფინ) 51
ჯეისონ სპეცა (ოტა) 50
პი ეი პარენტო (აილ) 49
პატრიკ ელიაში (ნ-ჯერ) 49
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"