ტეემუ სელიანე ჯერ ფიქრობს

AutoSharing Option
"ანაჰაიმ დაქსის" ფინელ ვეტერანს ტეემუ სელიანეს, რომელიც სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ჯერ არ გაურკვევია თავისი მომავალი კარიერის საკითხი. თუ ლეგენდარული ფორვარდი გადაწყვეტს ჰოკეიში დარჩენას, მომავალი სეზონი 21-ე იქნება მისთვის ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. 41 წლის ჰოკეისტი საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონებს შორის შესვენებისას მიიღებს.

"სამწუხაროა სეზონის ასე დასრულება - პლეი ოფში თამაშის უფლება ვერ მოვიპოვეთ, - განაცხადა სელიანემ. - შესაძლოა, უკვე ჩავატარე ჩემი ბოლო მატჩი. ზაფხულში 42 წლის გავხდები და სეზონისთვის მზადება სულ უფრო რთული ხდება. მაგრამ, ამავდროულად, ვგრძნობ, რომ ისევ შემიძლია
კარგ დონეზე თამაში. სხვა საქმეა, რომ თუ დარჩენას გადავწყვეტ, 100 პროცენტით უნდა ვიყო მზად. არ ვიცი, შევძლებ ამას თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფიქრისთვის გარკვეული დრო მჭირდება".

* * *

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩებში "ვანკუვერს" ვერ დაეხმარა მისი ერთ-ერთი ლიდერი, შვედი ფორვარდი დანიელ სედინი.

ამ ჰოკეისტმა ორი კვირის წინ ტვინის შერყევა მიიღო, მაგრამ ექიმების ვარაუდით, შეძლებს პლეი ოფის დასაწყისისთვის მოედანზე დაბრუნებას. "კენაქსი" სტენლის თასის პირველ წრეს "ლოს ანჯელესის" წინააღმდეგ ხუთშაბათს დაიწყებს.

სედინი სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს და ჯერ ყინულზე არ გასულა. ასე რომ, მას კიდევ სამი დღეს აქვს იმისთვის, რათა მოემზადოს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ დანიელს "მეფეებთან" ერთი ან ორი მატჩის გამოტოვება მოუწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული