სნაიპერის უარი

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი, "ტამპა ბეის" ფორვარდი სტივენ სტემკოსი არ ითამაშებს კანადის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე, რომელიც შვედეთსა და ფინეთში გაიმართება. სტემკოსმა უარის მიზეზად მხარის ტრავმა დაასახელა.

22 წლის ფორვარდს ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ოთხი სეზონის განმავლობაში არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია ტრავმის გამო. როგორც კანადური პრესა წერს, სტემკოსის დაზიანება სერიოზული არ არის. უბრალოდ, ჰოკეისტს დასვენება ესაჭიროება.

სამაგიეროდ, კანადის ნაკრებს ორი მოთამაშე დაემატა - მეკარე დევან დუბნიკი და ფორვარდი რაიანი ნიუჯენტ-ჰოპკინსი, რომელიც წლის დებიუტანტის პრიზის მთავარი მაძიებელია.

ამასობაში ცნობილი გახდა,
რომ ჩეხეთის ნაკრებმა თავისი კაპიტანი ტომაშ როლინეკი დაკარგა. რუსეთის "მეტალურგის" ჰოკეისტმა ცოტა ხნის წინ ბარძაყის ტრავმა მიიღო და ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული