პლეი ოფის სტარტის წინ იაგრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი კარიერა ამ სეზონის შემდეგ არ დასრულდება და ის გააგრძელებს უმაღლეს დონეზე გამოსვლას. თუმცა იარომირს არ დაუზუსტებია, რომელ გუნდში გააგრძელებს თამაშს.
40 წლის ჩეხის კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე არის ძალაში. ადრე "მფრინავების" მენეჯმენტი იტყობინებოდა, რომ გუნდი კმაყოფილია იაგრის თამაშით.
წლევანდელ რეგულარულში იარომირმა 73 მატჩში 54 ქულა (19 გოლი+35 შედეგიანი პასი) დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"