ამ შეხვედრას "პიტსბურგი" ფორვარდ ჯეიმს ნილის გარეშე შეხვდა - ის კუნიტცისა და მალკინის სამეულში კენედიმ შეცვალა.
"პიტსბურგმა" წინა სამ მატჩში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო. თუმცა პირველ პერიოდში გაჩაღებული ბრძოლით ვერავინ იტყოდა, რომ "ფილადელფიასთვის" ეს მატჩი კატასტროფით დასრულდებოდა.
"ფლაიერზმა" მე-17 წამზე მიიღო რიცხობრივი უპირატესობა და ის კლოდ ჟირუმ გამოიყენა. იქვე მალკინმა
მალკინი პენალტი-ბოქსიდან გამოვარდა, მეტოქის ზონაში შევიდა და იქ წარმატებით დაამატა დუპუის დარტყმულს. გავიდა ცოტა ხანი და "პინგვინები" წინ გავიდნენ. ბრწყინვალედ გათამაშებული რიცხობრივი უპირატესობა სიდნი კროსბის შესანიშნავი პასით მეტ ნისკანენმა დაასრულა. ამ მომენტიდან "ფილადელფიამ" დასკვნა ვერ გამოიტანა და ისევ დაჯარიმდა, მაგრამ იქვე სტუმრებმა უპასუხეს სულელური შეცდომებით.
"პიტსბურგმა" რიცხობრივი უპირატესობის გათამაშება დაიწყო, როცა იუხეშა კუნიტცმა. მას მიჰყვა ორპიკი, 25 წამში კი კუკი. ასე რომ, "მფრინავებმა" დიდხანს ითამაშეს ოთხი სამის, ხუთი სამისა და ხუთი ოთხის წინააღმდეგ, რისი ლოგიკური დასასრული გახდა ტიმონენისა და ვორაჩეკის გოლები.
მასპინძლები წინ გავიდნენ - 3:2. პერიოდის დასრულებამდე ოთხი წუთი რჩებოდა, მაგრამ "პიტსბურგმა" ანგარიშის გათანაბრებაც მოასწრო და წინ გასვლაც! თავდაპირველად კროსბიმ შეუცვალა მიმართულება ნისკანენის დარტყმულს, შემდეგ კი "ფლაიერსმა" საკუთარი კარის სიახლოვეს სტაალი დაკარგა, რომელმაც მშვიდად შეაცურა შაიბა ბადეში - 4:3.
შვიდი შაიბა 26 დარტყმაში, საშინელი თამაში დაცვაში და მეკარეების სუსტი მოქმედება.
მეორე პერიოდი "ფილადელფიის" ორი გაძევებით დაიწყო და ბრწყინვალე დარტყმით ლეტანგმა გაზარდა "პინგვინების" უპირატესობა - 5:3. "მფრინავების" მეკარეს ბრიზგალოვს შეეძლო ამ დარტყმის მოგერიება. მისი სუსტი თამაში მასპინძლების მწვრთნელმა პიტერ ლავიოლეტმაც შეამჩნია და ბრიზგალოვი მეორე რუსით - სერგეი ბობროვსკით შეცვალა.
ახალგაზრდა მეკარეს მისმა გუნდმა მორიგი გაძევება დაახვედრა. ბობროვსკიმ მოიგერია სალივანისა და კროსბის დარტყმები, მაგრამ სტაალს ვერაფერი მოუხერხა - 3:6.
ლავიოლეტმა ტაიმ-აუტი აიღო. მისმა ჰოკეისტებმა კი მორიგი ორი გაძევება გამოსტყუეს მსაჯს. "პიტსბურგმა" ერთი გამოიყენა - უძლიერესი დარტყმით სალივანმა გაიტანა. შესვენებამდე "პინგვინებმა" დაგვანახეს, რომ თანაბარი შემადგენლობების დროსაც შეუძლიათ რაღაც. ქობურნი თავისი კარის უკან უხეშად შეცდა და კუნიტცმა დუპუის ორი მეტრიდან გაატანინა. ეს 8:3 იყო. ჯერ კიდევ სირენამდე ჰეთ-თრიკის გაფორმება მოასწრო ჯორდან სტაალმა - 9:3.
ცხადი იყო, რომ "ფილადელფია" ექვსშაიბიან ჩამორჩენას ვერ გააბათილებდა. ერთადერთი ინტრიგა ის იყო, შეძლებდნენ თუ არა გუნდები სერიის ოთხ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდის მოხსნას. ადრე ეს მაჩვენებელი 44 გოლს უდრიდა, მაგრამ მესამე პერიოდის სტარტზე მალკინის გოლმა 10:3 დააფიქსირა და სერიაში გოლების საერთო რიცხვი 45-ამდე აიყვანა.
ფილადელფია-პიტსბურგი 3:10
3:4, 0:5, 0:1
გოლები: 1:0 კ. ჟირუ-5 (იაგრი-5, სიმონდსი-2), 1:1 მალკინი-1 (დუპუი-4, პარკი-1), 1:2 ნისკანენი-1 (კროსბი-4, სალივანი-3), 2:2 ტიმონენი-1 (კ. ჟირუ-5, ბრიერი-2), 3:2 ვორაჩეკი-2 (სიმონდსი-3, ჰარტნელი- 3), 3:3 კროსბი-3 (ნისკანენი-2, მალკინი-5), 3:4 ჯ. სტაალი-3 (ტანგრადი-1, კუკი-2), 3:5 ლეტანგი-1 (კროსბი-5, სალივანი-4), 3:6 ჯ. სტაალი-4 (კენედი-1, კუკი-3), 3:7 სალივანი-1 (ფლერი-1), 3:8 დუპუი-2 (კუნიტცი-3), 3:9 ჯ. სტაალი-5 (ენგელანდი-1), 3:10 მალკინი-2 (კუნიტცი-4, კენედი-2).
სერია: 3-1
ოტავა-რეინჯერსი 3:2 (ო)
0:2, 2:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 სტრალმანი-2 (ბ. რიჩარდსი-1, გაბორიკი-1), 0:2 კელეჰანი-2 (გაბორიკი-2, ბ. რიჩარდსი-2), 1:2 მ. მიხალეკი-1 (კარკნერი-1, სპეცა-2), 2:2 გონჩარი-1 (ფოლინო-2, კ. ნილი-1), 3:2 ტარისი-1 (ო’ბრაიენი-1, გონჩარი-1).
სერია: 2-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"