კანადა დაკომპლექტდა

AutoSharing Option
კანადის ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს, "ჩიკაგოდან" ორი ჰოკეისტი - მცველი დანკან კეიტი და ფორვარდი პატრიკ შარპი დაემატა.

ამით პირველობის ერთ-ერთი ფავორიტის შემადგენლობა თითქმის სრულად დაკომპლექტებულად უნდა ჩაითვალოს. გუნდში მხოლოდ ორი ვაკანტური ადგილია - ერთი მცველისთვის და მეორე ნახევარმცველისთვის. ნაკრების გენერალური მენეჯერი კევინ ლოუ ამ ვაკანსიების შევსებას შვეიცარიაში გასამართ საგამოფენო მატჩების შემდეგ გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ კეიტი მესამე ჰოკეისტია კანადელთა რიგებში, რომელსაც ვანკუვერის ოლიმპიადა აქვს მოგებული. ასეთები კანადის შემადგენლობაში ფორვარდები - კორი პერი და რაიან გეტცლაფი არიან.

დღეისთვის კანადის ნაკრების
განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები - დუბნიკი ("ედმონტონი"), უორდი ("კაროლინა");
მცველები - ბოუმისტერი ("კალგარი"), მეტოტი ("კოლამბუსი"), ფანოფი, შენი (ორივე - "ტორონტო), სუბანი ("მონრეალი"), კეიტი ("ჩიკაგო"), ლეტანგ ("პიტსბურგი");
თავდამსხმელები - ებერლე, ნიუჯენტ-ჰოპკინსი (ორივე - "ედმონტონი"), ო’რაილი ("კოლორადო), გეტცლაფი, პერი (ორივე - "ანაჰაიმი"), ე. კეინი, ლედი (ორივე - "ვინიპეგი"), ტავარესი ("აილენდერსი"), ბენი ("დალასი"), სკინერი ("კაროლინა"), პურსელი ("ტამპა ბეი"), შარპი ("ჩიკაგო"), ჯ. სტაალი, ნილი (ორივე - "პიტსბურგი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული