NHL. სტენლის თასი: მეორე რაუნდი იწყება

AutoSharing Option
სტენლის თასის მერვედფინალი ორ სერიაში მეშვიდე მატჩებით დასრულდა. "რეინჯერსმა" გამოიყენა საკუთარი მოედნის უპირატესობა "ოტავას" წინააღმდეგ, "ნიუ ჯერსის" კი ორი ოვერტაიმი დასჭირდა "ფლორიდას" დასამარცხებლად.

"დევილზმა" ძალიან წარმატებით დაიწყო შეხვედრა - უკვე მეორე წუთზე გახსნა ანგარიში: ანტონ ვოლჩენკოვმა შორიდან დაარტყმა და ადამ ჰენრიკმა ოდნავ შეუცვალა შაიბას მიმართულება - 0:1.

მეორე პერიოდში "ნიუ ჯერსიმ" ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში და მეტოქეს მხოლოდ ორჯერ დაარტყმევინა, თავად კი უფრო ხშირად უტავდა და პარიზეს, კოვალჩუკს, პონიკაროვსკის ანგარიშის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ სტივენ ჯონტას გაუმართლა - ფორვარდმა მცველს
გაარტყა შაიბა და შემდეგ დამატებაზე თავად აჯობა ყველას.

"ნიუ ჯერსიმ" მესამე პერიოდში გაანიავა რთულად მოპოვებული უპირატესობა. "ფლორიდამ" ძალიან აქტიურად შეუტია, 19-ჯერ დაარტყა ზუსტად ("პანტერზმა" მხოლოდ ექვსჯერ), ორჯერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და კიდევ არაერთი მომენტი გააფუჭა.

პირველ ოვერტაიმში ორმხრივი შეტევების მიუხედავად, ანგარიში არ შეცვლილა, მატჩის ბედი კი მეორე დამატებითი დროის პირველივე მომენტისას გადაწყდა - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო დებიუტანტი ჰენრიკი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და დუბლი შეასრულა. 3:2 - და ბრძოლას სტენლის თასისთვის "დევილზი" აგრძელებს.

* * *
ასევე კარგი გამოვიდა გადამწყვეტი მატჩი "რეინჯერსსა" და "ოტავას" შორის. გუნდები თავიდანვე შეტევაზე გადავიდნენ და მეკარეებს - ჰენრიკ ლუნდკვისტსა და კრეიგ ანდერსონს პირველივე წუთებიდან ბევრი სამუშაო ჰქონდათ.

მთავარი მოვლენები მეორე პერიოდში განვითარდა და პრაქტიკულად, მატჩის ბედი ოთხწუთიან ინტერვალში გადაწყდა, რომლის დროსაც "რეინჯერსმა" ორშაიბიანი უპირატესობა მოიპოვა. მეექვსე მატჩის გმირმა დერეკ სტეპანმა ბრწყინვალე პასით გაატანინა მარკ სტაალს. "სენატორზი" ანგარიშის გასათანაბრებლად წავიდა წინ და კონტრშეტევა გამოეპარა. ნიუიორკელთა კიდევ ერთმა მცველმა დენ ჟირარდიმ ხელიდან არ გაუშვა ერთი ერთზე გასვლა - 2:0.

"ოტავამ" ერთი შაიბა რიცხობრივი უპირატესობისას გაქვითა. კრის ფილიპსმა დანიელ ალფრედსონი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და გამოცდილი შვედი ზუსტი იყო. თუმცა ამის შემდეგ, "რეინჯერების" მეკარეს ჰენრიკ ლუნდკვისტს შეცდომა აღარ დაუშვია და მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსიც მიიღო.

რეინჯერსი-ოტავა 2:1
0:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 მ. სტაალი-1 (კელეჰანი-2, სტეპანი-3), 2:0 ჟირარდი-1 (დუბინსკი-1, პრუსტი-1), 2:1 ალფრედსონი-2 (ფილიპსი-1, გონჩარი-3).
სერია: 4-3

ფლორიდა-ნიუ ჯერსი 2:3 (2ო)
0:1, 0:1, 2:0, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 ჰენრიკი-1 (ვოლჩენკოვი-1, კლარკსონი-4), 0:2 ჯონტა-2 (ჰაროლდი-3, რ. კარტერი-2), 1:2 ვაისი-3 (ბ. კემპბელი-4, სამუელსონი-5), 2:2 გოკი-2 (ბერგენჰაიმი-3, გარისონი-2), 2:3 ჰენრიკი-2 (პონიკაროვსკი-2, კლარკსონი-5).
სერია: 3-4

1/4 ფინალის კალენდარი
აღმოსავლეთი

რეინჯერსი (1)-ვაშინგტონი (7)
28 აპრილი რეინჯერსი-ვაშინგტონი
30 აპრილი რეინჯერსი-ვაშინგტონი
2 მაისი ვაშინგტონი-რეინჯერსი
5 მაისი ვაშინგტონი-რეინჯერსი
7 მაისი რეინჯერსი-ვაშინგტონი*
9 მაისი ვაშინგტონი-რეინჯერსი*
12 მაისი რეინჯერსი-ვაშინგტონი*

ფილადელფია (5)-ნიუ ჯერსი (6)
29 აპრილი ფილადელფია-ნიუ ჯერსი
1 მაისი ფილადელფია-ნიუ ჯერსი
3 მაისი ნიუ ჯერსი-ფილადელფია
6 მაისი ნიუ ჯერსი-ფილადელფია
8 მაისი ფილადელფია-ნიუ ჯერსი*
10 მაისი ნიუ ჯერსი-ფილადელფია*
12 მაისი ფილადელფია-ნიუ ჯერსი*

დასავლეთი
სტ. ლუისი (2)-ლოს ანჯელესი (8)
28 აპრილი სტ. ლუისი-ლოს ანჯელესი
30 აპრილი სტ. ლუისი-ლოს ანჯელესი
3 მაისი ლოს ანჯელესი-სტ. ლუისი
6 მაისი ლოს ანჯელესი-სტ. ლუისი
8 მაისი სტ. ლუისი-ლოს ანჯელესი*
10 მაისი ლოს ანჯელესი-სტ. ლუისი*
12 მაისი სტ. ლუისი-ლოს ანჯელესი*

ფინიქსი (3)-ნეშვილი (4)
27 აპრილი ფინიქსი-ნეშვილი
29 აპრილი ფინიქსი-ნეშვილი
2 მაისი ნეშვილი-ფინიქსი
4 მაისი ნეშვილი-ფინიქსი
7 მაისი ფინიქსი-ნეშვილი*
9 მაისი ნეშვილი-ფინიქსი*
11 მაისი ფინიქსი-ნეშვილი*

* - საჭიროების შემთხვევაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული