"კინგზმა" უეინ გრეტცკის დრო გაიხსენა

AutoSharing Option
ფილადელფიაში მეორე მატჩის მოგებისა და საკუთარი მოედნის უპირატესობის მოპოვების შემდეგ, "ნიუ ჯერსიმ" მესამე შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი შევსება მიიღო - გუნდს დაუბრუნდა ილია კოვალჩუკი და სწორედ მან ითამაშა გადაწყვეტი როლი "ეშმაკების" 4 მაისის გამარჯვებაში.

მატჩი ადამ ჰენრიკის მომენტით დაიწყო, მაგრამ "დევილზის" 22 წლის თავდამსხმელმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გაიტანა, შემდეგ კი გაბრაზებულმა თამაშის წესი დაარღვია. "მფრინავებმა" მაშინვე იხეირეს: იაგრმა და ბრიერმა ბრეიდენ შენი გაიყვანეს დასარტყმელ პოზიციაზე. მისი ახლო კუთხეში
დარტყმა იკითხებოდა, მაგრამ მარტინ ბროდომ რეაქცია დააგვიანა - 0:1.

"ნიუ ჯერსიმ" სწრაფად უპასუხა და მანაც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა - შაიბა თავის ანგარიშზე პატრიკ ელიაშმა ჩაიწერა. რამდენიმე წამში "ეშმაკებმა" შესანიშნავი კონტრშეტევა განახორცელეს, რომლის დროსაც კოვალჩუკმა დააბნია მეტოქის დაცვა და ეფექტური გოლი გაიტანა - 2:1.

20 წამში ორ გოლს შეიძლება ბევრი გუნდი გაეტეხა, მაგრამ "მფრინავებმა" პირიქით, აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა შეძლეს. შედეგად, მეორე პერიოდში მეტ კარლმა შანსი არ დაუტოვა ბროდოს - 2:2. უფრო მეტიც, სტუმრებს წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ ბროდოს შეცდომა არ დაუშვია. სხვათა შორის "ფილადელფიამ" რიცხობრივი უპირატესობაში გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა ბროდოს წინააღმდეგ უხეშობა დააფიქსირეს.

მესამე პერიოდში გუნდებმა შაიბები გაცვალეს. სტუმრებმა პარიზეს მახვილი კუთხიდან გაატანინეს, "დევილზმა" კი უპრობლემოდ
დაამატებინა ბრიერს ვან რიმსდიკის გასროლის შემდეგ - 3:3. ამ მომენტამდე კოვალჩუკმა ძელს გაარტყა შაიბა.

საინტერესო ოვერტაიმის ბედი მე-18 წუთზე გადაწყდა. მანამდე "ეშმაკებმა" ორჯერ გაძლეს რიცხობრივი უპირატესობის დროს, რაც არის იყო გასაკვირი, რადგან "ნიუ ჯერსი" რეგულარულში ყველაზე თამაშობდა კაცნაკლული შემადგენლობით. კოვალჩუკმა ორი ერთზე გაიყვანა თავისი პარტნიორები მეკარესთან. ალექსეი პონიკაროვსკიმ არავისთვის არ გაიმეტა შაიბა. უკრაინელის პირველი დარტყმა ბრიზგალოვმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე "ნიუ ჯერსის" ლეგიონერი ზუსტი იყო - 4:3.

* * *
"ლოს ანჯელესს" ერთი ნაბიჯი აკლია 1993 წლის შემდეგ პირველად კონფერენციის ფინალში გასასვლელად. ეს ის პერიოდია, როცა "კინგზის" რიგებში უეინ გრეტცკი და ლუკ რობიტაილი თამაშობდნენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლოს ანჯელესი" მიმდინარე პლეი ოფში ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. გუნდმა პირველ რაუნდში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "ვანკუვერი" გაანადგურა - 4:1, ახლა კი ზედიზედ სამი მატჩი მოუგო "სენტ ლუისს". ასე რომ, ამ პლეი ოფში "მეფეებს" 7 მოგება და ერთ წაგება აქვთ. რაც ყველაზე მთავარია, კალიფორნიელებმა სტუმრად ასპროცენტიანი მაჩვენებელი დააფიქსირეს - ხუთიდან ხუთი მოგება.

საინტერესოა ისიც, რომ "კინგზი" ამ წარმატებას რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების გარეშე აღწევს. მათ 4 მაისს პირველად გაითამაშეს ზედმეტი ჰოკეისტი ბოლო ექვს მატჩში.

არც ისე საინტერესო პირველ პერიოდში ანგარიში ჯასტინ უილიამსმა გახსნა, რომელმაც საკუთარ დარტყმულს დაამატა. სხვათა შორის უილიამსი ერთადერთია კალიფორნიელთა შემადგენლობაში, ვისაც სტენლის თასი აქვს მოპოვებული. ეს 2006 წელს "კაროლინას" რიგებში მოხდა და მაშინ სწორედ ჯასტინი გახდა ფინალური სერიის ბოლო მატჩში ბოლო გოლის ავტორი.

მეორე მეოთხედის დებიუტში "სენტ ლუისმა" ანგარიში გაათანაბრა - კრის სტიუარტმა გაუტანა ამ პლეი ოფში თითქმის გაუვალ ჯონათან კუიკს, მაგრამ თანაფარდობა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა - დებიუტანტი დუაიტ კინგი ერთი ერთზე გავიდა და არც მიახლოებია ბრაიან ელიოტს ისე დაარტყმა დაბალ კუთხეში - 2:1.

31-ე წუთზე "მეფეების" ფორვარდმა მაიკ რიჩარდსმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, მესამე 20-წუთეულში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. სტიუარტმა დუბლი შეასრულა, რიჩარდსი დრიუ დაუტის დაეხმარა. 4:2 - და ისე ჩანს, რომ სერია კვირას დასრულდება, როცა გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ლოს ანჯელესში.

ნიუ ჯერსი-ფილადელფია 4:3 (ო)
2:1, 0:1, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 შენი-3 (ბრიერი-4, იაგრი-7), 1:1 ელიაში-3 (ჟიდლიცკი-3, კოვალჩუკი-4), 2:1 კოვალჩუკი-4 (ზაიჯეკი-4, პონიკაროვსკი-3), 2:2 მ. კარლი-2 (ვორაჩეკი-8, ჰარტნელი-5), 3:2 პარიზე-4 (ელიაში-2, ჟიდლიცკი-4), 3:3 ბრიერი-8 (ვან რიმსდიკი-1, სიმონდსი-5), 4:3 პონიკაროვსკი-1 (კოვალჩუკი-5).
სერია: 2-1

ლოს ანჯელესი-სტ. ლუისი 4:2
1:0, 2:1, 1:1
გოლები: 1:0 ჯასტინ უილიამსი-2 (დაუტი-3, კოპიტარი-4), 1:1 კ. სტიუარტი-1 (რასელი-3), 2:1 კინგი-1 (მეტ გრინი-2), 3:1 მ. რიჩარდსი-3 (კოპიტარი-5, დაუტი-4), 3:2 კ. სტიუარტი-2 (პიეტრანჯელო-5, პერონი-4), 4:2 დაუტი-1 (მ. რიჩარდსი-5, ჯ. კარტერი-3).
სერია: 3-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული