ალექსანდრ ოვეჩკინი დინამოელია

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, "ვაშინგტონის" ფორვარდი ალექსანდრ ოვეჩკინი ლოკაუტის პერიოდში მოსკოვის "დინამოს" რიგებში ითამაშებს. 27 წლის რუს ჰოკეისტთან კონტრაქტი გუშინ გაფორმდა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ოვეჩკინზე პრეტენზიას მოსკოვის ცსკა-ც აცხადებდა, მაგრამ ფორვარდმა "დინამოს" ვარიანტი აირჩია, რომლის აღზრდილიც გახლავთ და სადაც NHL-ში გადასვლამდე თამაშობდა.

ცოტა ხნის წინ "დინამოს" პრეზიდენტი არკადი როტენბერგი ამბობდა, რომ ოვეჩკინი ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს და უკეთესი ვარიანტია, ეს ფული სკოლებში ჰოკეის განვითარებას მოხმარდეს. თუმცა გუშინ გაირკვა, რომ მოსკოვური კლუბი დათანხმდა ჰოკეისტის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ოვეჩკინი "დინამოში"
2001-05 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც "ვაშინგტონ კეპიტალზში" ჩაირიცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული