ადრე იტყობინებოდნენ, რომ ოვეჩკინზე პრეტენზიას მოსკოვის ცსკა-ც აცხადებდა, მაგრამ ფორვარდმა "დინამოს" ვარიანტი აირჩია, რომლის აღზრდილიც გახლავთ და სადაც NHL-ში გადასვლამდე თამაშობდა.
ცოტა ხნის წინ "დინამოს" პრეზიდენტი არკადი როტენბერგი ამბობდა, რომ ოვეჩკინი ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს და უკეთესი ვარიანტია, ეს ფული სკოლებში ჰოკეის განვითარებას მოხმარდეს. თუმცა გუშინ გაირკვა, რომ მოსკოვური კლუბი დათანხმდა ჰოკეისტის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ოვეჩკინი "დინამოში"
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"