ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2012-13 წლების სეზონში გაუქმებული მატჩების რიცხვმა 625-ს მიაღწია, რაც რეგულარული ჩემპიონატის ნახევარზე მეტია.
NHL-ის ვიცე-კომისარმა ბილ დეილიმ მოკრძალებული ოპტიმიზმი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა 2012-13 წლების სეზონში შემოკლებული რეგულარული ჩემპიონატის ჩატარება.
"გვექნება თუ არა სეზონი? გვექნება. ჩვეულებრივ, ყველაფერს უფრო პოზიტიურად ვუყურებ, ვიდრე სხვა ბევრი ადამიანი, რომლებთანაც ვმუშაობ. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, რომ ჰოკეი არ ვითამაშოთ. თუ
პროფკავშირების ხელმძღვანელი დონალდ ფერი მოხარულია ლიგის წარმომადგენლის მხრიდან ასეთი სიტყვებით.
"ეს კარგი ამბავია, მოხარული ვარ ასეთი ფრაზის მოსმენით. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ დეილი მართალი აღმოჩნდება. ჰოკეის თამაში - სწორედ ეს არის ჰოკეისტების მიზანი, ეს ის არის, რის მიღწევასაც ვცდილობთ.
მინდა მჯეროდეს, რომ შევძლებთ მოლაპარაკებების გაგრძელებას და შექმნილი პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებას", - აღნიშნავს ფერი. არადა, უახლოეს დღეებში არ არის დაგეგმილი ოფიციალური მოლაპარაკებები.
ამასობაში, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ლიგისა და პროფკავშირის მორიგი შეხვედრისას შეიძლება განიხილონ NHL-ის მოთამაშეების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. დაპირისპირებულ მხარეებს ამ თემაზე ჯერ არ ულაპარაკიათ და არ არის გამორიცხული, რომ ამ პუნქტს საერთოდ არ შეიტანენ ლიგასა და მოთამაშეთა ასოციაციას შორის ახალ ხელშეკრულებაში.
ცნობილია, რომ NHL განიხილავდა ამ საკითხს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციასთან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"