ასევე "ერთიანი" ჩაიწერა წაგებების გრაფაში დასავლეთის ლიდერმა "დალასმა", თანაც "ვარსკვლავებმა" ძირითად დროში წააგეს და ქულა ვერ მიიღეს, რითაც "ტორონტო" რეგულარულის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. "ტამპა ბეისთვის" მნიშვნელოვანი იყო
წინსვლას აგრძელებს "პიტსბურგი", რომელმაც "ოტავა" გაანადგურა. "პინგვინებმა" სასტარტო პერიოდი 3:0 მოიგეს, რითაც პრაქტიკულად გაინაღდეს გამარჯვება. ბილსმას გუნდი ატლანტის დივიზიონის მეორე ადგილზე რჩება, რადგან "აილენდერსსაც" რვა ქულა აქვს, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. "პინგვინების" კარში კვლავ ფლერის დუბლიორი ბრენტ ჯონსონი იდგა - ეს მისი მეოთხე თამაში და მეოთხე მოგება იყო!
"კოლორადო" ნიუ იორკში დარჩა და ამ ქალაქის მეორე გუნდს - "რეინჯერსს" შეხვდა. "ზვავებმა" 3:1 მოიგეს და საკუთარი დივიზიონში ლიდერობა გაიმყარეს. მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა კრის სტიუარტმა, რომლის ანგარიშზე დუბლი მოდის. მოულოდნელად პროდუქტიული იყო ძალისმიერი ფორვარდი დანიელ ვინიკი, ვინც ზაფხულში "ფინიქსიდან" შეიძინეს. მას ხუთ მატჩში უკვე ორი შაიბა აქვს, არადა შარშანდელ სეზონში სულ ოთხჯერ გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, მორიგი საგოლე პასი შეასრულა მცველმა ლაილსმა და ბრედ რიჩარდსთან ერთად საუკეთესოა ლიგაში შედეგიანი გადაცემების რაოდენობით. "კოლორადომ" დაასრულ გასვლითი ტურნე და შინ ბურნდება, სადაც მალე "სან ხოსეს" მიიღებს.
თუ ლაილსი საუკეთესო ასისტენტია, ქულებისა და გოლების რაოდენობით პირველ ადგილზე გადავიდა მარიან ჰოსა. სლოვაკმა საშინაო მატჩში იხსნა "ჩიკაგო" "სენტ ლუისის" წინააღმდეგ: მესამე პერიოდში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ, ჰოსამ ორი შაიბა გაიტანა და ოვერტაიმამდე მიიყვანა შეხვედრა. დამატებით დროში კი "ბლეკჰოქსის" კიდევ ერთმა ბომბარდირმა პატრიკ შარპმა გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფორვარდმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გამარჯვების შაიბა.
კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ფლორიდა პანტერზის" მეკარე ტომაშ ვოკოუნი დაასახელა. "პანტერებმა" სამი შეხვედრა ჩაატარეს და ჩეხმა გოლკიპერმა საშუალოდ 0.67 შაიბა გაუშვა და დარტყმების 97.8 პროცენტი მოიგერია.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი "ჩიკაგო ბლეკჰოქსის" ფორვარდმა მარიან ჰოსამ მოიპოვა. ოთხ მატჩში სლოვაკმა 6 ქულა (4 გოლი+2 პასი), რითაც სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა დავას. ჰოსას სეზონის ექვსივე სასტარტო შეხვედრაში აქვს მოპოვებული მინიმუმ ერთი ქულა, რაც საუკეთესო შედეგია 2000-01 წლების შემდეგ, როცა მარიანი პირველ ცხრა თამაშში ზედიზედ აგროვებდა ქულებს.
მესამე ვარსკვლავი გახდა "ანაჰაიმ დაქსის" ფორვარდი რაიან გეტცლაფი. ოთხ მატჩში მის ანგარიშზე 8 ქულა (2+6) მოდის, რისი წყალობითაც გეტცლაფი კვირის ბომბარდირი გახდა.
რეინჯერსი-კოლორადო 1:3
1:1, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 კ. სტიუარტი-4 (ლაილსი-8, ჰეიდუკი-1), 1:1 ფროლოვი-1 (სტეპანი-1), 1:2 კ. სტიუარტი-5 (პ. შჩასტნი-4, ჰეიდუკი-2), 1:3 ვინიკი-2 (რ. ო'რაილი-1, კამისკი-2).
პიტსბურგი-ოტავა 5:2
3:0, 2:1, 0:1
გოლები: 1:0 ლეტესტუ-4 (კომრი-2, მარტინი-6), 2:0 კროსბი-4 (გოლიგოსკი-4, მალკინი-4), 3:0 მალკინი-2 (კომრი-3, ლეტესტუ-3), 3:1 ალფრედსონი-1 (გონჩარი-2, კოვალიოვი-1), 4:1 დუპუი-1 (ლავჯოი-2, კროსბი-4), 5:1 ლეტანგი-1 (რუპი-1, ადამსი-1), 5:2 კამპოლი-1 (სპეცა-4, ი. რუუტუ-2).
ტორონტო-აილენდერსი 1:2 (ო)
0:0, 0:1, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 მოულსონი-3 (ტავარესი-1, ნილსენი-3), 1:1 კესელი-5 (ფანოფი-3, ტ. კაბერლე-4), 1:2 ტავარესი-2 (ვიშნიევსკი-4, პარენტო-4).
ტამპა ბეი-დალასი 5:4
2:1, 2:1, 1:2
გოლები: 0:1 პეტერსენი-1 (რობიდასი-1), 1:1 დაუნი-2 (სენტ ლუისი-4, სტემკოსი-3), 2:1 სტემკოსი-5 (ჰედმანი-2, მელოუნი-4), 2:2 ბარიში-1 (რიბეირო-6, მოროუ-1), 3:2 ბერგენჰაიმი-1 (სტემკოსი-4, პურსელი-3), 4:2 მური-3 (კუბინა-1, დაუნი-4), 5:2 მური-4 (პურსელი-4, ჰედმანი-3), 5:3 მოროუ-5, 5:4 ნილი-3 (ბ. რიჩარდსი-8, რიბეირო-7).
ჩიკაგო-სენტ ლუისი 3:2 (ო)
0:0, 0:1, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 პერონი-1 (პიეტრანჯელო-3, ბეკსი-2), 0:2 პერონი-2 (ოში-4, კოლაიაკოვო-3), 1:2 მარიან ჰოსა-6 (ბროუერი-4, სიბრუკი-3), 2:2 მარიან ჰოსა-7 (ტეუვზი-3, კოპეცკი-7), 3:2 შარპი-6 (პ. კეინი-4, კალიმორი-2).
აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ტორონტო 5 4 0 1 9
2. ვაშინგტონი 5 4 1 0 8
3. აილენდერსი 6 3 1 2 8
4. ტამპა ბეი 5 4 1 0 8
5. პიტსბურგი 7 4 3 0 8
6. მონრეალი 5 3 1 1 7
7. ატლანტა 5 3 2 0 6
8. ფილადელფია 5 2 2 1 5
9. ბოსტონი 3 2 1 0 4
10. ფლორიდა 4 2 2 0 4
11. კაროლინა 4 2 2 0 4
12. რეინჯერსი 4 1 2 1 3
13. ბაფალო 6 1 4 1 3
14. ოტავა 6 1 4 1 3
15. ნიუ ჯერსი 6 1 4 1 3
დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ჩიკაგო 7 4 2 1 9
2. დალასი 5 4 1 0 8
3. კოლორადო 6 4 2 0 8
4. ნეშვილი 4 3 0 1 7
5. დეტროიტი 5 3 1 1 7
6. ლოს ანჯელესი 4 3 1 0 6
7. სტ. ლუისი 5 2 1 2 6
8. ვანკუვერი 5 2 2 1 5
9. ანაჰაიმი 6 2 3 1 5
10. ედმონტონი 4 2 2 0 4
11. კოლამბუსი 4 2 2 0 4
12. კალგარი 4 2 2 0 4
13. სან ხოსე 3 1 1 1 3
14. მინესოტა 4 1 2 1 3
15. ფინიქსი 4 1 2 1 3
ბომბარდირები
გოლი+პასი
მარიან ჰოსა (დეტ) 11 (7+4)
ბრედ რიჩარდსი (დალ) 10 (2+8)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 9 (5+4)
პატრიკ შარპი (ჩიკ) 8 (6+2)
სიდნი კროსბი (პიტ) 8 (4+4)
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 8 (4+4)
რაიან გეტცლაფი (ანა) 8 (2+6)
ტომას კოპეცკი (ჩიკ) 8 (1+7)
ჯონ-მაიკლ ლაილსი (კოლორ) 8 (0+8)
გოლები
მარიან ჰოსა (დეტ) 7
პატრიკ შარპი (ჩიკ) 6
დერეკ როი (ბაფ) 5
ფილ კესელი (ტორ) 5
ბრენდან მოროუ (დალ) 5
კლარკ მაკარტური (ტორ) 5
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 5
კრის სტიუარტი (კოლორ) 5
პასები
ჯონ-მაიკლ ლაილსი (კოლორ) 8
ბრედ რიჩარდსი (დალ) 8
ტომას კოპეცკი (ჩიკ) 7
მაიკ რიბეირო (დალ) 7
ჰენრიკ სედინი (ვან) 7
რაიან გეტცლაფი (ანა) 6
პოლ მარტინი (პიტ) 6
ტოდ ბერტუცი (დეტ) 5
ჯონ კარლსონი (ვაშ) 5