შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გუნდების მეპატრონეებმა ასი პროცენტით დაუჭირეს მხარი ახალ ხელშეკრულებას, მოთამაშეებს შორის კი თორმეტი არ დაეთანხმა ლიგის ხელმძღვანელობასა და პროფკავშირებს შორის მიღწეულ გარიგებას.
მაგრამ დანარჩენებმა (98.2 პროცენტი) მხარი დაუჭირეს ხელშეკრულებას, რაც რატიფიკაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
თუმცა ამით ლოკაუტი ოფიციალურად არ დასრულებულა. ბოლო ნაბიჯი იყო - მემორანდუმის გაფორმება ლიგასა და პროფკავშირებს შორის. რამდენიმე საათში ეს ფორმალობაც მოგვარდა და გუშინ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გაიხსნა საწვრთნელი ბანაკები.
ახალი კოლექტიური ხელშეკრულება ათი წლის
სახელფასო ბიუჯეტის ზედა ზღვარი წელს 70.2 მილიონი იქნება, 2013-14 წლების სეზონიდან მოყოლებული კი ის უკვე 64.3 მილიონს გაუტოლდება. ინდივიდუალური კონტრაქტის ვადა შვიდ წლამდე იქნება შეზღუდული.
ლიგამ უკვე გამოაქვეყნა წლევანდელი შემოკლებული სეზონის ძირითადი თარიღები და რიცხვები.
სეზონის დაწყება: 19 იანვარი.
რეგულარული ჩემპიონატის დასასრული: 27 აპრილი.
პლეი ოფის სტარტი: 30 აპრილი
პლეი ოფის სავარაუდო ბოლო დღე: 28 ივნისი.
გაცვლების ბოლო დღე: 3 აპროლი.
თავისუფალი აგენტების ბაზრის სტარტი: 5 ივლისი.
რეგულარული ჩემპიონატი შემდეგი მატჩებით გაიხსნება:
ფილადელფია-პიტსბურგი
ვინიპეგი-ოტავა
ლოს ანჯელესი-ჩიკაგო
ბოსტონი-რეინჯერსი
მონრეალი-ტორონტო
აილენდერსი-ნიუ ჯერსი
ტამპა ბეი-ვაშინგტონი
თითო გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში 48 მატჩს ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლოკაუტი დასრულდა, ნამდვილი ჰოკეი იწყება