"ბრუინზის" რიგებში აღსანიშნავია მეკარე ტიმ ტომასი, რომელიც ჯერჯერობით კონკურენტ ტუუკი რასკიზე უკეთ გამოიყურება. ასევე კარგად მოქმედებს ახალბედა ნათან ჰორტონი. მან სეზონი გოლებით დაიწყო, ამჯერად კი ულამაზესი პასით გაატანინა კრეისის. გარდა ამისა, პირველ პერიოდში ლუჩიჩმაც გამოიჩინა თავი, როცა მეკარის საჯარიმოში დაასწრო ყველას. აღსანიშნავია, რომ ამ ჰოკეისტმა ე. წ. "გორდი ჰოუს ჰეთ-თრიკი" შეასრულა -
ვაშინგტონელებისთვის სასიხარულო ის იყო, რომ პირველი შაიბა გაიტანა დებიუტანტმა მარკუს იოჰანსონმა - შვედმა ჩიმერას კარის უკნიდან გადაცემა გამოიყენა. თუმცა მესამე პერიოდის დასაწყისში მეტ ჰენვიკმა საბოლოოდ გადაუწურა "კეპიტალზს" თამაშის გადარჩენის იმედი. ერთი დღის შემდეგ "დათვები" ისევ "ვაშინგტონს" შეხვდებიან, ოღონდ საკუთარ მოედანზე.
სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე მეორე მატჩის ძირითადი დრო დასრულდა უგოლოდ. "კალგარის" მეკარემ მიკა კიპრუსოფმა "ნეშვილის" 34 დარტყმა მოიგერია და თავის ანგარიშზე კარიერაში 35-ე შათაუტი ჩაიწერა. ცუდად არც "ნეშვილის" მეკარე პეკა რინე გამოიყურებოდა - ძირითად დროში მანაც 34 დარტყმა მოიგერია, მაგრამ ოცდამეთხუმეტეს ვერ გაუმკლავდა - ოვერტაიმში "კალგარიმ" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და რენე ბურკმა მეორე ცდიდან შეაგდო შაიბა "პრედატორზის" კარში.
უცნაური ანგარიში დაფიქსირდა "მინესოტასა" და "ვანკუვერის" მატჩში. რა თქმა უნდა, "უაილდს" ჰქონდა ამ შეხვედრის მოგების შანსი, მაგრამ ექვს შაიბას ლუონგოს კარში არავინ ელოდა - 6:2. საინტერესოა, რომ "ვანკუვერის" მთავარ მწვრთნელ ალან ვინიოსთვის ეს საიუბილეო - მე-600 მატჩი იყო NHL-ში.
40 წუთის შემდეგ ანგარიში 6:1 გახლდათ და მატჩის მსვლელობამ ისე გამოიყვანა მწყობრიდან "კენაქსის" მოთამაშე რიკ რიპიენი, რომ გასახდელში მიმავალი "მინესოტას" გულშემატკივარს დაესხა თავს. კიდევ კარგი, საქმეში მენი მალორტა ჩაერია და თანაგუნდელი დააშოშმინა. რიპიენი ბოლო პერიოდში ყინულზე აღარ გამოჩენილა. გარდა ამისა, ამ ჰოკეისტმა მატჩის მსვლელობისას დამხმარე მსაჯს ჰკრა ხელი და საჯარიმო წუთები მიიღო.
ევროპიდან დაბრუნების შემდეგ ჯერჯერობით გონს ვერ მოვიდა "სან ხოსე". "ბოსტონისგან" განსხვავებით, "ზვიგენებმა" ჩრდილოეთ ამერიკაში ორი მატჩი შინ გამართეს და ორივე წააგეს: ჯერ "ატლანტასთან" 2:4, თუმცა იგებდნენ შეხვედრას - 2:0, ამჯერად კი "კაროლინასთან" 2:5 განადგურდნენ. "სან ხოსე" "ფინიქსთან" ერთად კონფერენციის ბოლო ადგილს იყოფს.
ვაშინგტონი-ბოსტონი 1:3
0:2, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 კრეისი-1 (ჰორტონი-3, ლუჩიჩი-2), 0:2 ლუჩიჩი-3 (ბოიჩუკი-2, კრეისი-5), 1:2 მ. იოჰანსონი-1 (ჩიმერა-1, ჰენდრიკსი-2), 1:3 ჰანვიკი-1 (საიდენბერგი-1, ველერი-1).
ნეშვილი-კალგარი 0:1 (ო)
0:0, 0:0, 0:0, 0:1
გოლი: 0:1 რენე ბურკი-1 (ბ. მორისონი-4, უაიტი-1).
მინესოტა-ვანკუვერი 6:2
3:1, 3:0, 0:1
გოლები: 0:1 დ. სედინი-5 (ჰ. სედინი-8, ედლერი-4), 1:1 ჟიდლიცკი-1 (კულენი-5, მიეტინენი-3), 2:1 ლატენდრესი-2 (ფალკი-1, ჰავლატი-4), 3:1 კლატერბეკი-2 (ლატენდრესი-1, ჰავლატი-5), 4:1 მადენი-1 (ბერნსი-1, შულტცი-1), 5:1 ბრუნეტი-2 (ჟიდლიცკი-2, მიეტინენი-4), 6:1 კულენი-3 (მ. კოივუ-4, ჟიდლიცკი-3), 6:2 დ. სედინი-6 (ჰ. სედინი-9, სამუელსონი-5).
სან ხოსე-კაროლინა 2:5
0:2, 2:1, 0:2
გოლები: 0:1 ე. სტაალი-2 (ლაროუზი-1, ბაბჩუკი-1), 0:2 კოული-1 (გლისონი-2, სკინერი-3), 0:3 დუაიერი-1 (ი. იოკინენი-3, ლაროუზი-2), 1:3 მარლო-1 (ბოილი-3, ჯ. ტორნტონი-2), 2:3 მარლო-2 (სეტოგუჩი-1, მიურეი-1), 2:4 ლაროუზი-1 (ე. სტაალი-2), 2:5 პიტკანენი-1 (კოსტოპულოსი-1, მაკბეინი-2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"