"ტამპა ბეის" თავდამსხმელმა სტივენ სტემკოსმა თავისი გუნდის მსგავსად ძლიერად დაიწყო სეზონი და შედეგიანობის მხრივ შარშანდელი მაჩვენებლის გაუმჯობესებას აპირებს. გასული კვირას სტემკოსმა ოთხ მატჩში ერთბაშად 9 ქულა (4 გოლი+5 პასი) დააგროვა. ფორვარდმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ატლანტასთან" შეხვედრაში - მის ანგარიშზე ჰეთ-თრიკი იყო. ახლა "ტამპას" ლიდერი სათავეში უდგას ბომბარდირთა დავას და ოთხი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. გარდა ამისა, სტივენი პატრიკ შარპთან ერთად საუკეთესო სნაიპერთა სიის ლიდერიცაა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფორვარდი "ლაითნინგმა" 2008 წლის დრაფტის პირველ ნომრად აირჩია. სტემკოსს სადებიუტო
კვირის გუნდი
გასული კვირის ბოლოს "პიტსბურგმა" "ფილადელფია" გაანადგურა - 5:1 და გასვლით ტურნეში გაემგზავრა. თავიდან "პინგვინები" იოლად გაუსწორდნენ "ოტავას" (5:2), რის შემდეგაც დასავლეთში გადაინაცვლეს. პარასკევს დენ ბილსმას გუნდს დაძაბული მატჩი მოუწია "ნეშვილთან" და მხოლოდ ოვერტაიმში გაიმარჯვა - 4:3. გამარჯვების შაიბა კრის ლეტანგმა გაიტანა.
კვირას კი "პიტსბურგს" ყველაზე რთული მატჩი ჰქონდა სენტ ლუისში. მიუხედავად იმისა, რომ 60 წუთის განმავლობაში შაიბა არ გასულა, თამაშმა სანახაობრივი თვალსაზრისით გაამართლა და ხშირი იყო საგოლე მომენტები. ოვერტაიმში "ბლუზმა" მაინც შეძლო მოგება, მაგრამ საერთო ჯამში, "პიტსბურგის" ხუთ ქულა სამ მატჩში გამოსარჩევი შედეგია.
"ნიუ აილენდერსიც" შეიძლება მოინათლოს კვირის გუნდად. "კუნძულელებმა" მათთვისაც გასაკვირად ბრწყინვალედ დაიწყეს რეგულარული ჩემპიონატი. "აილენდერსმა" სამიდან ორი მატჩი მოიგო: დაამარცხა ლიდერები - "ტორონტო" და "ტამპა ბეი". შეეძლო "ფლორიდას" ძლევაც, მაგრამ "პანტერებმა" ბოლოს იძალეს - 4:3. ყველასთვის მოულოდნელად, ნიუიორკელებს აღმოსავლეთი კონფერენციის ხუთეულში ვხედავთ.
სიმბოლური ნაკრები
ტიმ ტომასი (ბოსტონი). გასული კვირის განმავლობაში "დათვებმა" ორჯერ ითამაშეს ძლიერი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ და ორივეჯერ მოიგეს - 3:1, 4:1. ერთ მატჩში მეკარე ტიმ ტომასი პირველ ვარსკვლავად მონათლეს, სულ კი ორ მატჩში 75-დან 73 დარტყმა მოიგერია. საინტერესოა, რომ ბოლო შეხვედრაში "ბოსტონის" კარში ტუუკა რასკი ჩადგა და "ბრუინზმა" შეწყვიტა ზედიზედ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.
ში უებერი (ნეშვილი). არნოტის წასვლის შემდეგ "ნეშვილმა" შემთხვევით არ დანიშნა კაპიტნად 25 წლის უებერი, რომელიც დღევანდელი "პრედატორზის" ლიდერია. გასულ კვირას "ნეშვილმა" რეგულარულის ლიდერობა მოიპოვა, უებერი კი საშუალოდ მოედანზე 23 წუთს ატარებდა. "პრედატორზის" დაცვის ძალას ამტკიცებს ცალკეული მატჩების შედეგები: გუნდმა მართალია წააგო "კალგარისთან" ოვერტაიმში, მაგრამ მხოლოდ მინიმალური ანაგირშით - 0:1, "დალასისგან" კი ბარი ტოტცის გუნდს შაიბა არ გაუშვია. დასავლეთში "ნეშვილზე" ცოტა შაიბა მხოლოდ "სენტ ლუისს" აქვს გაშვებული.
კრის ლეტანგი (პიტსბურგი). საინტერესოა, რომ დენ ბილსმას გუნდში ძალიან შედეგიანად თამაშობენ მცველები - ამ ამპლუის სამი ჰოკეისტი შედის გუნდის ექვს საუკეთესო ბომბარდირს შორის. კროსბისა და მალკინის შემდეგ ამ სიაში მესამე კრის ლეტანგია - მას ცხრა მატჩში რვა ქულა აქვს. აქედან ოთხი ქულა 23 წლის მცველმა ბოლო კვირაში დააგროვა, თანაც ერთხელ ოვერტაიმში გამარჯვების შაიბა გაიტანა.
რენე ბურკი (კალგარი). ეს ფორვარდი NHL-მ კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელა. ბურკმა ბრწყინვალე მატჩები ითამაშა - ჰეთ-თრიკი შეასრულა "კოლამბუსთან" და დუბლი - "სან ხოსესთან". სულ 28 წლის ჰოკეისტის ანგარიშზე უკვე სამი გამარჯვების შაიბა მოდის.
ჯონ ტავარესი (აილენდერსი). ასევე ჰეთ-თრიკით აღინიშნა გასულ კვირას ჯონ ტავარესი - მან "ფლორიდას" გაუტანა სამი გოლი, რასაც ახალგაზრდა ფორვარდმა "ტორონტოსთან" ოვერტაიმში გამარჯვების გოლი დაუმატა. ლიგაში თავის მეორე სეზონი 20 წლის თავდამსხმელმა ხუთ მატჩში შვიდი ქულით (5+2) დაიწყო.
სიდნი კროსბი (პიტსბურგი). "პიტსბურგის" ლიდერი თანდათან შედის ფორმაში. კროსბი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კაპიტანმა "ოტავასა" და "ნეშვილთან" მატჩებში ხუთი ქულა დააგროვა - სამი შაიბა გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.
კოლამბუსი-ფილადელფია 2:1
1:0, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 უილსონი-1 (კ. კლარკი-4, მეტოტი-5), 2:0 ბრასარი-2 (ნეში-1, ვორაჩეკი-3), 2:1 ლეინო-2 (ბრიერი-1, ჰარტნელი-2).
მონრეალი-ფინიქსი 3:2 (ო)
0:0, 2:1, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 ტარისი-3 (ვოლსკი-4, ლეპისტო-1), 1:1 პლეკანეცი-3 (ა. კოსტიცინი-3, კამალერი-3), 2:1 კამალერი-3 (ჰამრლიკი-2, სუბანი-4), 2:2 მორისი-1, 3:2 ა. კოსტიცინი-5 (ელერი-1, გორჯესი-4).
მინესოტა-ლოს ანჯელესი 2:3 (ბ)
2:1, 0:1, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 მადენი-2 (სტოუნერი-1), 2:0 შულტცი-1 (მ. კოივუ-7, ბერნსი-3), 2:1 სტოლი-3 (ჯ. ჯონსონი-3, კოპიტარი-5), 2:2 კოპიტარი-3 (ჯ. ჯონსონი-4, ჯასტინ უილიამსი-5).
ბულიტები გაიტანეს: კოპიტარი (ლოს ანჯელესი), მ. კოივუ (მინესოტა), კულენი (მინესოტა), სტოლი (ლოს ანჯელესი), ჰანძუში (ლოს ანჯელესი).
აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. მონრეალი 8 5 2 1 11
2. ტამპა ბეი 8 5 2 1 11
3. პიტსბურგი 9 5 3 1 11
4. ვაშინგტონი 8 5 3 0 10
5. აილენდერსი 8 4 2 2 10
6. რეინჯერსი 7 4 2 1 9
7. ტორონტო 7 4 2 1 9
8. ბოსტონი 6 4 2 0 8
9. კაროლინა 7 4 3 0 8
10. ფილადელფია 8 3 4 1 7
11. ატლანტა 8 3 4 1 7
12. ბაფალო 9 3 5 1 7
13. ფლორიდა 6 3 3 0 6
14. ოტავა 8 2 5 1 5
15. ნიუ ჯერსი 9 2 6 1 5
დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ნეშვილი 8 5 0 3 13
2. ლოს ანჯელესი 8 6 2 0 12
3. კალგარი 8 5 3 0 10
4. დეტროიტი 7 5 1 1 11
5. ჩიკაგო 10 5 4 1 11
6. სტ. ლუისი 7 4 1 2 10
7. დალასი 7 5 2 0 10
8. კოლამბუსი 8 5 3 0 10
9. მინესოტა 8 3 3 2 8
10. ვანკუვერი 8 3 3 2 8
11. კოლორადო 8 4 4 0 8
12. სან ხოსე 7 3 3 1 7
13. ფინიქსი 7 2 2 3 7
14. ანაჰაიმი 9 3 5 1 7
15. ედმონტონი 6 2 4 0 4
ბომბარდირები
გოლი+პასი
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 15 (8+7)
პატრიკ შარპი (ჩიკ) 11 (8+3)
მარიან ჰოსა (დეტ) 11 (7+4)
დანიელ სედინი (ვან) 11 (7+4)
სიდნი კროსბი (პიტ) 11 (6+5)
რაიან გეტცლაფი (ანა) 11 (3+8)
კრის სტიუარტი (კოლორ) 10 (5+5)
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 10 (3+7)
ბრედ რიჩარდსი (დალ) 10 (2+8)
ჯონ-მაიკლ ლაილსი (კოლორ) 10 (0+10)
ჰენრიკ სედინი (ვან) 10 (0+10)
გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 8
პატრიკ შარპი (ჩიკ) 8
დანიელ სედინი (ვან) 7
მარიან ჰოსა (დეტ) 7
ფილ კესელი (ტორ) 6
კლარკ მაკარტური (ტორ) 6
სიდნი კროსბი (პიტ) 6
რენე ბურკი (კალ) 6
პასები
ჯონ-მაიკლ ლაილსი (კოლორ) 10
ჰენრიკ სედინი (ვან) 10
რაიან გეტცლაფი (ანა) 8
ბრედ რიჩარდსი (დალ) 8
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"