ფორვარდს შეეძლო, მომავალ ზაფხულს შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გამხდარიყო, ახლა კი "ანაჰაიმს" 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე დაუკავშირა თავისი კარიერა.
"ბედნიერები ვართ, რომ შევძელით რაიანთან მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება, - განაცხადა "ანაჰაიმის" გენერალურმა მენეჯერმა ბობ მიურეიმ. - მან თავად გამოთქვა კარიერის ბოლომდე ჩვენს გუნდში დარჩენის სურვილი. ის ლიდერია, ნამდვილი გამარჯვებული და ისეთ დადებით თვისებებს ფლობს, რომელთა პოვნა ძალიან რთულია".
"ანაჰაიმმა" გეტცლაფი
კონტრაქტის გაფორმების მომენტში გეტცლაფს 534 მატჩში 499 ქულა ჰქონდა, მეორე დღეს კი "კალგარისთან" მატჩში მან კარიერაში მე-500 და 501-ე ქულები ჩაიწერა აქტივში. ფორვარდმა თავდაპირველად ბობ რაიანს გაატანინა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა მატჩში - 4:0. გეტცლაფი მეორე მოთამაშეა კლუბის ისტორიაში, ვინც "ანაჰაიმის" მაისურით 500-ქულიან ზღვარს მიაღწია. პირველმა ეს პოლ კარიამ გააკეთა, რომელიც 669 ქულით "ანაჰაიმის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
სხვათა შორის, ეს იყო "ანაჰაიმის" ზედიზედ მეათე გამარჯვება, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. ახლა "იხვებს"23 მატჩში 29 ქულა აქვთ და დასავლეთში მხოლოდ "ჩიკაგოს" ჩამორჩებიან.
როგორც იცით, "ჩიკაგოს" წლევანდელი რეგულარულის სტარტი ფანტასტიკური გამოუვიდა - ზედიზედ 24 (!) მატჩში "ბლეკჰოქსი" ძირითად დროში არ მარცხებოდა და მინიმუმ ერთ ქულას იღებდა. და აი, შაბათს, ჩიკაგოელთა ეს ბრწყინვალე სერია შეწყდა. ლიდერის შეჩერება საკუთარ მოედანზე "კოლორადომ" მოახერხა, თანაც ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა - 6:2.
9 მარტი
რეინჯერსი-ოტავა 2:3
2:2, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 ზ. სმიტი-2 (გონჩარი-9, ალფრედსონი-8), 0:2 ვირჩიოკი-2 (გონჩარი-10, მ. მიხალეკი-8), 1:2 ნეში-9 (დელ ზოტო-7, სტრალმანი-2), 2:2 ბ. რიჩარდსი-3 (ჰაგელინი-6), 2:3 სილვერბერგი-4 (გრიბა-3, კ. ფილიპსი-3).
ფლორიდა-ვინიპეგი 2:3 (ო)
1:2, 0:0, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 ლედი-13 (ლიტლი-11), 0:2 ველერი-8 (ლედი-11), 1:2 იუბერდო-12 (შორი-9, მიულერი-6), 2:2 მატიასი-6 (კოპეცკი-6, სკილი-4), 2:3 ბაჰლინი-4 (გლენკროსი-5, ანტროპოვი-7).
ნეშვილი-ედმონტონი 6:0
2:0, 2:0, 2:0
გოლები: 1:0 ჰორნკვისტი-3 (კ. უილსონი-11, ფიშერი-5), 2:0 ბერგლუნდი-4 (კ. უილსონი-12), 3:0 კლუნი-2 (გოსტადი-3, ს. კოსტიცინი-8). 4:0 ბოიჩაკი-1 (შ. უებერი-7, ერატი-10). 5:0 კ. უილსონი-6 (ფიშერი-6, შ. უებერი-8), 6:0 კ. უილსონი-7 (შ. უებერი-9, კ. სმიტი-3).
კოლორადო-ჩიკაგო 6:2
1:1, 4:0, 1:1
გოლები: 0:1 ტეივზი-11 (მარიან ჰოსა-9, საადი-6), 1:1 პ. შჩასტნი-7 (დუშენი-13, პარენტო-12), 2:1 დუშენი-9 (ე. ჯონსონი-2), 3:1 ჯ. მიტჩელი-8 (რ. ო'რაილი-2, პალუშაი-3), 4:1 რ. ო'რაილი-1 (დუშენი-14, პ. შჩასტნი-8), 5:1 მაკგინი-4 (დუშენი-15, პარენტო-13), 5:2 ბიკელი-6 (კრუგერი-7, ფროლიკი-3), 6:2 პარენტო-10 (პ. შჩასტნი-9, ჰანვიკი-4).
ანაჰაიმი-კალგარი 4:0
1:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ვინიკი-6 (კოლიანო-7, ს. კოივუ-14), 2:0 რაიანი-7 (პერი-15, გეტცლაფი-19), 3:0 სურეი-5 (შტაუბიცი-1, ეტემი-4), 4:0 გეტცლაფი-10 (რაიანი-13, სბისა-6).
10 მარტი
ბოსტონი-ფილადელფია 3:0
3:0, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 სეგუინი-8 (ლუჩიჩი-10, კრეიჩი-13), 2:0 კელი-2 (კარონი-1, პევერლი-4), 3:0 პეი-4 (გ. კემპბელი-3, შ. ტორნტონი-1).
აილენდერსი-ვაშინგტონი 5:2
1:0, 1:1, 3:1
გოლები: 1:0 ბეილი-2 (ნილსენი-10, შტრაიტი-10), 1:1 მ. პერო-4 (ჯ. უორდი-8, ჯ. კარლსონი-7), 2:1 ჩიზიკასი-3 (მარტინი-2, კ. მაკდონალდი-6), 2:2 ბექსტრიომი-3 (ბროუერი-7, ელზნერი-1), 3:2 ტავარესი-15 (ბოიესი-14, ვიშნოვსკი-6), 4:2 ტავარესი-16 (მოულსონი-15, ბოიესი-15), 5:2 ნილსენი-3 (ჰამონიკი-6).
კოლამბუსი-დეტროიტი 3:0
1:0, 2:0, 0:0
გოლები: 1:0 ატკინსონი-3 (კალვერტი-3), 2:0 ჯ. ჯონსონი-3 (ბრასარი-9, უმბერგერი-5), 3:0 ფოლინო-3 (იოჰანსენი-5).
სან ხოსე-სტ ლუისი 3:4 (ო)
1:1, 2:0, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 სობოტკა-5 (შატენკირკი-16, რედენი-1), 1:1 კუტური-9 (უინგელსი-5, ირვინი-2), 2:1 გომესი-2 (ქლოუ-7, შეპარდი-3), 3:1 ირვინი-2 (ბრაუნი-2, გომესი-3), 3:2 სობოტკა-6 (რასელი-2, პოლაკი-3), 3:3 სობოტკა-7 (კ. სტიუარტი-12, შატენკირკი-17), 3:4 ბერგლუნდი-12 (ჯეკმენი-6, პიეტრანჯელო-12).
ტორონტო-პიტსბურგი 4:5 (ბ)
1:3, 2:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ჯ. ნილი-16 (ნისკანენი-4, ლეტანგი-20), 1:1 ვან რიმსდიკი-14 (კესელი-15, ფანოფი-9), 1:2 კროსბი-12 (ლეტანგი-21, ბენეტი-4), 1:3 პ. მარტინი-5 (ჯ. ნილი-9, მალკინი-19), 2:3 ფრენსონი-2 (კესელი-16, ფანოფი-10), 2:4 დუპუი-9 (პ. მარტინი-12, ორპიკი-6), 3:4 მაკარტური-7 (ფანოფი-11, ფრატენი-4), 4:4 კესელი-7 (ფრეზერი-5, მაკარტური-8).
ბულიტები გაიტანეს: ჯ. ნილი (პიტსბურგი), კროსბი (პიტსბურგი).
კაროლინა-ნიუ ჯერსი 6:3
2:1, 3:0, 1:2
გოლები: 1:0 სიომინი-7 (კორვო-6, ტლუსტი-8), 2:0 ჰარისონი-3 (სკინერი-9, ჯ. სტაალი-12), 2:1 კოვალჩუკი-8, 3:1 ტლუსტი-12 (სიომინი-18, ელისი-1), 4:1 ტერი-1 (ე. სტაალი-17, სანგინეტი-3), 5:1 სკინერი-9 (გლისონი-5, ი. იოკინენი-5), 5:2 კოვალჩუკი-9 (ფეინი-5, ე. გრინი-8), 5:3 ელიაში-8 (ჟიდლიცკი-8, ვოლჩენკოვი-2), 6:3 ტლუსტი-13 (სიომინი-19, ე. სტაალი-18).
ტამპა ბეი-მონრეალი 3:4
0:0, 3:1, 0:3
გოლები: 1:0 სტემკოსი-19 (სან ლუი-26, ჰედმანი-8), 1:1 პლეკანეცი-11 (მარკოვი-11), 2:1 სალო-2 (კრომბინი-4, ტომპსონი-4), 3:1 მელოუნი-5 (სტემკოსი-18, სან ლუი-27), 3:2 ბ. ჯონტა-8 (რაიდერი-13, ბუიონი-6), 3:3 ემელინი-2 (ბ. ჯონტა-6, რაიდერი-14), 3:4 გალაჰერი-7 (პასიორეტი-13).
ნეშვილი-მინესოტა 1:2 (ბ)
0:0, 0:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 პარიზე-9 (რ. სატერი-15, მ. კოივუ-15), 1:1 ბერგლუნდი-5 (ს. კოსტიცინი-9, შ. უებერი-10).
ბულიტები გაიტანეს: მ. კოივუ (მინესოტა), კ. სმიტი (ნეშვილი), კულენი (მინესოტა).
ფინიქსი-დალასი 2:1
1:0, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 დოუნი-8 (ვერმეტი-7, ეკმან-ლარსონი-14), 2:0 კინკჰამერი-1 (ბ. გორდონი-7, მოსი-9), 2:1 იაგრი-10 (ლ. ერიქსონი-9).
ლოს ანჯელესი-კალგარი 6:2
3:2, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 ჯ. კარტერი-17 (დ. ბრაუნი-6, ვოინოვი-10), 1:1 კამალერი-9 (ვიდემანი-9, იგინლა-12), 2:1 მუზინი-5 (ფრეზერი-3, ჯასტინ უილიამსი-11), 3:1 ტ. ლუისი-4 (ვოინოვი-11), 3:2 ტანგეი-7 (ჯორდანო-4, სტაიანი-9), 4:2 ჯასტინ უილიამსი-3 (ვოინოვი-12, კოპიტარი-14), 5:2 კოპიტარი-8 (ჯასტინ უილიამსი-12), 6:2 ფრეზერი-2 (ნოლანი-3, პენერი-7).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჰოკეისტი სამუდამოდ პარალიზებული დარჩა [VIDEO]