"ბოსტონმა" ზედიზედ მეორე "მშრალი" მატჩი ითამაშა. "დათვებმა" ოთხი შაიბა გაუტანეს "ოტავას", მათმა მეკარემ ტიმ ტომასმა კი კარიერაში მეოცე "შათაუტი" მიითვალა. ბოსტონელთა კარის დარაჯი შეუდარებელია მიმდინარე სეზონში - ეს მისი მეექვსე გამარჯვება იყო ექვს მატჩში.
გუშინ "ფლორიდამ" შეწყვიტა "მონრეალის" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია. ამ შემთხვევაშიც
ზედიზედ მეოთხედ წააგეს ნიუიორკელმა "კუნძულელებმა". ამჯერად ეს გუნდი "ფილადელფია ფლაიერზთან" დამარცხდა.
"მფრინავების" გამარჯვება კრის პონგერისა და ჯეფ კარტერის დუბლების დამსახურებაა. "ფილადელფიამ" ზედიზედ მესამედ მოიგო.
მომდევნო "მშრალი" მატჩი ჩატარდა კაროლინაში, სადაც სტუმრად "პიტსბურგი" იყო ჩასული. წინა დღეს "ფილადელფიასთან" წაგებამ "პინგვინები" ძალიან გააბრაზა და ამჯერად მათ შანსი არ დაუტოვეს "ჰარიკეინზს". დუბლითა და "შათაუტით" გამოიჩინეს თავი პასკალ დუპუიმ და ბრენტ ჯონსონმა - 3:0.
"დეტროიტმა" იოლად დაამარცხა საკუთარ მოედანზე "ნეშვილი". პაველ დაციუკის ორმა გოლმა და ნიკლას ლიდსტრიომის ორმა პასმა "რედ უინგზს" 5:2 გაამარჯვებინა.
მესამე პერიოდის შუამდე "სენტ ლუისი" შინ 1:3-ს აგებდა "ატლანტასთან". თითქოს "ბლუზმენებისთვის" ყველაფერი დაკარგული იყო, მაგრამ ორი წუთის ინტერვალით ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. ჯეი მაკლემანის პირველი ჰეთ-თრიკითა და ოშისა და ბოიესის ბულიტების წყალობით "სენტ ლუისმა" 4:3 გაიმარჯვა.
მარიან ჰოსას გარეშე მოთამაშე "ჩიკაგომ" სტუმრად მოუგო "მინესოტას". დანკან კეიტმა და ტროი ბროუერმა მიითვალეს თითო გოლი და პასი, რამაც სტენლის თასის მფლობელს 3:1 გამარჯვება მოუტანა.
ტურში მეოთხე "შათაუტი" "დალასისა" და "ბაფალოს" მატჩში დაფიქსირდა. "სტარზმა" შინ 4:0 გაანადგურა "ბაფალო". 34-მა "სეივმა" ენდრიუ რეიკროფტს კარიერაში მერვე "მშრალი" მატჩი მოუტანა. "დალასმა" კი შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.
სტუმრად "კოლამბუსთან" იოლი გასეირნება გამოუვიდა "კოლორადოს" - 5:1. უნდა აღინიშნოს პეტერ ბუდაის თამაში. 33 მოგერიების წყალობით სათადარიგო მეკარემ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
დენ ელისი 23 დარტყმას გადაეღობა, კარიერაში მე-11 "შათაუტი" შეასრულა და "ტამპას" "ფინიქსის" დამარცხებაში დაეხმარა. "ლაითნინგისთვის" ეს იყო სასტარტო ათ შეხვედრაში მეშვიდე გამარჯვება იყო და ფლორიდულმა კლუბმა "მონრეალს" აღმოსავლეთში ლიდერობა ჩამოართვა.
ძალიან საინტერესო ბრძოლა გაიმართა კალგარიში, სადაც ადგილობრივი "ფლეიმზი" "ვაშინგტონს" მასპინვლობდა და პირველი პერიოდის შემდეგ 2:1-ს იგებდა. მაგრამ "კეპიტალზმა" პირველ 20-წუთეულში ცუდი თამაში მეორე პერიოდში "კალგარის" განადგურებად აქცია. ამ დროის განმავლობაში სტუმრებმა ექვსი უპასუხო შაიბა გაიტანეს, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ალექსანდრ ოვეჩკინმა - მან ორი გოლი 12 წამის (!) ინტერვალში შეაგდო. ხუთმატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ რუსმა ვარსკვლავმა ბოლო ორ მატჩში სამი შაიბა გაიტანა.
კალიფორნიული ტურნე დაასრულა "ნიუ ჯერსიმ". გაჩერების ბოლო პუნქტი ლოს ანჯელესი იყო. ადგილობრივი გულშემატკვირები სტვენით შეხვდნენ "ეშმაკების" ფორვარდ ილია კოვალჩუკს, რომელმაც ზაფხულში არ ისურვა "კინგზის" რიგებში გადასვლა. რუსმა ფორვარდმა უქულოდ დატოვა მოედანი, მისმა გუნდმა კი 1:3 წააგო და კვლავაც აღმოსავლეთი კონფერენციის ბოლო პოზიციაზე დაეშვა. თანაც ერთ-ერთი ლიდერი ზაკ პარიზე დაკარგა, რომელმაც ფეხი დაიზიანა. რაც შეეხება "ლოს ანჯელესს", მან ლიგაში საიუბილეო - მე-800 მატჩი მოიგო.
დღის ბოლო მატჩში კალიფორნიული დერბი გაიმართა "სან ხოსესა" და "ანაჰაიმს" შორის. კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა "შარქსის" წამყვანმა ტრიომ - დენი ჰიტლის დუბლისა და ჯო ტორნტონის სამი პასის წყალობით "ზვიგენები" 5:0 დაწინაურდნენ და მესამე პერიოდი ფორმალობად აქციეს. ტორნტონმა წინა მატჩში ხუთ გოლში მიიღო მონაწილეობა, ახლა სამი გადაცემა მიითვალა და გარანტირებული აქვს კვირის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი.
29 ოქტომბერი
აილენდერსი-მონრეალი 1:3
0:1, 1:0, 0:2
გოლები: 0:1 პლეკანეცი-5 (კამალერი-4, ჰამრლიკი-4), 1:1 მარტინი-1 (ნილსენი-5, ჰანტერი-2), 1:2 პუიო-2 (ჰალპერნი-3, სუბანი-6), 1:3 მოენი-2 (ჯონტა-2).
რეინჯერსი-კაროლინა 3:4
0:1, 3:2, 0:1
გოლები: 0:1 ტ. რუუტუ-2 (ბაბჩუკი-3, მაკბეინი-3), 0:2 სკინერი-2 (კოული-4, ე. სტაალი-4), 1:2 კელეჰანი-3 (ანისიმოვი-4, როჟსივალი-5), 2:2 მ. სტაალი-2 (კრისტენსენი-2, ფროლოვი-3), 2:3 სკინერი-3 (ტ. რუუტუ-2), 3:3 დუბინსკი-5 (კელეჰანი-7), 3:4 კოული-2 (სკინერი-4, ტ. რუუტუ-3).
პიტსბურგი-ფილადელფია 2:3
1:0, 0:2, 1:1
გოლები: 1:0 ლეტანგი-3 (მალკინი-6, კომრი-5), 1:1 ჟირუ-5 (მ. რიჩარდსი-7), 1:2 კარჩილო-1 (მ. კარლი-4, ბეტსი-3), 1:3 ჟირუ-6 (ლეინო-5, ტიმონენი-1), 2:3 ტაილერ კენედი-2 (კროსბი-7, ლეტანგი-8).
ატლანტა-ბაფალო 4:3 (ო)
0:2, 2:0, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 ტიმ კონოლი-4 (მაკორმიკი-1), 2:0 ლეოპოლდი-3 (დ. როი-7, გერბი-2), 2:1 ანტროპოვი-1 (ბიფულინი-5, ენსტრიომი-7), 2:2 ბურმისტროვი-1 (ოდუია-4), 3:2 ბერგფორსი-2 (ე. სტიუარტი-4, ე. კეინი-1), 3:3 დ. როი-6 (ლეოპოლდი-4), 4:3 ბიფულინი-4 (პევერლი-6, ენსტრიომი-8).
ჩიკაგო-ედმონტონი 4:7
2:4, 1:2, 1:1
გოლები: 0:1 ჰოლი-2 (ებერლე-4, ჰორკოფი-3), 1:1 ტეუვზი-3 (შარპი-4, კეიტი-6), 1:2 ჰემსკი-4 (რაიან უიტნი-9, პააიარვი-3), 1:3 ებერლე-4 (ჰორკოფი-4, ჰოლი-3), 1:4 სემ განიე-1 (პააიარვი-4), 2:4 პ. კეინი-3 (შარპი-5, კეიტი-7), 2:5 კოლიანო-1 (ბრული-1, ფოსტერი-2), 3:5 დოუელი-2 (სტალბერგი-1, კალიმორი-3), 3:6 რ. ჯონსი-2 (ფოსტერი-3), 4:6 შარპი-10 (კეიტი-8, ტეუვზი-6), 4:7 სემ განიე-2 (ჰემსკი-4).
ანაჰაიმი-ნიუ ჯერსი 1:2
0:0, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 ბლეიკი-2 (ს. კოივუ-2, სივრეტი-1), 1:1 ლანგენბრუნერი-1 (პარიზე-3, პელეი-1), 1:2 ელიაში-2 (ვასიუნოვი-1).
30 ოქტომბერი
კაროლინა-პიტსბურგი 0:3
0:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 დუპუი-3 (კროსბი-8, კუნიტცი-4), 0:2 ტელბოტი-2 (ეშემი-1, რუპი-2), 0:3 დუპუი-4 (გოლიგოსკი-5, კროსბი-9).
დეტროიტი-ნეშვილი 5:2
2:0, 1:1, 2:1
გოლები: 1:0 დაციუკი-5 (ზეტერბერგი-9, სალეი-1), 2:0 ბ. სტუარტი-1 (ფრანცენი-2, ლიდსტრიომი-9), 2:1 ჯ. უორდი-2 (ფრანსონი-3, კ. ო'რაილი-6), 3:1 დაციუკი-6 (კლირი-2, სალეი-2), 4:1 ჰოლმსტრიომი-3 (ლიდსტრიომი-10, დაციუკი-5), 5:1 ივსი-2 (ჰელმი-2, დ. მილერი-1), 5:2 კლაინი-1 (შ. უებერი-5, სალივანი-3).
მონრეალი-ფლორიდა 1:3
0:1, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 ფროლიკი-1 (მატიასი-2, ჰიგინსი-1), :1 დერჩი-2 (ჰალპერნი-4, პუიო-4), 1:2 ბუტი-4 (ბულიტი), 1:3 მატიასი-2 (რაინპრეხტი-1).
ოტავა-ბოსტონი 0:4
0:1, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 კრეისი-2, 0:2 სეგუინი-3 (რეკი-5, საიდენბერგი-4), 0:3 ლუჩიჩი-4 (კრეისი-7, ფერენსი-1), 0:4 კერონი-3 (პ. ბერჟერონი-3).
ფილადელფია-აილენდერსი 6:1
2:0, 4:1, 0:0
გოლები: 1:0 ტიმონენი-1 (ჰარტნელი-4, ლეინო-6), 2:0 ჯ. კარტერი-4 (ჟირუ-4, მეზაროში-2), 3:0 ჯ. კარტერი-5 (პოუ-3, ჟირუ-5), 4:0 პრონგერი-1 (ტიმონენი-2, ლეინო-7), 4:1 ნილსენი-2 (ბულიტი), 5:1 პრონგერი-2 (ტიმონენი-3, მ. რიჩარდსი-8), 6:1 ნოდლი-2 (ვარ რიმსდიკი-4, ჯ. კარტერი-4).
ტორონტო-რეინჯერსი 0:2
0:1, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 ბ. ბოილი-4 (პრუსტი-1, ჟირარდი-4), 0:2 კელეჰანი-4 (ბულიტი).
დალასი-ბაფალო 4:0
1:0, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 ნილი-5 (რიბეირო-9, ბ. რიჩარდსი-10), 2:0 მოროუ-6 (ბ. რიჩარდსი-11, ლ. ერიქსონი-4), 3:0 ოტი-2 (ბენი-4), 4:0 დელეი-1 (რობიდასი-3).
მინესოტა-ჩიკაგო 1:3
0:0, 0:1, 1:2
გოლები: 0:1 ბროუერი-1 (კეიტი-9, პ. კეინი-7), 0:2 კეიტი-1 (ბროუერი-7, პ. კეინი-8), 1:2 ჟიჟლიცკი-2 (მ. კოივუ-8, ბრუნეტი-4), 1:3 დოუელი-3.
სენტ ლუისი-ატლანტა 4:3 (ბ)
1:3, 0:0, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 პევერლი-1 (ანტროპოვი-2, ლედი-7), 1:1 მაკლემანი-1 (დ'აგოსტინი-1, სტინი-4), 1:2 ანტროპოვი-2 (პევერლი-7, ლედი-8), 1:3 ბერგფორსი-3 (ე. კეინი-2, ბიფულინი-6), 2:3 მაკლემანი-2 (დ'აგოსტინი-, სტინი-5), 3:3 მაკლემანი-3 (პიეტრანჯელო-4, ოისტრიკი-1).
ბულიტები გაიტანეს: ოში (სტ. ლუისი), ბოიესი (სტ. ლუისი).
კოლორადო-კოლამბუსი 5:1
1:0, 3:0, 1:1
გოლები: 1:0 დ. ჯონსი-4 (ჰეიდუკი-7, ჰენანი-2), 2:0 კ. სტიუარტი-9 (პ. შჩასტნი-8, ჰეიდუკი-8), 3:0 ლიფიტონი-1 (ვინიკი-1, იიპი-2), 4:0 პ. შჩასტნი-5 (კ. სტიუარტი-7, გალიარდი-2), 5:0 მაკლეოდი-2 (რ. უილსონი-2, ვინიკი-2), 5:1 ბრასარი-3 (ნეში-2, სტრალმანი-3).
ფინიქსი-ტამპა ბეი 0:3
0:0, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 რიტოლა-1 (ბ. ჯონსი-1, მელოუნი-5), 0:2 ჰოლი-2 (ტომპსონი-3, ბერგენჰაიმი-3), 0:3 სტემკოსი-9 (დაუნი-6, რ. ჯონსი-3).
კალგარი-ვაშინგტონი 2:7
2:1, 0:6, 0:0
გოლები: 1:0 ო. იოკინენი-2 (ბოუმისტერი-3), 2:0 გლენკროსი-3 (მიკელსონი-2, ბ. მორისონი-7), 2:1 ბექსტრიომი-4 (მ. გრინი-3, ლეიჩი-3), 2:2 ოვეჩკინი-6 (მ. გრინი-4, ბექსტრიომი-4), 2:3 ოვეჩკინი-7 (სიომინი-4, ჩიმერა-2), 2:4 მ. გრინი-1 (სიომინი-5, ბექსტრიომი-5), 2:5 ბრედლი-1, 2:6 სიომინი-6 (ოვეჩკინი-6, ბექსტრიომი-6), 2:7 შტეკელი-1 (ბულიტი).
ლოს ანჯელესი-ნიუ ჯერსი 3:1
1:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 ჯასტინ უილიამსი-5 (სტოლი-5, რ. სმიტი-4), 2:0 ჰანძუში-2 (სტოლი-6, ჯ. ჯონსონი-8), 2:1 ტაორმინა-3 (არნოტი-3, კლარკსონი-1), 3:1 სტოლი-4 (სკუდერი-2, ჯასტინ უილიამსი-6).
სან ხოსე-ანაჰაიმი 5:2
2:0, 3:0, 0:2
გოლები: 1:0 ჰიტლი-4 (ჯ. ტორნტონი-8, დ. ბოილი-5), 2:0 კუტური-4 (ჯ. ტორნტონი-9, ჰიტლი-8), 3:0 ჰიტლი-5 (პაველსკი-5, ჯ. ტორნტონი-10), 4:0 ვალინი-1 (ნიკოლი-1, ქლოუ-4), 5:0 მარლო-4 (დ. ბოილი-6), 5:1 გეტცლაფი-4 (პერი-7, სელიანე-6), 5:2 პერი-5 (სელიანე-7, გეტცლაფი-11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"