ფინეთს NHL არ სჭირდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეები აგრძელებენ განაცხადების გამოქვეყნებას. რუსეთის ნაკრების დამრიგებელმა ზინეტულა ბილიალეტდინოვმა თავის გუნდში მხოლოდ ექვს ჰოკეისტს უხმო ჰოკეის ეროვნული ლიგიდან. ეს სია ასე გამოიყურება:

მეკარეები - ილია ბრიზგალოვი (ფილადელფია), სემიონ ვარლამოვი (კოლორადო);

მცველი - ფიოდორ ტიუტინი (კოლამბუსი);

ფორვარდები - ილია კოვალჩუკი, ანდრეი ლოკტიონოვი (ორივე - ნიუ ჯერსი), არტიომ ანისიმოვი (კოლამბუსი).

* * *
საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემადგენლობის მხრივ აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯო საკო. ამერიკელთა განაცხადის დიდ ნაწილს NHL-ის მოთამაშეები წარმოადგენენ.

მეკარეები - ბიშოპი (ტამპა ბეი);

მცველები - კ. ბატლერი (კალგარი),
კარლი (ტამპა ბეი), ფოლკი, მაკბეინი (ორივე - კაროლინა), ჰანვიკი, ე. ჯონსონი (ორივე - კოლორადო), პეტრი (ედმონტონი), ტრუბა (ვინიპეგი);

ფორვარდები - ბაგსტედი (ფლორიდა). ბ. ბატლერი. კ. სმიტი (ორივე - ნეშვილი), რ. კარტერი, ჯონტა (ორივე - ნიუ ჯერსი), ლებლანი (ჩიკაგო), მოსი (ფინიქსი), პალუშაი, შჩასტნი (ორივე - კოლორადო), ნ. ტომპსონი (ტამპა ბეი).

აქვე დავამატებთ, რომ შემადგენლობის დასახელებამდე ერთი დღით ადრე ჯო საკო "კოლორადო ეველანშის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

* * *
საკმაოდ მოკრძალებული შემადგენლობა ეყოლება სლოვაკეთის ნაკრებს. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელს ვლადიმიერ ვუიტეკს NHL-ის მხოლოდ ორი მოთამაშის დახმარების საშუალება ექნება: მცველი ანდრეი სეკერა ("ბაფალო") და ფორვარდი ტომაშ კოპეცკი ("ფლორიდა").

ასევე ორი ლეგიონერია ოკეანის გაღმიდან გერმანიის ნაკრებში: მცველი კრისტიან ერჰოფი ("ბაფალო") და ფორვარდი მარსელ გოკი ("ფლორიდა").

დაბოლოს, საინტერესოა ფინელების განაცხადი: იუკა იალონენის გუნდში არც ერთი (!) მოთამაშე არ წარმოადგენს ჰოკეის ეროვნულ ლიგას.

პირველი მატჩი კროსბის გარეშე?
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პლეი ოფი იწყება. ბუნებრივია, სტენლის თასის სტარტამდე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი "პიტსბურგის" კაპიტნის, სიდნი კროსბის ტრავმაა.

"პინგვინების" ლიდერმა  მონაწილეობა მიიღო გუნდის ვარჯიშში, თუმცა მისი მონაწილეობა "აილენდერსთან" მერვედფინალის პირველ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ კანადური ჰოკეის ლიდერმა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 12 მატჩი გამოტოვა იმის გამო, რომ ერთ-ერთ შეხვედრაში თანაგუნდელის დარტყმული შაიბა სახეში მოხვდა და ყბა გაიტეხა.

* * *
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გაიმართა ლატარია, რომლის მიხედვითაც გაირკვა 2013 წლის დრაფტზე გუნდებს შორის ჰოკეისტთა არჩევანის თანმიმდევრობა.

მომავალ დრაფტზე პირველი ნომრის არჩევის უფლება მიიღო "კოლორადომ", რომლის შანსები 18.8 პროცენტად იყო შეფასებული. შემდეგი ადგილები ამგვარად გადანაწილდა: "ფლორიდა", "ტამპა ბეი", "ნეშვილი", "კაროლინა, "კალგარი", "ედმონტონი", "ბაფალო", "ნიუ ჯერსი, "დალასი", "ფილადელფია", "ფინიქსი", "ვინიპეგი" და "კოლამბუსი".

ჰოკეისტთა ამჟამინდელი რეიტინგის თანახმად, დრაფტის პირველ ნომერს უწინასწარმეტყველებენ აშშ-ის იუნიორთა ნაკრების მცველს სეტ ჯონსს.

* * *
რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "ბაფალო სეიბრზის" ფორვარდმა იოხენ ჰეხტმა კარიერის დასრულებისა და გერმანიაში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.

35 წლის გერმანელი ჰოკეისტი NHL-ში ორი კლუბის – "სენტ ლუისისა" და "ბაფალოს" ღირსებას იცავდა და ჯამში მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში 14 სეზონი გაატარა. სულ მან რეგულარულ ჩემპიონატში 892 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 200 შაიბა და 295 შედეგიანი პასი შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული