NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელა "ვინიპეგ ჯეტსის" მარცხენა ფრთა ენდრიუ ლედი. ამ ფორვარდმა სამ მატჩში 8 ქულა (2+6) დააგროვა და გასული შვიდი დღის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ლედმა კარიერის რეკორდი გაიმეორა, როცა "კაროლინასთან" მატჩში სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ასევე მისი კარიერის რეკორდია მიმდინარე სერია - ის ზედიზედ შვიდი მატჩია მინიმუმ ერთ ქულას აგროვებს და სულ 14 ქულას (4+10) მოუყარა თავი. ენდრიუ ლედი "ვინიპეგის" ლიდერია გოლების (18), პასებისა (28) და ქულების (46) რაოდენობით.

კვირის მეორე ვარსკვლავია "ნიუ იორკ რეინჯერსის"
ცენტრი ბრედ რიჩარდსი, რომლის ანგარიშზე იყო ოთხ მატჩში შვიდი ქულა (4+3). გასულ კვირას 32 წლის ფორვარდმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა, როცა "რეინჯერსმა" 8:4 დაამარცხა "ბაფალო". ამ მომენტისთვის, რიჩარდსის მონაგარი 30 ქულაა (10+20).

"სან ხოსე შარქსის" ფორვარდმა ლოგან კუტურმა გასულ კვირას ოთხ მატჩში 6 ქულა (3+3) დააგროვა და მესამე ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა. ამ სამი გოლიდან ორი გამარჯვებისა იყო - "ფინიქსთან" და "მინესოტასთან" მატჩებში. წლევანდელი სეზონის 45 შეხვედრაში 24 წლის ფორვარდმა 19 გოლი გაიტანა, რაც კლუბში საუკეთესო შედეგია, ხოლო ქულებისა (35) და პასების (16) რაოდენობით ის მეორეა "ზვიგენების" რიგებში.

ბაფალო-ვინიპეგი 1:2
0:0, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 განონი-3 (მიჩი-1, ბაფლინი-18), 1:1 ვანეკი-18 (ენისი-21, სტეფორდი-10), 1:2 მიეტინენი-3 (რაიტი-3, მ. სტიუარტი-2).

ოტავა-პიტსბურგი 1:3
0:2, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 ჯეფრი-3 (მოროუ-10, დუპუი-17), 0:2 იგინლა-13 (მოროუ-11, ჯეფრი-3), 1:2 ვირჩიოკი-5 (გონჩარი-23, ალფრედსონი-14), 1:3 ტაილერ კენედი-6 (კუკი-11).

დეტროიტი-ფინიქსი 4:0
2:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ფრანცენი-11 (ბრუნერი-13, ზეტერბერგი-30), 2:0 ბრუნერი-12 (ზეტერბერგი-31, კრონვალი-22), 3:0 ფილპულა-8 (ზეტერბერგი-32, კრონვალი-23), 4:0 ფრანცენი-12 (ჯ. ერიქსონი-9).

ედმონტონი-ანაჰაიმი 0:3
0:2, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 გეტცლაფი-15 (ბოშემენი-18, პერი-20), 0:2 დვორაკი-4 (ეტემი-7, შტეკელი-5), 0:3 ვატანენი-2 (ბელესკი-5, პერი-21).

ვანკუვერი-ჩიკაგო 3:1
1:0, 2:0, 0:1
გოლები: 1:0 ჰანსენი-10 (გარისონი-8, ჰამჰუისი-20), 2:0 კასიანი-7 (დ. სედინი-28, ჰ. სედინი-32), 3:0 დ. სედინი-12 (ჰ. სედინი-33), 3:1 კარჩილო-2.

აღმოსავლეთი
თ მ წ ო-წ ქ
1. z-პიტსბურგი 45 35 10 0 70
2. x-ბოსტონი* 44 27 12 5 59
3. ვაშინგტონი* 45 25 18 2 52
4. x-მონრეალი 45 27 13 5 59
5. x-ტორონტო 45 25 15 5 55
6. აილენდერსი 45 24 16 5 53
7. რეინჯერსი 45 24 17 4 52
8. ოტავა 45 23 16 6 52
9. ვინიპეგი 46 24 19 3 51
10. ნიუ ჯერსი 45 17 18 10 44
11. ბაფალო 46 19 21 6 44
12. ფილადელფია 45 20 22 3 43
13. კაროლინა 45 18 24 3 39
14. ტამპა ბეი 45 17 24 4 38
15. ფლორიდა 45 13 26 6 32

დასავლეთი
თ მ წ ო-წ ქ
1. z-ჩიკაგო 45 34 6 5 73
2. y-ანაჰაიმი 46 29 11 6 64
3. y-ვანკუვერი 46 26 13 7 59
4. x-ლოს ანჯელესი 45 26 14 5 57
5. სან ხოსე 45 24 14 7 55
6. სტ. ლუისი 45 26 17 2 54
7. მინესოტა 45 24 18 3 51
11. კოლამბუსი 46 22 17 7 51
8. დეტროიტი 45 21 16 8 50
10. დალასი 45 22 19 4 48
9. ფინიქსი 45 19 18 8 46
14. კალგარი 45 19 22 4 42
12. ედმონტონი 45 17 21 7 41
13. ნეშვილი 45 15 21 9 39
15. კოლორადო 45 15 23 7 37
z-კონფერენციის ჩემპიონი; y - დივიზიონის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში; * - დივიზიონის ლიდერი

გოლი+პასი
სიდნი კროსბი (პიტ) 56 (15+41)
მარტინ სან ლუი (ტ-ბეი) 55 (13+42)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 54 (28+26)
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 51 (30+21)
პატრიკ კეინი (ჩიკ) 51 (21+30)
კრის კუნიტცი (პიტ) 49 (21+28)
ერიკ სტაალი (კარ) 49 (18+31)
ფილ კესელი (ტორ) 48 (16+32)
რაიან გეტცლაფი (ანა) 47 (15+32)
მაიკ რიბეირო (ვაშ) 47 (13+34)

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 44 (6+36)
ჯონ ტავარესი (აილ) 42 (24+18)
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 28 (12+16)
იაკუბ ვორაჩეკი (ფილ) 27 (10+17)
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 21 (5+16)
ევგენი მალკინი (პიტ) 20 (4+16)
პატრიკ ელიაში (ნ-ჯერ) 19 (4+15)

გოლი
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 30
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 28
ჯონ ტავარესი (აილ) 26
ჯეფ კარტერი (ლ-ანჯ) 25
პატრიკ კეინი (ჩიკ) 21
ჯონათან ტეივზი (ჩიკ) 21
ირჟი ტლუსტი (კარ) 21
კრის კუნიტცი (პიტ) 21
იაკუბ ვორაჩეკი (ფილ) 20
პასკალ დუპუი (პიტ) 20

პასი
მარტინ სან ლუი (ტ-ბეი) 42
სიდნი კროსბი (პიტ) 41
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 39
მაიკ რიბეირო (ვაშ) 34
ჰენრიკ სედინი (ვან) 33
კლოდ ჟირუ (ფილ) 32
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 32
რაიან გეტცლაფი (ანა) 32
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 32
ფილ კესელი (ტორ) 32

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ექვსი ზამთრის კლასიკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული