ამ რვა წლის განმავლობაში, მალკინი ჯამში 76 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ანუ ფორვარდის წლიური ხელფასი 9.5 მილიონი დოლარი იქნება. ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, მალკინის ჯამაგირი 8.7 მილიონს შეადგენს.
26 წლის მალკინი "პიტსბურგში" 2006 წლიდან თამაშობს. 2008-09 წლების სეზონში, გუნდთან ერთად სტენლის თასი მოიპოვა და პლეი ოფის უძვირფასეს მოთ
ამ სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში მალკინმა 31 მატჩში 33 ქულა (9+24) დააგროვა, პლეი ოფის 15 მატჩში კი მისი მონაგარი 16 (4+12) ქულა იყო.
სხვათა შორის, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსმა ჰოკეისტმა "პიტსბურგთან" კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ, ბონუსის სახით 10 მილიონი დოლარი მიიღო.
პრიზები დაარიგეს
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ 2012-13 წლების სეზონის ლაურეატებს სტენლის თასის ფინალური სერიის მეორე მატჩის წინ დაასახელებს.
ინდივიდუალურ პრიზებზე ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:
"ჯეკ ადამს ტროფი" (საუკეთესო მწვრთნელი): ბუდრო, მალკინი, კენევილი
"ლედი ბინგ ტროფი" (ჯენტლმენი ყინულზე): კეინი, მოულსონი, სან ლუი
"სელკე ტროფი" (დაცვითი სტილის საუკეთესო ფორვარდი): ბერჟერონი, დაციუკი, ტეივზი
"ბილ მასტერტონ ტროფი" (ჰოკეისადმი ერთგულება): კროსბი, ჰარდინგი, მაკუეიდი
წლის გენერალური მანეჯერი: ბერჟევენი, მიურეი, შერო
"ჰარტ მემორიალ ტროფი" (უძვირფასესი მოთამაშე): კროსბი, ოვეჩკინი, ტავარესი
"ტედ ლინდსეი ტროფი" (საუკეთესო მოთამაშე ჰოკეისტთა ვერსიით): კროსბი, ოვეჩკინი, სან ლუი
"ვეზინა ტროფი" (საუკეთესო მეკარე): ბობროვსკი, ლუნდკვისტი, ნიემი
"ნორის ტროფი" (საუკეთესო მცველი): ლეტანგი, საბენი, სატერი
"კოლდერ ტროფი" (საუკეთესო ახალბედა): გალაჰერი, იუბერდო, საადი.
ლატვიამ ტალანტი დაკარგა
სერიოზული დანაკლისი განიცადა ლატვიურმა ჰოკეიმ. ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი კრისტიან პელში მდინარეში დაიხრჩო. ლატვიის ჰოკეის ფედერაციამ არც დაადასტურა და არც უარყო ეს ინფორმაცია.
12 ივნისს, ღამით, ლატვიელმა მაშველებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მდინარე დაუგავაში გადახტა მამაკაცი. შემთხვევის ადგილას იპოვნეს ტანსაცმელი, მაგრამ მდინარეში სხეული ვერ აღმოაჩინეს. სამართალდამცავი ორგანოების ვერსიით, ადამიანი, რომელიც მდინარეში გადახტა, შესაძლოა, სწორედ 20 წლის პელში ყოფილიყო. თუმცა პოლიცია ასი პროცენტით ამას ვერ ამტკიცებს.
20 წლის პელში 2012 წელს, ლატვიის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და გუნდის კაპიტანი იყო. ჰოკეისტს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს NHL-ის კლუბ "ედმონტონ ოილერზთან" და მის ფარმ-კლუბში "ოკლაჰომა-სიტი ბარონსში" გამოდიოდა. 2012-13 წლების სეზონში, ამერიკის ჰოკეის ლიგის 20 მატჩში პელშმა 8 ქულა (1+7) დააგროვა. ის ახალგაზრდა ლატვიელ ჰოკეისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნეოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. ფინალი: დასაწყისისთვის სამი ოვერტაიმი