პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში, პირველი ადგილი ვერ დაიკავა "პიტსბურგის" კაპიტანმა სიდნი კროსბიმ. რეიტინგის სათავეში მოექცა "ედმონტონის" ფორვარდი კონორ მაკდევიდი.
ორი წლის წინ, მაკდევიდი ერთადერთი 22 წლამდე ჰოკეისტი იყო ამ სიაში (37-ე ადგილი), ახლა კი რეიტინგში შვიდი ასეთი მოთამაშეა: ოსტონ მეტიუსი ("ტორონტო", მე-10 ადგილი), ჯეკ აიკელი ("ბაფალო", 21), ლეონ დრაიზაიტლი ("ედმონტონი", 23), პატრიკ ლაინე ("ვინიპეგი", 26), დავიდ პასტრნაკი ("ბოსტონი", 36), ალექსანდრ ბარკოვი ("ფლორიდა", 39) და მიტჩ
TSN-ის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. კონორ მაკდევიდი (ედმონტონი)
2. სიდნი კროსბი (პიტსბურგი)
3. ერიკ კარლსონი (ოტავა)
4. პატრიკ კეინი (ჩიკაგო)
5. კერი პრაისი (მონრეალი)
6. ევგენი მალკინი (პიტსბურგი)
7. ნიკიტა კუჩეროვი (ტამპა ბეი)
8. ბრენტ ბერნსი (სან ხოსე)
9. ვიქტორ ჰედმანი (ტამპა ბეი)
10. ოსტონ მეტიუსი (ტორონტო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"