"მინესოტამ" პირველ პერიოდში ექვსჯერ დაარტყა "ტამპა ბეის" კარის მიმართულებით და სამი
პირველი პერიოდის შემდეგ "ვაშინგტონი" 3:1-ს უგებდა "ატლანტას" და თითქოს არ უნდა გაჭირვებოდა გამარჯვების მოპოვება, მაგრამ სტუმრებმა შემოაბრუნეს თამაშის ბედი და ახლა უკვე ოვეჩკინსა და კომპანიას მოუწია მატჩის გადარჩენაზე ზრუნვა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, რომელშიც დედაქალაქელებმა შაიბა არ გაუშვეს, თავად კი ორი გოლი შეაგდეს და აგრძელებენ ლიდერობას აღმოსავლეთში.
"ჩიკაგო" საკუთარ მოედანზე "ანაჰაიმს" იღებდა. სტენლის თასის მფლობელი სამმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა ამ შეხვედრას, თავის მრივ, "იხვებს" ექვსი შეხვედრა არ წაეგოთ. მასპინძლებმა მესამე წუთზე გახსნეს ანგარიში - შარპის დარტყმის შემდეგ შაიბა ბარიერმა აისხლიტა და პირდაპირ კეინს მიუვიდა, რომელმაც უპრობლემოდ გაუტანა ჰილერს. მაგრამ "ჩიკაგოს" სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ზუსტად ერთ წუთში კორი პერიმ გაათანაბრა ანგარიში. შემადგენლობების შეცვლისას ფორვარდმა მოედანზე შესვლისთანავე "ჩიკაგოს" ზონაში ჩაჭრა გააკეთა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
მეორე პერიოდში "ბლეკჰოქსი" შტურმზე გადავიდა. რვა წუთში მან შვიდი უპასუხო დარტყმა შეასრულა. უნდა აღინიშნოს იონას ჰილერის შესანიშნავი თამაში, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი, მაგრამ პერიოდის ბოლომდე ვერ გაძლო. მარიან ჰოსამ რიცხობრივი უპირატესობისას დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში 2:1 გახდა. პერიოდის ბოლომდე "იხვებმა" ვერ შეძლეს მეტოქის ზონაში დამკვიდრება, თუმცა ერთხელ ბობი რაიანმა ძელს გაარტყა შაიბა.
მესამე პერიოდის მეოთხე წუთზე "ანაჰაიმმა" მაინც გაათანაბრა ანგარიში. პერიმ შორეულ ცხრიანში დარტყმით დუბლი შეასრულა. მეათე წუთზე დანკან კეიტს შეეძლო შორეული დარტყმით "ბლეკჰოქსის" დაწინაურება, მაგრამ შაიბა ძელს მოხვდა. საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე ჯონათან ტეივზმა ააცილა მას შემდეგ, რაც ჩიკაგოელები ორი ერთზე გავიდნენ მცველთან. 50 წამით ადრე კი მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს და "ჩიკაგოს" კიდევ ჰქონდა მატჩის მოგების შანსი, მაგრამ ჰილერმა იყოჩაღა.
ოვერტაიმი უფრო აქტიურად "ანაჰაიმმა" დაიწყო და რომ არა კროუფორდი, "ჩიკაგოს" ზედიზედ მეოთხედ წააგებდა. ყველაფერი ბულიტების სერიებამდე მიდიოდა, მაგრამ 30 წამით ადრე "ჩიკაგომ" მაინც გაიტანა. კეიტის პასის შემდეგ სტალბერგმა უძლიერესი დარტყმით წერტილი დაუსვა შეხვედრას. "ანაჰაიმს" ჰილერის 40 მოგერიებამ ვერ უშველა და ამ გუნდმა ბოლო რვა მატჩში პირველად წააგო.
რეინჯერსი-ედმონტონი 8:2
1:0, 4:2, 3:0
გოლები: 1:0 გაბორიკი-1 (კრისტენსენი-3, ფროლოვი-5), 1:1 რ. ჯონსი-4 (ებერლე-7, სემ განიე-6), 1:2 ჰორკოფი-5 (პეკჰემი-4, რაიან უიტნი-14), 2:2 გაბორიკი-2 (კრისტენსენი-4), 3:2 ბ. ბოილი-8 (ფედოტენკო-6, პრუსტი-4), 4:2 ანისიმოვი-6 (სტეპანი-3, შ. ეივერი-8), 5:2 ფროლოვი-3 (კრისტენსენი-5, გაბორიკი-3), 6:2 ფროლოვი-4, 7:2 ფედოტენკო-3 (სტეპანი-4, გილროი-1), 8:2 გაბორიკი-3 (ფროლოვი-6).
ტამპა ბეი-მინესოტა 1:4
1:3, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 კლატერბეკი-6 (კულენი-11, ჰავლატი-10), 1:1 სენტ ლუისი-7 (ბ. კლარკი-4, სტემკოსი-13), 1:2 მადენი-3 (ჰავლატი-11, ჟიდლიცკი-5), 1:3 მიეტინენი-4 (ბრუნეტი-6, მ. კოივუ-12), 1:4 ნისტრიომი-1 (ჰავლატი-12, მადენი-1).
ვაშინგტონი-ატლანტა 6:4
3:1, 1:3, 2:0
გოლები: 1:0 ოვეჩკინი-10 (ბექსტრიომი-15, სლოუნი-4), 2:0 მ. გრინი-5 (ფერი-4, ნუბლი-5), 2:1 პევერლი-3 (ენსტრიომი-13, ანტროპოვი-4), 3:1 სიომინი-13 (ოვეჩკინი-15, სლოუნი-5), 3:2 ლედი-7 (ბერგფორსი-8), 4:2 ჰენდრიქსი-3 (მ. გრინი-8, შულცი-5), 4:3 ლიტლი-2 (ე. კეინი-5, ე. სტიუარტი-6), 4:4 ლიტლი-3 (ლედი-11), 5:4 ერსკინი-2 (შტეკელი-2, ბრედლი-3), 6:4 შტეკელი-2.
ჩიკაგო-ანაჰაიმი 3:2 (ო)
1:1, 1:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 პ. კეინი-7 (შარპი-9, მარიან ჰოსა-5), 1:1 პერი-7, 2:1 მარიან ჰოსა-8 (პ. კეინი-10, სიბრუკი-8), 2:2 პერი-8 (ფაულერი-6), 3:2 სტალბერგი-6 (კეიტი-12, ბ. კემპბელი-3).