კვირის მიმოხილვა

AutoSharing Option

გასულმა კვირამ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში "ანაჰაიმ დაქსის" დომინირების ქვეშ ჩაიარა. შესანიშნავი სერიის წყალობით "იხვებმა" ცხრილის ქვედა ნაწილიდან კონფერენციის მეოთხე ადგილამდე აინაცვლეს, არადა, რეგულარულში ცუდი სტარტის გამო გენერალური მენეჯერი ტრეიდებით კარდინალური ცვლილებების განხორცხიელბას აპირებდა.

ამ ზომების მიღება საჭირო აღარ არის. რენდი კარლაილის შეგირდებმა ნოემბერში შვიდიდან ექვსი მატჩი მოიგეს და მხოლოდ ორი დღის წინ წააგეს "ჩიკაგოსთან", თანაც ოვერტაიმში, რისთვისაც ერთი ქულა მიიღეს. ტრადიციულად, "ანაჰაიმის" ლიდერებად გვევლინებიან პერი, გეტცლაფი, რაიანი და მათ სელიანეც დაემატა. უბერებელმა ფინელმა ბრწყინვალედ დაიწყო კარიერაში ბოლო სეზონი - 19

მატჩში 19 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, კარგად გამოიყურება მცველი ლუბომირ ვიშნოვსკი და ბრწყინვალეა მეკარე იონას ჰილერი.

თუმცა ჯერ რთულია ობიექტურად "ანაჰაიმის" მეოთხე პოზიციის შეფასება, რადგან გუნდმა სხვებზე მეტი მატჩი ჩაატარა, თანაც ნოემბერში ხუთი შეხვედრა საკუთარ მოედანზე ჰქონდა.

* * *

გასულ კვირას დაარსებიდან 85 წლისთავის აღნიშვნა დაიწყო "ნიუ იორკ რეინჯერსმა". ამისთვის კლუბმა გულშემატკივრებს ახალი მაისურის სახით პატარა საჩუქარი მოუმზადა. ახალ ფორმას Rangers' Heritage Jersey ჰქვია და ფანებს უკვე შეუძლიათ მისი შეძენა. თავად კლუბი კი ახალი მაისურებით დღეს გამართავენ პირველ შეხვედრას.
"რეინჯერსმა" თავისი არსებობს ისტორიაში ოთხჯერ მოიგო სტენლის თასი, თუმცა ბოლო ტრუმფიდან საკმაოდ ბევრი - 16 წელი გავიდა. წლევანდელ სეზონში ტრავმების სიმრავლის მიუხედავად, ჯონ ტორტოლერას გუნდი ახარებს თავის გულშემატკივარს კარგი ჰოკეით, აღმოსავლეთში მეოთხე ადგილითა და პლეი ოფში მოხვედრის კარგი პერსპექტივით.

* * *

გასული კვირას ძლიერი ჰოკეისტების ტრავმიანობითაც იყო გამორჩეული. ყველაზე მძიმე დაზიანება "სენტ ლუის ბლუზის" ფორვარდმა ტი ჯეი ოშიმ მიიღო, რომელიც ფეხის მოტეხილობის გამო სამ თვეს გამოტოვებს. ეს თავდამსხმელი 13 ქულით "ბლუზმენთა" საუკეთესო ბომბარდირია.
ზედიზედ მეორე სეზონია მუხლის პრობლემას ვერ აგვარებს "მონრეალის" რუსი მცველი ანდრეი მარკოვი. მან ისევ გაიმიზეზა ძველი ტრავმა და მართალია, მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, სავარაუდოდ, მარკოვსაც სამი თვე მოუწევს დასვენება.
ხელი მოიტეხა "ტამპა ბეის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვენსან ლეკავალიემ, თუმცა მის შემთხვევაში არ გამართლდა თავდაპირველი პროგნოზი და სამი თვის ნაცვლად, ფორვარდი 2-3 კვირას გამოტოვებს.

* * *

უცნაურ შედეგებს გვიჩვენებს "კაროლინა ჰარიკეინზი", რომელმაც გასულ კვირას სამი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მან ჯერ 7:1 გაანადგურა "ედმონტონი", შემდეგ ორ მატჩში კი 15 შაიბა გაუშვა! რვა გოლი "კაროლინას" "ფილადელფიამ" გაუტანა, კიდევ შვიდი "მონრეალმა" დაუმატა. აღსანიშნავია, რომ ნოემბერის დასაწყისში "ჰარიკეინზმა" "აილენდერსი" 7:2 დაამარცხა, მაგრამ იქვე "ფლორიდასთან" წააგო - 4:7.


კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "მონრეალ კანადიენისის" მეკარე კერი პრაისი დაასახელა. ამ გოლკიპერმა თავის კლუბს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. მისი სტატისტიკური მაჩვენებლები საშუალოდ ერთ გაშვებულ შაიბასა და მოგერიების 97 პროცენტს უდრიდა. გარდა ამისა, პრაისმა "ვანკუვერის" წინააღმდეგ "შათაუტი" შეასრულა.
მეორე ვარსკვლავი გახდა "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდი სიდნი კროსბი. "პინგვინების" კაპიტანმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თითოეულში მინიმუმ ერთ ქულას იღებდა, სულ კი მის ანგარიშზე 8 ქულა (3+5) მოდის.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ვაშინგტონ კეპიტალზის" ფორვად ალექსანდრ სიომინს. მანაც კროსბის მსგავსად 8 ქულა (4+4) დააგროვა, თუმცა ერთი შეხვედრით მეტი ითამაშა, თანაც ქულათა უმეტესობა ერთ შეხვედრაში მიითვალა - "ტამპა ბეის" წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შესრულა და ორი საგოლე პასიც დაუმატა.

ბოსტონი-ნიუ ჯერსი 3:0
1:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 რაიდერი-5 (პ. ბერჟერონი-8, რეკი-9), 2:0 ჰორტონი-8 (ლუჩიჩი-7, ხარა-4), 3:0 ველერი-3 (რეკი-10, კარონი-2).
ბაფალო-ვანკუვერი 4:3 (ო)
2:0, 1:1, 0:2, 1:0
გოლები: 1:0 ენისი-5 (დ. როი-12, ვანეკი-6), 2:0 მაკორმიკი-3 (რ. ნიდერმაიერი-5, გრირი-6), 2:1 დ. სედინი-12 (ერჰოფი-8, ჰ. სედინი-19), 3:1 მონტადორი-3 (დ. როი-13, ვანეკი-7), 3:2 ედლერი-2 (ჰ. სედინი-20, დ. სედინი-10), 3:3 სამუელსონი-3 (დ. სედინი-11, ჰ. სედინი-21), 4:3 მიერსი-5.
ფილადელფია-ოტავა 5:1
2:1, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 ბრიერი-9 (მეზაროში-5, ო'დონელი-1), 1:1 სპეცა-5 (კოვალიოვი-4, რეგინი-9), 2:1 პოუ-3 (ტიმონენი-10, ჟირუ-10), 3:1 ჟირუ-10 (მ. რიჩარდსი-11, პრონგერი-6), 4:1 მ. რიჩარდსი-7, 5:1 მ. რიჩარდსი-8 (ქობურნი-4, ჟირუ-11).
პიტსბურგი-რეინჯერსი 2:3 (ო)
0:0, 0:1, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 კრისტენსენი-3 (ფედოტენკო-7, გილროი-2), 1:1 კუნიტცი-5 (მალკინი-10, კროსბი-16), 2:1 კუკი-4 (პ. დუპუი-4), 2:2 მ. სტაალი-3 (დუბინსკი-6, კელეჰანი-11), 2:3 კელეჰანი-5 (დუბინსკი-7, ჟირარდი-8).
კოლორადო-სენტ ლუისი 6:3
3:1, 2:1, 1:1
გოლები: 0:1 სტინი-4 (ბერგლუნდი-5, კოლაიაკოვო-5), 1:1 ლაილსი-2 (მაულდინი-1, კ. სტიუარტი-10), 2:1 ლაილსი-3 (რ. ო'ბირნი-1, ჰეიდუკი-13), 3:1 პ. შჩასტნი-7 (ლაილსი-13, კ. სტიუარტი-10), 3:2 კოლაიაკოვო-2 (ბერგლუნდი-6, სტინი-7), 4:2 იიპი-5 (დუშენი-12, ჰეიდუკი-14), 5:2 დ. ჯონსი-7 (პ. შჩასტნი-11, ფუტი-3), 5:3 ბოიესი-3 (ბეკსი-5, ენდი მაკდონალდი-7), 6:3 პორტერი-3 (რ. ო'რაილი-6, ვინიკი-3).
სან ხოსე-ლოს ანჯელესი 6:3
2:1, 1:1, 3:1
გოლები: 0:1 პერსი-1 (დ. ბრაუნი-5, კოპიტარი-11), 1:1 ქლოუ-4 (პაველსკი-9, კუტური-4), 2:1 ტ. მიტჩელი-3 (მაკგინი-2, სეტოგუჩი-3), 3:1 ნიკოლი-2 (ჟოსლენი-1, მეიერსი-3), 3:2 რ. სმიტი-5 (დაუტი-3), 4:2 მარლო-7 (ჰიტლი-10, დ. ბოილი-11), 4:3 სტოლი-6 (სკუდერი-4, ჯასტინ უილიამსი-9), 5:3 ჰიტლი-7 (ჰასკინსი-2, მარლო-9), 6:3 პაველსკი-5 (მარლო-10).

აღმოსავლეთი
 თ მ წ ოწ ქ
1. ვაშინგტონი* 18 13 4 1 27
2. ფილადელფია* 18 12 4 2 26
3. მონრეალი* 17 11 5 1 23
4. რეინჯერსი 18 10 7 1 21
5. პიტსბურგი 19 9 8 2 20
6. ბოსტონი 15 9 5 1 19
7. ოტავა 18 9 8 1 19
8. ტამპა ბეი 17 8 7 2 18
9. ატლანტა 18 7 8 3 17
10. ბაფალო 19 7 9 3 17
11. კაროლინა 17 8 9 0 16
12. ფლორიდა 15 7 8 0 14
13. ტორონტო 16 5 8 3 13
14. ნიუ ჯერსი 18 5 11 2 12
15. აილენდერსი 17 4 10 3 11

დასავლეთი
 თ მ წ ოწ ქ
1. ლოს ანჯელესი* 16 12 4 0 24
2. დეტროიტი* 15 11 3 1 23
3. ვანკუვერი* 17 10 4 3 23
4. ანაჰაიმი 19 10 7 2 22
5. სტ. ლუისი 16 9 4 3 21
6. სან ხოსე 16 9 5 2 20
7. ჩიკაგო 20 9 9 2 20
8. კოლორადო 17 9 7 1 19
9. ფინიქსი 17 7 5 5 19
10. კოლამბუსი 15 9 6 0 18
11. მინესოტა 16 8 6 2 18
12. ნეშვილი 15 7 5 3 17
13. დალასი 15 8 7 0 16
14. კალგარი 16 7 9 0 14
15. ედმონტონი 16 4 9 3 11

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები
გოლი+პასი
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 28 (15+13)
სიდნი კროსბი (პიტ) 28 (12+16)
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 25 (10+15)
ალექსანდრ სიომინი (ვაშ) 23 (13+10)
დანიელ სედინი (ვან) 23 (12+11)
ჰენრიკ სედინი (ვან) 23 (2+21)
დერეკ როი (ბაფ) 21 (8+13)
კლოდ ჟირუ (ფილ) 21 (10+11)

გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 15
ალექსანდრ სიომინი (ვაშ) 13
სიდნი კროსბი (პიტ) 12
დანიელ სედინი (ვან) 11
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 10
პატრიკ შარპი (ჩიკ) 10
კრის სტიუარტი (კოლორ) 10
ბრენდონ დუბინსკი (რეინ) 10

პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 21
სიდნი კროსბი (პიტ) 16
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 15
ნიკლას ლიდსტრიომი (დეტ) 15
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 15
მილან ჰეიდუკი (კოლორ) 14
რაიან უიტნი (ედმ) 14
კრის ლეტანგი (პიტ) 14
მაიკ რიბეირო (დალ) 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული