კვირის გუნდი. "ფინიქსს" შეიძლება ბოლო ორი კვირის გუნდი ვუწოდოთ, რადგან დეინ ტიპეტის კოლექტივმა ზედიზედ ექვსი გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთში მეხუთე ადგილზე გადავიდა. თუმცა "კოიოტზის" პროგრესში გასაკვირი არაფერია სწორედ მწვრთნელის პერსონის გამო, რომელსაც გასულ სეზონში შემთხვევით არ მოუგია ჯეკ ადამს ტროფი. "ფინიქსმა" სუსტად დაიწყო ჩემპიონატი და ერთი პირობა ბოლოსწინა ადგილზე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მწვრთნელს გარკვეული დრო დასჭირდა ახალბედა ჰოკეისტების თამაშის დასალაგებლად, რომლებმაც თავიდან კარგად ვერ გაიგეს ტიპეტის სათამაშო კონცეპცია.
გავი
გასული კვირა "კოიოტზისთვის" კანადური იყო, რადგან გუნდმა დაამარცხა "კალგარი", "ედმონტონი" და "ვანკუვერი".
კოლორადოს პროგრესი. საკმაოდ მოულოდნელად რეგულარული ჩემპიონატის ექვსი კვირის შემდეგ დასავლეთში შედეგიანობის მიხედვით მოკრძალებული შემადგენლობის "კოლორადო" ლიდერობს - 72 შაიბა 20 მატჩში! კონფერენციაში მასთან ყველაზე ახლოს "დეტროიტია", რომელმაც ექვსი შაიბით ნაკლები გაიტანა. მთელს ლიგაში კი "ეველანშზე" მეტი გოლი მხოლოდ ორ გუნდს - "ფილადელფიასა" (75) და "ვაშინგტონს" (74) აქვთ გატანილი.
ნოემბერში "კოლორადომ" ექვს მატჩში მინიმუმ ოთხი გოლი შეაგდო, აქედან სამი შეხვედრა ხუთშაიბიანი იყო და ერთი - ექვსიანი. ამასთან, "კოლორადოს" არც ერთი მოთამაშე არ შედის საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში, მხოლოდ ლაილზია მეოთხე ადგილზე საუკეთესო ასისტენტთა შორის.
კვირის რეგრესი. ბოლო კვირას ყველაზე უარესი შედეგი ჰქონდა "ვანკუვერს", რომელმაც ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო, მათ შორის ყველაზე მტკივნეული იყო მარცხი შინ "ჩიკაგოსთან" - 1:7. გარდა ამისა, კანადელებმა წააგეს "ბაფალოსთან", "პიტსბურგთან" და "ფინიქსთან", რის გამოც დაკარგეს პირველი ადგილი დივიზიონში და კონფერენციაში მერვე პოზიციამდე დაქვეითდნენ.
"აილენდერსის" 13 მარცხი. როგორც ჩანს, ამ კლუბში უბრალოდ არ იციან რა აკეთონ და როგორ დაიწყონ წინსვლა. სწორედ ამაშია "კუნძულელების" მთავარი განსხვავება მეორე აუთსაიდერ "ედმონტონისგან". ამ უკანასკნელს მინიმუმ განვითარების საკუთარი გეგმა გააჩნია, კერძოდ, ბევრი ახალგაზრდა შემსრულებელი ჰყავს, რომლებმაც შეიძლება ძველი პოზიციები დაუბრუნოს "ოილერზს".
საით მიდის "აილენდერსი" ჯერჯერობით უცნობია. ამ კითხვაზე პასუხს მომავალი ზაფხული გასცემს, როცა ერთბაშად 12 მოთამაშეს დაუმთავრდება კონტრაქტი. მანამდე კი "ატლანტასთან" დამარცხების შემდეგ "კუნძულელებმა" საკლუბო რეკორდი დაამყარეს - ზედიზედ მე-13 შეხვედრა წააგეს. ცნობისთვის, NHL-ის აბსოლუტური რეკორდი "ვაშინგტონს" ეკუთვნის, რომელმაც 1974-75 წლების სეზონში ზედიზედ 17 მატჩი წააგო.
ტრავმები. ამ მხრივ გასულ კვირას განსაკუთრებული პრობლემები არ ყოფილა. ძირითადად, მეკარეები დაზარალდნენ. "ტორონტომ" ჟან-სებასტიან ჟიგერი დაკარგა ორი კვირით, "ნიუ ჯერსი" კი 10-14 დღე მარტინ ბროდოს გარეშე დარჩა. გარდა ამისა, "ფილადელფიას" სამი კვირით გამოაკლდა ფორვარდი კარჩილო.
ტრეიდები. აქაც არ ყოფილა განსაკუთრებული აქტიურობა. ანტონ ბაბჩუკი და ტომ კოსტოპულოსი "კალგარიში" გაემგზავრნენ, სანაცვლოდ კი "კაროლინამ" ბრეტ სატერი და იან უაიტი მიიღო. გარდა ამისა, "ანაჰაიმმა" "ფილადელფიას" დანი სივრეტი და რობ ბორდსონი დაუთმო და მათ ნაცვლად პატრიკ მარუნი და დევიდ ლაბიბერტი აიყვანა.
კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "კოლამბუს ბლუ ჯეკეტსის" ფორვარდი რიკ ნეში აღიარა. ის წინა შვიდის დღის საუკეთესო გოლეადორი გახდა - ექვსი გოლი სხვას არავის გაუტანია. ამ ექვსი შაიბიდან ნეშმა სამი "ანაჰაიმს" შეუგდო და კარიერაში მეხუთე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ის აგრეთვე ორი გამარჯვების შაიბის ავტორი გახდა
გუშინ ნეშმა "ნეშვილს" გაუტანა და ცხრა მატჩამდე აიყვანა სერია, როცა ის უქულოდ არ ტოვებს მოედანს, გარდა ამისა, ზედიზედ ექვსი მატჩია მინიმუმ ერთ გოლს იტანს მეტოქეთა კარში.
მეორე ვარსკვლავი გახდა "კოლორადოს" მცველი ჯონ-მაიკლ ლაილსი. მან ორი გოლი და ხუთი შედეგიანი პასი მიითვალა. 29 წლის ჰოკეისტი მცველებს შორის შედეგიანობის მხრივ პირველობას იყოფს ნიკლას ლიდსტრიომთან (20 ქულა) და "ეველანშის" ლიდერია პასების, სათამაშო დროისა და მოგერიებული შაიბების რაოდენობით.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "დეტროიტ რედ უინგზის" ფორვად ბრაიან რაფალსკის. მან სამი მატჩში შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა. ერთ-ერთი საგოლე პასი საიუბილეო იყო მის კარიერაში - რაფალსკიმ კარიერაში მე-400 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
კოლამბუსი-ნეშვილი 2:0
1:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 კომოდორი-2 (უმბერგერი-7, ფილატოვი-7), 2:0 ნეში-13 (ვორაჩეკი-9, ბრასარი-11).
ნიუ ჯერსი-ვაშინგტონი 5:0
3:0, 2:0, 0:0
გოლები: 1:0 ელიაში-3 (ტედენბი-2, ე. გრინი-7), 2:0 არნოტი-7, 3:0 ტედენბი-3 (ბულიტი), 4:0 არნოტი-8 (ელიაში-11, ე. გრინი-8), 5:0 ზუბრუსი-3 (ვასიუნოვი-4).
რეინჯერსი-კალგარი 2:1
0:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 ბ. ბოილი-9 (ჟირარდი-11), 1:1 იგინლა-9 (ბოუმისტერი-5, სტაიანი-13), 2:1 ჟირარდი-2 (სტეპანი-7).
ფილადელფია-მონრეალი 3:2
0:2, 1:0, 2:0
გოლები: 0:1 ლაპიერი-3 (პუიო-5, ჰალპერნი-7), 0:2 ლაპიერი-4 (პუიო-6, ჰალპერნი-8), 1:2 ლეიგო-4 (ბრიერი-5, ჰარტნელი-9), 2:2 ჟირუ-12 (პოუ-5, ო'დონელი-4), 3:2 ვან რიმსდიკი-1 (ქობურნი-5, მ. რიჩარდსი-15).
ტორონტო-დალასი 4:1
1:0, 2:1: 1:0
გოლები: 1:0 კულემინი-6 (გრაბოვსკი-10, შენი-5), 2:0 კულემინი-7 (გრაბოვსკი-11, მაკარტური-11), 2:1 ბ. რიჩარდსი-10 (ოტი-4, ლ. ერიქსონი-13), 3:1 ბოჟაკი-3 (კადრი-4, ვერსტეეგი-6), 4:1 ვერსტეეგი-6.
ფლორიდა-პიტსბურგი 2:3
1:2, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 ლეტანგი-4 (მარტინი-10, კროსბი-20), 0:2 კროსბი-15 (ტაილერ კენედი-3, მალკინი-14), 1:2 სტილმანი-3 (გარისონი-1, ფროლიკი-9), 2:2 მაკეიბი-2 (ბუტი-7, ტომასი-1), 2:3 კონერი-1 (ლეტესტუ-6, ზ. მიხალეკი-4).
ოტავა-ლოს ანჯელესი 3:2
1:1, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 კოვალიოვი-6 (გონჩარი-10, კ. ფილიპსი-3), 1:1 კოპიტარი-7, 1:2 რ. სმიტი-7 (ჯასტინ უილიამსი-12), 2:2 მ. მიხალეკი-5 (ალფრედსონი-10), 3:2 სპეცა-6 (კოვალიოვი-5, კარკნერი-2).
ტამპა ბეი-ბოსტონი 3:1
0:0, 3:0, 0:1
გოლები: 1:0 ტირელი-2 (რ. ჯონსი-6, ტომპსონი-6), 2:0 სტემკოსი-20 (სენტ ლუისი-19, დაუნი-8), 3:0 პურსელი-4 (მური-4, მელოუნი-9), 3:1 რაიდერი-6 (ველერი-4, კარონი-3).
აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ფილადელფია* 22 14 6 2 30
2. ვაშინგტონი* 22 14 6 2 30
3. მონრეალი* 21 13 7 1 27
4. ტამპა ბეი 21 12 7 2 26
5. პიტსბურგი 22 12 8 2 26
6. რეინჯერსი 22 12 9 1 25
7. ბოსტონი 19 11 6 2 24
8. ოტავა 21 10 10 1 21
9. ატლანტა 21 9 9 3 21
10. კაროლინა 20 9 9 2 20
11. ტორონტო 20 8 9 3 19
12. ბაფალო 22 8 11 3 19
13. ფლორიდა 19 9 10 0 18
14. ნიუ ჯერსი 21 6 13 2 14
15. აილენდერსი 20 4 12 4 12
დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. დეტროიტი* 18 13 3 2 28
2. ლოს ანჯელესი* 20 13 7 0 26
3. კოლორადო* 20 12 7 1 25
4. კოლამბუსი 19 13 6 0 26
5. სტ. ლუისი 19 11 5 3 25
6. ფინიქსი 20 10 5 5 25
7. ჩიკაგო 23 11 10 2 24
8. ვანკუვერი 20 10 7 3 23
9. ანაჰაიმი 23 10 10 3 23
10. მინესოტა 19 10 7 2 22
11. სან ხოსე 19 9 6 4 22
12. დალასი 19 10 8 1 21
13. ნეშვილი 19 9 7 3 21
14. კალგარი 20 8 11 1 17
15. ედმონტონი 19 5 10 4 14
* - დივიზიონის ლიდერი
ბომბარდირები
გოლი+პასი
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 35 (20+15)
სიდნი კროსბი (პიტ) 35 (15+20)
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 27 (8+19)
ალექსანდრ სიომინი (ვაშ) 26 (14+12)
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 26 (10+16)
ბრედ რიჩარდსი (დალ) 25 (10+15)
კრის სტიუარტი (კოლორ) 24 (11+13)
მაიკ რიჩარდსი (ფილ) 24 (9+15)
დანიელ სედინი (ვან) 24 (12+12)
ჰენრიკ სედინი (ვან) 24 (2+22)
გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 20
სიდნი კროსბი (პიტ) 15
ალექსანდრ სიომინი (ვაშ) 14
რიკ ნეში (კოლამ) 13
კლოდ ჟირუ (ფილ) 12
პატრიკ შარპი (ჩიკ) 12
ბრენდონ დუბინსკი (რეინ) 12
დანიელ სედინი (ვან) 12
კრის სტიუარტი (კოლორ) 11
პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 22
სიდნი კროსბი (პიტ) 20
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 19
რაიან უიტნი (ედმ) 17
ჯონ-მაიკლ ლაილსი (კოლორ) 17
ნიკლას ლიდსტრიომი (დეტ) 17
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 16
რეკორდების მატჩი
უცნაური რეკორდი დამყარდა გერმანიის ჩემპიონატის მატჩში - "შტრაუბინგისა" და "მიუნხენის" ბავარიულ დერბიში ბულიტების სერია 42 დარტყმამდე გაიწელა. ძირითადი დრო ფრედ - 4:4 დასრულდა. ოვერტაიმის ბოლო წამებზე მსაჯებმა ორი წუთით გააძევეს "შტრაუბინგის" საუკეთესო ბომბარდირი დერეკ ჰანი და მან ბულიტების სერიაში მონაწილეობა ვერ შეძლო.
პირველი ზუსტი ბულიტები მეტოქეებმა მესამე რაუნდში გაცვალეს, რის შემდეგაც ორივემ ერთად 22 პენალტი ვერ გამოიყენა. ბრძოლა შეიძლებოდა მე-17 რაუნდში დასრულებულიყო, მაგრამ ვიდეოგამეორების შესწავლის შემდეგ, მსაჯებმა "მიუნხენის" კაპიტნის სტეფან დულიენის გოლი გააუქმეს. საბოლოოდ ყველაფერი მხოლოდ 21-ე რაუნდში გადაწყდა.
შეხვედრა ზუსტად სამი საათი გაგრძელდა. 42 ბულიტიდან გუნდებმა მხოლოდ ცხრა გამოიყენეს. დერეკ ჰანის ორწუთიანი სასჯელი კი სარეკორდო დროში გაიწელა.