გრეტცკი სტემკოსს აქებს

AutoSharing Option

ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე უეინ გრეტცკი გამოცემა TSN-სთვის მიცემულ ინტერვიუში "ტამპა ბეის" ფორვარდ სტივენ სტემკოსის შედეგიან თამაშს გამოეხმაურა. კერძოდ, გრეტცკი დარწმუნებულია, რომ 2008 წლის დრაფტის პირველი ნომერი შეძლებს 50 მატჩში 50 შაიბის გატანას.

სტემკოსმა რეგულარული ჩემპიონატის საწყის 19 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა, თუმცა ახლა ოდნავ ჩამორჩა გრაფიკს და 22 მატჩში 21 შაიბა აქვს.

"სტივი საოცარი ნიჭის პატრონია, თანაც არ უყვარს მიღწეულით დაკმაყოფილება. სწორედ ამ თვისების წყალობით მიაღწევს ის უნიკალურ შედეგს - 50 მატჩში 50 შაიბას გაიტანს", -

ამბობს გრეტცკი.
NHL-ის ისტორიაში სულ ხუთი მოთამაშეა, ვისაც ეს შედეგი აქვს დაფიქსირებული. ესენი არიან: მორის რიშარი, მაიკ ბოსი, უეინ გრეტცკი, მარიო ლემიე და ბრეტ ჰალი.

"მონრეალ კანადიენსის" ლეგენდამ მორის რიშარმა 1944-45 წლებში პირველმა გაიტანა საწყის 50 მატჩში 50 გოლი. მაშინ ჩემპიონატში გუნდები 50 შეხვედრას ატარებდნენ.

36 წლის შემდეგ იგივე გაიმეორა "ნიუ იორკ აილენდერსის" ფორვარდმა მაიკ ბოსიმ. 1980-81 წლების სეზონში მას 50 მატჩში 50 გოლი ჰქონდა, სეზონში კი 79 მატჩში 68 შაიბა დაუგროვდა.

ამის შემდეგ უეინ გრეტცკის ჯერი დადგა. თანაც "ედმონტონ ოილერზის" ლიდერმა სამჯერ მიაღწია ამ უნიკალურ შედეგს:
1981-82: 50 გოლი 39 მატჩში (სულ სეზონში: 92 შაიბა 80 მატჩში)
1983-84: 50 გოლი 42 მატჩში (სულ სეზონში: 87 შაიბა 74 მატჩში)
1984-85: 50 გოლი 49 მატჩში (სულ სეზონში: 73 შაიბა 80 მატჩში)
ოთხი წლის შემდეგ (1988-89) "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტან მარიო ლემიესაც არ დასჭირდა 50 მატჩის ჩატარება 50 გოლის გასატანად. მაშინ "სუპერმარიომ" ამ ზღვარს 46 მატჩში მიაღწია, სულ კი სეზონში 76 მატჩში 85-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
ზედიზედ ორჯერ მოხვდა ე. წ. "ორმოცდაათიანთა კლუბში" "სენტ ლუის ბლუზის" ფორვარდი ბრეტ ჰალი:
1990-91: 50 გოლი 49 მატჩში (სულ სეზონში: 86 შაიბა 78 მატჩში)
1991-92: 50 გოლი 50 მატჩში (სულ სეზონში: 70 შაიბა 73 მატჩში)

მას შემდეგ 19 წელი გავიდა და დღემდე ეს ზღვარი გადაულახავია. მოქმედ ჰოკეისტებს შორის ყველაზე ახლოს ამ მიზანთან ფილადელფიელი საიმონ განიე იყო, რომელსაც 2005-06 წლების სეზონში პირველ 21 მატჩში 21 გოლი ჰქონდა, მაგრამ სამი შაიბა არ ეყო "ორმოცდაათიანთა კლუბში" მოსახვედრად. 2007-08 წლების რეგულარულში "ვაშინგტონის" რუსმა ვარსკვლავმა ალექსანდრ ოვეჩკინმა ჯამში 65 შაიბა გაიტანა, მაგრამ პირველ 50 მატჩში "მხოლოდ" 39 გოლი ჰქონდა.

ედმონტონი-კოლორადო 3:2
2:1, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ბრული-3 (გილბერტი-3, პენერი-3), 2:0 კოლიანო-2 (გილბერტი-4, ჰოლი-6), 2:1 შატენკირკი-3 (ჰეიდუკი-17, დუშენი-15), 2:2 დუშენი-5 (იიპი-5, დ. ჯონსი-5), 3:2 ჰოლი-5 (ებერლე-9, გერბერი-1).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული